in

გამოფენა „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“

26 ივნისს, 18:00 საათზე, არქიტექტურული სტუდია NWDS, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გამოფენის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ გახსნაზე თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა დისციპლინათაშორისი კვლევითი პროექტის პირველი საჯარო პრეზენტაციაა და თბილისურ ეზოს ეძღვნება. პროექტის ინიციატორები არიან NWDS და თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“.

კვლევა განხორციელდა wit[h]nessing-ის, studio2AM-ის, ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას, არქიტექტორ ნატალია ვასაძეს, სოციოლოგ მარიამ ჯიბუტსა და სხვა დამოუკიდებელ მკვლევრებთან ერთად, რომლებიც ქალაქის ურბანული ისტორიის განვითარებაზე, მემკვიდრეობის დაცვაზე, კარტოგრაფიასა და ურბანულ ანალიტიკაზე მუშაობენ. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელთაც საველე სამუშაოებზე დაყრდნობით კარტოგრაფიული მასალა მოამზადეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ანალიტიკური რუკები, არქიტექტურული კვლევები, გრაფიკული ნამუშევრები და თბილისის ისტორიის საარქივო მასალა, რომლებიც ქალაქის ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბებაში თბილისური ეზოს ტიპოლოგიის როლს იკვლევენ.

გამოფენას თან ახლავს ფოტოგრაფების – ბერიკა ბერიძის, ნანკა დოლიძისა და გიო სუმბაძის – ფოტო ესეები, რომლებიც 2026 წლის გაზაფხულზე საგანგებოდ ამ პროექტისთვის შეიქმნა.

ექსპოზიციაში ასევე შესულია თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული საარქივო მასალა და სტუდენტების მიერ O’Brien Van der Steen Architecture Studio-ს ხელმძღვანელობით შექმნილი ვიდეო ნამუშევრები.

გამოფენის გახსნა: პარასკევი, 26 ივნისი, 2026, 18:00-20:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 26 ივნისი – 25 სექტემბერი, 2026

ადგილმდებარეობა: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8, თბილისი

სამუშაო საათები: ყოველ დღე (ორშაბათის გარდა), 10:00-18:00

დასწრება: გამოფენის გახსნის დღეს დასწრება თავისუფალია; ყველა სხვა დღეს იმოქმედებს მუზეუმში შესვლის საფასური

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „უბნის“ ვებგვერდს.


პროექტის ინიციატორები

NWDS – 2013 წელს დაარსებული მულტიდისციპლინური სტუდია, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებს, კურატორებსა და მკვლევრებს აერთიანებს.

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ – არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს კვლევა.

პროექტის კოლაბორატორები

studio2AM – ინიციატივა, რომელიც არქიტექტურის, დიზაინისა და კვლევის სფეროებს ეძღვნება. studia2AM შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სივრცის აღქმა, მასალა და ობიექტი.

wit[h]nessing – სახელოვნებო კვლევითი პლატფორმა, რომელიც თანაარსებობის ახალი გზების აღმოსაჩენად კულტურულ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

თათია ღვინერია – ხელოვნების კრიტიკოსი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, რომელსაც ოცწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათცოდნეობის დოქტორია.

გამოფენის კურატორთა გუნდი

ნატა ტატუნაშვილი, ნათია ქათამაძე, ანა ჩორგოლაშვილი (არქივი და კვლევა)

გამოფენის მონაწილეები

ნინა ახობაძე, ბერიკა ბერიძე, დავით ბროდსკი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, მეგი დავითიძე, ნანკა დოლიძე, ნატალია ვასაძე, ოლგა ვახრამეევა (Varm), ანა პეტრიაშვილი, საშა სოკოლოვა, გიო სუმბაძე, თათია ღვინერია, გიგა წიქარიშვილი, ანნამარია ჭელიძე, თათული ჯაფოშვილი, თინა ჯელია

გამოფენის მასპინძელი და პარტნიორი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი

მხარდამჭერები

თბილისის მერია, შატო მუხრანი

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეროვნულ არქივს, ლევან კალანდარიშვილს, ციკო ჯანყარაშვილსა და O’Brien Van der Steen Architecture Studio-ს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: info@ubani.center

[პარტნიორის კონტენტი]

ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ცხოვრება შვედურ ბინაში