21–25 სექტემბერს ბოლონიაში CERSAIE 2026 გაიმართა — საერთაშორისო გამოფენა, რომელიც კერამიკული ზედაპირების, აბაზანის სივრცეების, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს წამყვან ბრენდებსა და პროფესიონალებს აერთიანებს.
გამოფენაზე IPS-ის გუნდმა პარტნიორი ბრენდების ახალი კოლექციები, მასალები და დიზაინერული გადაწყვეტილებები დაათვალიერა. ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და იმ ტენდენციების გასაცნობად, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის განვითარებას განსაზღვრავენ.
Atlas Concorde — ახალი კოლექციები და შესაძლებლობები
იტალიური კერამოგრანიტის მწარმოებელმა, Atlas Concorde-მა ხუთი ახალი კოლექცია წარადგინა: Nyra Utopia, Log Anthology, Marvel Next, Boost Hux და Vivia. ახალი კოლექციები აერთიანებს ქვის, ხის, მარმარილოსა და ბეტონის ეფექტებს, დეკორატიულ ზედაპირებს, ახალ ფერთა პალიტრასა და განსხვავებულ ტექსტურებს.
თითოეული კოლექცია მასალების განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. Nyra Utopia ქვის ბუნებრივ ესთეტიკასა და ტექსტურულ მრავალფეროვნებაზეა ორიენტირებული, Log Anthology კი ხის ეფექტის კერამიკული ზედაპირების არჩევანს აფართოებს და სხვადასხვა სახეობის ხის ვიზუალურ თავისებურებებს წარმოაჩენს.
Marvel Next მარმარილოს ესთეტიკის თანამედროვე ინტერპრეტაციას აგრძელებს, ხოლო Boost Hux ბეტონის ეფექტს ახალ ფერებსა და დეკორატიულ გადაწყვეტებს უკავშირებს.
გამორჩეულია კოლექცია Vivia, რომელიც დეკორატიული კერამოგრანიტის მიმართულებას ავითარებს პრიალა ზედაპირებით, რელიეფური ტექსტურებითა და ახალი ფერებით.
გამოფენაზე აიპიესის სხვა პარტნიორი ბრენდებიც მონაწილეობდნენ.
აბაზანის მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანიებმა ახალი კონცეფციები წარადგინეს, სადაც სააბაზანო სივრცის ავეჯი, მასალები, სადრენაჟო სისტემები და ფარული ტექნიკური გადაწყვეტები ერთი არქიტექტურული პროექტის შემადგენელ ნაწილებად განიხილება. ეს მიდგომა ჰარმონიული, ვიზუალურად ერთიანი სივრცეების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ამასთანავე, აფართოებს აბაზანის დიზაინისა და ინდივიდუალური მორგების შესაძლებლობებს.
კერამიკული ზედაპირების მიმართულებით, საგამოფენო სივრცე მასალების განსხვავებული პერსპექტივით დანახვასა და მათი არქიტექტურული შესაძლებლობების წარმოჩენას დაეთმო.

კერამიკის დეკორატიული მიმართულება კი ფერის, მასალის, რელიეფისა და განსხვავებული დიზაინერული მიდგომების კომბინაციით იყო წარმოდგენილი.
ასეთი გადაწყვეტები განსაკუთრებით საინტერესოა იმ პროექტებისთვის, სადაც კერამიკა მხოლოდ ნეიტრალური ფონის ფუნქციას არ ასრულებს და ინტერიერის მთავარ დეკორატიულ აქცენტად იქცევა.

ასეთი გადაწყვეტები განსაკუთრებით საინტერესოა იმ პროექტებისთვის, სადაც კერამიკა მხოლოდ ნეიტრალური ფონის ფუნქციას არ ასრულებს და ინტერიერის მთავარ დეკორატიულ აქცენტად იქცევა.
ევროპული გამოცდილება — ახალი შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის
CERSAIE 2026-ზე წარმოდგენილმა კოლექციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ფართოა თანამედროვე მასალების გამოყენების შესაძლებლობები. ბუნებრივი ტექსტურების ინტერპრეტაცია, ახალი ფერები, დეკორატიული ზედაპირები, განსხვავებული ფორმატები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები არქიტექტორებსა და დიზაინერებს პროექტების ინდივიდუალურად დაგეგმვის საშუალებას აძლევს.
IPS-ისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა პროფესიული განვითარების, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვეცნობოდეთ ინდუსტრიის სიახლეებს, ვაკვირდებოდეთ დიზაინის განვითარების მიმართულებებს და მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანოთ.
წამყვანი ევროპული ბრენდების კოლექციების გაცნობა IPS-ის შოურუმშია შესაძლებელი. ჩვენი გუნდი მზად არის, არქიტექტორებსა და დიზაინერებსდაეხმაროს პროექტებისთვის შესაბამისი მასალებისა და გადაწყვეტილებების შერჩევაში. ამასთანავე, ჩვენი შოურუმი ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი სახლის განახლება და ხარისხიანი მასალების შეძენა სურს.
[R]














