in

მეტი იდეა შენი სახლისთვის — LABORATORY MY HOME-ის „შავი პარასკევი“ იწყება

ზოგჯერ სახლის განახლების იდეა ერთი ნივთით ჩნდება — სავარძლით, რომელიც კითხვის კუთხეს მოუხდებოდა, სანათით, რომელიც ოთახის განწყობას შეცვლიდა, ან სასადილო მაგიდით, რომლის გარშემოც მეგობრები შეიკრიბებოდნენ. მერე ამ იდეას სხვებიც ემატება და ნაცნობ სივრცეს ახლებურად ვხედავთ. როდესაც არჩევანი მრავალფეროვანია, სასურველი ნივთები კი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ჩანაფიქრის განხორციელებაც მარტივდება.

სწორედ აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო ერთიანდება LABORATORY MY HOME-ის „შავი პარასკევის“ კამპანია — „ნახე მეტი ფასდაკლებით“. 2026 წლის 13 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით ბრენდი მომხმარებლებს ავეჯის, განათებისა და დეკორის ფასდაკლებულ კოლექციებსა და საკუთარი სივრცისთვის ახალი იდეების პოვნას სთავაზობს.

მეტი არჩევანი შენი სტილისთვის

სახლის მოწყობისას ყველას განსხვავებული სურვილი გვაქვს: ზოგისთვის მთავარი სიმარტივე და თავისუფალი სივრცეა, ზოგისთვის — კლასიკური ფორმები, სხვებისთვის კი თამამი დეტალები და მოულოდნელი კომბინაციები. LABORATORY MY HOME-ის მრავალფეროვანი არჩევანი ამ განსხვავებული ხედვების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

თანამედროვე და მინიმალისტურ მოდელებთან ერთად აქ კლასიკური და გამორჩეული დიზაინის ნივთებსაც აღმოაჩენ. შეგიძლია შეარჩიო დივანი და სავარძელი მისაღებისთვის, ავეჯი საძინებლისთვის ან სასადილო მაგიდა და სკამები ყოველდღიური შეხვედრებისთვის. მცირე ზომის ავეჯი კი დამატებითი ფუნქციის შექმნაში დაგეხმარება — იქნება ეს მოსახერხებელი ადგილი ნივთების დასაწყობად თუ კომპაქტური მაგიდა საყვარელ სავარძელთან.

სივრცის ხასიათს დეტალებიც განსაზღვრავს. განათება, ინტერიერის დეკორი, აქსესუარები და სახლის მოსაწყობი სხვადასხვა ნივთი საშუალებას გაძლევს, უკვე არსებულ გარემოს ახალი აქცენტები შემატო. ზოგჯერ სწორედ ასეთი ცვლილებაა საკმარისი, რომ ოთახში დაბრუნებისას განახლება იგრძნო.

იდეები, რომლებიც სახლის კედლებს სცდება

LABORATORY MY HOME-ში არჩევანი ინტერიერით არ სრულდება. ბაღისა და ტერასის ავეჯი გარე სივრცის მოწყობაზეც დაგაფიქრებს: სად დადგამდი მაგიდას დილის ყავისთვის, როგორ მოაწყობდი დასასვენებელ კუთხეს ან სად შეკრებდი სტუმრებს ღია ცის ქვეშ?

კოლექციების ერთად დათვალიერება სხვადასხვა სივრცის ერთიანად დანახვაშიც გეხმარება. შეგიძლია ერთმანეთს შეუხამო მისაღებისა და ტერასის განწყობა, სასადილო სივრცისთვის შერჩეულ ავეჯს შესაბამისი განათება მოუძებნო ან ერთი საინტერესო ნივთის გარშემო სრულიად ახალი იდეა განავითარო.

ასე, შოურუმში სტუმრობა თუ ონლაინ კოლექციების დათვალიერება სახლის მოწყობის პროცესის ნაწილად იქცევა — არჩევისას უკეთ ხვდები, რა მოგწონს, რა გჭირდება და რა შეეფერება შენს ყოველდღიურობას.

„შავი პარასკევი“ — მეტი შესაძლებლობა იდეების განსახორციელებლად

ახალი ჩანაფიქრების რეალობად ქცევას LABORATORY MY HOME-ის „შავი პარასკევის“ შეთავაზებებიც ამარტივებს. 13 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს დახვდებათ:

  • 30%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე — რეგულარული ფასიდან;
  • 70%-მდე ფასდაკლება შერჩეულ კოლექციებსა და ნივთებზე;
  • Outlet სივრცეში უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზე დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება.

ეს შესაძლებლობაა როგორც მათთვის, ვინც სახლის სრულად მოწყობას გეგმავს, ისე მათთვისაც, ვისაც მხოლოდ ერთი კონკრეტული ნივთის შეძენა ან საყვარელი კუთხის განახლება სურს. შეთავაზებები ვრცელდება LABORATORY MY HOME-ის სავაჭრო სივრცეებსა და ონლაინ პლატფორმაზე.

აღმოაჩინე შენთვის სასურველი სივრცეში ან ონლაინ

კოლექციების დასათვალიერებლად ეწვიე LABORATORY MY HOME-ის შოურუმებს:

  • თბილისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი №125;
  • თბილისი, East Point: ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა №2;
  • ბათუმი: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა №33.

პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი — icrhome.ge-ზე.

თუ სახლისთვის ახალი იდეა უკვე გაქვს, ახლა მისთვის შესაფერისი ნივთების აღმოჩენის დროა. თუ ჯერ მხოლოდ ცვლილება გინდა, კოლექციების დათვალიერებით დაიწყე — შესაძლოა, შენი მომავალი საყვარელი კუთხის იდეაც სწორედ აქ იპოვო.

ნახე მეტი ფასდაკლებით LABORATORY MY HOME-ში.

[R]

არსებული სივრციდან ციფრულ მოდელამდე: რას ცვლის Scan to BIM

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქის მეხსიერების მომავალი