in

სადაც ისტორიის გაცოცხლება  მომავლის  ნაბიჯებთან  თანხვედრაშია   – Homer-ის ახალი სივრცე

ჯავახიშვილის მოედანს  განახლებული,  ძველი ტრადიციებითა და, რაც მთავარია, ახალ იდეებზე მომუშავე ადამიანებით სავსე სივრცე დაუბრუნდა.

დეველოპერულმა კომპანია “ჰოუმერმა” მოწვეულ სტუმრებთან ერთად  სათავო ოფისი გახსნა.

კომპანიის  მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაცოცხლება   იყო არა მხოლოდ არქიტექტურული პროექტი, არამედ   ღირებულებების ფიზიკური გამოხატულება.

ეს შენობა ჩვენთვის უსულო არქიტექტურული ქანდაკება არ არის —
ეს არის ცოცხალი სიმბოლო იმისა, თუ როგორ გვესმის განვითარება – ისტორიის პატივისცემა, ზრუნვა აწმყოზე და პასუხისმგებლობა მომავალზე” – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

გადაწყვეტილება, რომ დეველოპერულმა კომპანიამ სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეერჩია საკუთარი საქმიანობის სიმბოლოდ, შემთხვევითი არ ყოფილა.  “ჰოუმერისთვის” ის ქალაქის  მეხსიერებასთან დიალოგის არჩევანია“.

ფრთხილი გაღვიძება

როგორც პროექტის ავტორი და “ჰოუმერის” ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი, სოფო პატარაია იხსენებს, 2024 წლის იანვარში, როდესაც პირველად შევიდნენ შენობაში, მათ ცარიელი კედლების მიღმა დაინახეს ისტორიული ტრადიციისა და  თანამედროვე რეალობის ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანის საოცარი პოტენციალი.

ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ადგილს სჭირდებოდა არა უხეში ჩარევა, არამედ ფრთხილი გამოღვიძება,“ — ამბობს სოფო პატარაია.

სოფოს ხელმძღვანელობით, შენობაში აღდგენილ იქნა ძველი კიბის უჯრედი და ის ცენტრალურ დინამიკურ ღერძად იქცა. შენარჩუნდა ისტორიული სარკმელი, რომელიც ოფისში შუქ-ჩრდილების  უნიკალურ თამაშს ქმნის.

ყოველმა დეტალმა შეინარჩუნა ტრადიციები და  თანამედროვე ფუნქციურობასთან და კომპანიის ხედვასთან დაკავშირდა – პატივისცემა წარსულისადმი, ზრუნვა აწმყოზე და პასუხისმგებლობა მომავალზე,

ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიონალიზმი იწყება იმაზე ზრუნვით, რაც შენი ზემოქმედების არეალშია” – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

პროექტი, რომელიც განაგრძობს დიალოგს — „ჰოუმერ ალფა“

სწორედ  ხედვის  ამ  ჭრილში   ვითარდება “ჰოუმერის” ახალი საცხოვრებელი პროექტი — “ჰოუმერ ალფა”, რომელიც  კომპანიის კომერციულმა დირექტორმა – სალომე ლაზიშვილმა – ამავე  ღონისძიებაზე წარადგინა.  კომპანიის  პირველი საცხოვრებელი პროექტი  დიღომში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის გვერდით შენდება.

„ჰოუმერ ალფა“ თავისი განსაკუთრებული ხელწერითა და ესთეტიკით, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქალაქის ჰარმონიული განაშენიანებისა და  განვითარების ახალი სტანდარტების  დამკვიდრებაში. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს,  სადაც  ყველა დეტალი ისეა დაგეგმილი, რომ მან ჩვენი მაცხოვრებლების გრძელვადიანი კმაყოფილება და ბედნიერება უზრუნველყოს,“ – ამბობს  სალომე ლაზიშვილი.

პროექტის ინფრასტრუქტურული განვითარება 7,300 კვადრატული მეტრის ფარგლებშია დაგეგმილი და მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს,  ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო ტერიტორია და სპორტული მოედანი,  პროექტიდან  3 წუთის სავალზე  კი მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები.

„ჰოუმერ ალფა“ იქნება პირველი საცხოვრებელი სახლი საქართველოში, რომლის მოხატული ფასადი გარემოს  სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და  აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

გარდა ამისა, მთელ პროექტში გათვალისწინებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტებთან, შენობაში გადაადგილებასთან, უსაფრთხოებასთან და სტუმრების  მიღების კომფორტთან.

ცერემონიის სასიამოვნო გარემო

“ჰოუმერის” სათავო ოფისის გახსნის ცერემონიამ თბილ და სასიამოვო გარემოში ჩაიარა — ძველი თბილისის განწყობა და სივრცის არქიტექტურულ შინაარსი საქსაფონისა და ვიოლინოს ცოცხალმა  მუსიკამ შეავსო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის პარტნიორები, მომავალი მაცხოვრებლები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ხედვის შექმნაში წვლილი შეიტანა.

სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ $1000-იანი ვაუჩერები — მოტივაციისთვის და მადლობის ნიშნად.

[R]

კენგო კუმა: არქიტექტურის ჩუმი პოეტი