in

Cersaie 2025 – Atlas Concorde-ის „One Space“ კონცეფცია და ახალი კოლექციები

22–26 სექტემბერს იტალიაში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა Cersaie 2025, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას კერამიკული ფილებისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში. ყოველ წელს ის აერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და მედიის წარმომადგენლებს, რათა დამსწრე საზოგადოება გაეცნოს უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციებს. წელს BolognaFiere-ის საგამოფენო სივრცე კიდევ ერთხელ იქცა გლობალური ინდუსტრიის შეხვედრის ადგილად, სადაც ბრენდებმა წარმოაჩინეს ახალი კოლექციები და მომავალი მიმართულებები.

აღნიშნული გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე Atlas Concorde-ის ბრენდი აღმოჩნდა, რომლის წლევანდელ მთავარ თემას „One Space“ კონცეფცია წარმოადგენდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ზედაპირები აღარ განიხილება როგორც ცალკეული ელემენტები. იატაკი, კედელი და ავეჯი ერთიანდება საერთო დიზაინის ენაში და ქმნის ჰარმონიულ, უწყვეტ სივრცეს. ამ მიდგომამ გამოფენაზე წარმოდგენილი Atlas Concorde-ის სტენდი აქცია მრავალმხრივ გამოცდილებად, რომლის ფარგლებში დამთვალიერებელს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეგრძნო სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი გარემოს ატმოსფერო, სადაც ყველა დეტალი ერთ კონცეფციას ემორჩილებოდა.

გამოფენაზე Atlas Concorde-მა ასევე წარადგინა ახალი კოლექციები და ფერები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის, როგორც ინოვატორის პოზიციას:

  • Marvel X – მარმარილოს ელეგანტური ინტერპრეტაცია, რომელიც აღნიშნავს Marvel სერიის ათი წლის იუბილეს.

  • Boost Vision – ურბანული სტილის ხაზგასმა გრაფიკული დეტალებითა და თანამედროვე ტექსტურებით.

  • Nyra – არქიტექტორ ალბერტო აპოსტოლისთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე.

  • Marvel Epic – შთაგონებული იშვიათი ქვით, დიდ ფორმატებში და ძლიერი ვიზუალური ეფექტებით.

  • Atlas Plan-ის ფერთა ახალი პალიტრაTaj Mahal White, Calacatta Viola, Onyx Ivory და სხვა ნატურალური ქვის ტონალობები, რომლებიც ინტერიერს სიღრმესა და დახვეწილობას მატებს.

აღსანიშნავია, რომ Atlas Concorde-ის ახალ კოლექციაში შემავალი პროდუქტების შეკვეთა საქართველოში შესაძლებელია კომპანია IPS-ში, რომელიც პროფესიონალებსა და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, უმოკლეს დროში მიიღონ ინოვაციური პროდუქცია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან.

[R]

კერძო სახლი ფრეზეთში – Of a home studio-ს ნამუშევარი

სახლი “დაკიდებული ბაღით” – X11 Design Studio-ს პროექტი