in

10 წლის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი შავი პარასკევი JYSK-ში!

23 ნოემბრიდან JYSK მომხმარებლებს 10 წლის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური Black Friday-ს შეთავაზებებით ხვდება – 30%-დან 70%-ამდე ფასდაკლებებით თითქმის სრულ ასორტიმენტზე!

წლის ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით სავსე საშოპინგო პერიოდი იწყება! წელს JYSK შავ პარასკევს განსაკუთრებული მასშტაბით აღნიშნავს და მომხმარებლებს სახლის განახლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

რბილ ავეჯზე, მატრასებსა და თეთრეულზე 50%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ, ხოლო შერჩეულ კოლექციებზე – 60-70%-მდე. განსაკუთრებული შეთავაზებები ავეჯის, სახლის ტექსტილის, დეკორაციებისა და სხვა კატეგორიების ფართო არჩევანს მოიცავს.

საახალწლო სამზადისი განსაკუთრებული ფასებით იწყება!

Black Friday-სთან ერთად JYSK-ში საახალწლო სეზონიც იწყება! მათთვის, ვინც უკვე გეგმავს სადღესასწაულო სამზადისს, ბრენდს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს – ნაძვის ხეებზე ფასდაკლება 50%-დან 70%-ამდე იქნება. მომხმარებლებს ასევე საახალწლო დეკორაციებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.

მეტი დრო შოპინგისთვის – გახანგრძლივებული სამუშაო საათები

მომხმარებლების კომფორტისთვის JYSK შავი პარასკევის დღეებში სამუშაო საათებს ახანგრძლივებს. 27 ნოემბერს JYSK–ის ყველა ფილიალი, გარდა გალერიის ფილიალისა, 00:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 28 ნოემბერს ხეივნის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები ასევე 00:00 საათამდე მოემსახურებიან მომხმარებლებს.

10 წელი საქართველოში – სკანდინავიური სტილი და საუკეთესო შეთავაზებები

JYSK სკანდინავიური ბრენდია, რომლის ისტორია 1979 წელს დაიწყო. საქართველოში ბრენდი 2016 წლიდან ოპერირებს და უკვე 10 წელია, მომხმარებლებს სკანდინავიური სტილის ავეჯის, სახლის ტექსტილისა და დეკორაციების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

წელს 10-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად JYSK მომხმარებლებს განსაკუთრებით მასშტაბურ შავ პარასკევს უმზადებს.

Black Friday-ს შეთავაზებები 23 ნოემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება JYSK–ის ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინ – jysk.ge.

არ გამოტოვო 10 წლის ყველაზე ხმაურიანი შავი პარასკევი JYSK–ში!

ფასდაკლება არ ვრცელდება „ყოველთვის დაბალი ფასი“ კატეგორიის პროდუქციაზე.

[R]

როგორ არჩევს „ვენეტო დიზაინი“ პარტნიორ ბრენდებს?