საქართველოს არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა: 18 ოქტომბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის, „არქიტექტურული პრემია 2025“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანია „ჯაოკენის“ შემოქმედებითი სივრცე – „კონცეფტორი“ – ნომინაციაში „საზოგადოებრივი ინტერიერი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს საქართველოში ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის პოტენციალს.
საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა და ჟურნალ „სტილის“ ორგანიზებით, „არქიტექტურული პრემია“ ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთა ნამუშევრებიც განსაზღვრავს ქვეყნის არქიტექტურულ ლანდშაფტს. კონკურსის მთავარი მიზანია საუკეთესო პროექტების, ინოვაციური ხედვის და ფუნქციურობის წარმოჩენა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ არაერთ მნიშვნელოვან კატეგორიაში, როგორიცაა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები, ლანდშაფტური არქიტექტურა, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ავეჯის დიზაინი და სტუდენტური პროექტები. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „საზოგადოებრივი ინტერიერის“ ნომინაციამ.

სივრცე, რომელიც შთაგონებას ქმნის
„კონცეფტორი“ – ესაა იდეა, რომელიც სივრცედ იქცა. ადგილი, სადაც არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და მომხმარებლები ერთიანდებიან საერთო ხედვის გარშემო. აქ დიზაინი არ არის უბრალოდ ვიზუალური ფორმა – ის დიალოგია ადამიანებს შორის, სადაც კონცეფცია იდეიდან რეალობამდე ცოცხლდება.
ჯაოკენის პრემიუმ სივრცის იდეის ავტორი, პირველი კონცეფტორი – ინტერიერის დიზაინერი ნინო ჟღენტი აღნიშნავს: „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა არა უბრალოდ სარემონტო პროდუქტების შერჩევის სივრცე, არამედ დიზაინერული გამოცდილების ცენტრი – ადგილი, სადაც ადამიანური ურთიერთობა და ემოცია ხდება შემოქმედებითი პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა.“
„კონცეფტორი“ წარმოადგენს „ჯაოკენის“ პრემიუმ სივრცის სრულყოფილ ეკოსისტემას, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ინსპირაცია და შექმნას გარემო, სადაც იდეა სრულყოფილ კონცეფციად გარდაიქმნება.
ჯაოკენი უკვე 27 წელია ქმნის სამშენებლო და სარემონტო სფეროში ხარისხის ახალ სტანდარტებს. „კონცეფტორი“ ამ გამოცდილების გაგრძელებაა – სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი და ინოვაციური ხედვა ერთმანეთს ერწყმის. მისი ფილოსოფია მარტივი, მაგრამ ღრმაა: ეს იდეა ვლინდება ყოველ დეტალში – განათების სითბოში, ტექსტურების შერჩევაში, მასალების თანხვედრაში და იმ ატმოსფეროში, რაც დიზაინერსა და მომხმარებელს შორის ნამდვილ ურთიერთობებს აყალიბებს.


„ჯაოკენი“ არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სარემონტო მასალები ნებისმიერი პროექტისთვის – იქნება ეს ბინა, ოფისი თუ კომერციული ობიექტი.
სივრცეში წარმოდგენილია სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ყველაზე ფართო არჩევანი, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას, ესთეტიკასა და ხარისხს. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაფერი, რაც ინტერიერის სრულყოფილებისთვის არის საჭირო: უმაღლესი ხარისხის ლამინირებული იატაკი, სამშრიანი პარკეტი, ვინილის იატაკი და თანამედროვე დიზაინის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები (მათ შორის, დიდი ფორმატის ფილები), პრემიუმ სანტექნიკა და აბაზანის აქსესუარები. გარდა ამისა, სივრცეში დაგხვდებათ შპალერის ექსკლუზიური კოლექციები და ინტერიერისა და ექსტერიერის ლაქ-საღებავები. „ჯაოკენი“ არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, სტილსა და მრავალფეროვნებას.

„კონცეფტორის“ სივრცეში კი წარმოდგენილია ევროპული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური კოლექციები, განსაკუთრებით გამორჩეულია სანტექნიკის და დიდი ფორმატის ფილების მიმართულებები. სივრცე აერთიანებს სამუშაო ზონებს, შეხვედრების და პრეზენტაციების სივრცეებს, სადაც ინტერიერის დიზაინერებს და არიქტექტორებს აქვთ შესაძლებლობა ინსპირაციულ გარემოში იმუშაონ, გაცვალონ გამოცდილება და შექმნან ახალი დიზაინ-კონცეფციები.
კრეატიული ხედვა, რომელიც მომავალს ქმნის
„კონცეფტორის“ უპირატესობა ჟიურისთვის უდავო იყო. პროექტის შეფასებისას, ექსპერტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ „სივრცე გამოირჩევა მრავალფუნქციური ინტერპრეტაციის ოსტატობით და იმ იშვიათი უნარით, რითაც ვიზუალურ ესთეტიკასა და მომხმარებლის უმაღლეს კომფორტს შორის სრულყოფილ ბალანსს აღწევს.“

„ეს არის სივრცე, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის ახალ ტენდენციებს, – განაცხადა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა დაჯილდოების ცერემონიალზე. – „კონცეფტორი“ აჩვენებს, როგორი უნდა იყოს მომავლის ინტერიერი.“
„არქიტექტურული პრემია“ უკვე მრავალი წელია წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ქვეყნის წამყვან არქიტექტორებსა და დიზაინერებს. წლევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ ფორმა და ფერი კი არა, თანამშრომლობის კულტურაა, სადაც იდეები გარდაიქმნება საერთო ხედვად.

ეს ჯილდო, „საზოგადოებრივი ინტერიერი 2025“, „ჯაოკენის“ გუნდისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ კომპანიამ ახალი მისია აიღო საკუთარ თავზე: მუდმივად დააწესოს ახალი, მაღალი სტანდარტები და შექმნას სივრცეები, რომლებიც ხაზს უსვამს დიზაინის ხარისხსა და ადამიანის კომფორტს შორის ჰარმონიას.
„კონცეფტორი“ დღეს უკვე აღიარებულია როგორც ადგილი, სადაც იბადება ახალი იდეები, ფორმები და შთაგონება.
და თუ ერთი წინადადებით უნდა დავახასიათოთ ეს წარმატება – ეს არის სივრცე, სადაც იდეა გარდაიქმნება სრულყოფილ კონცეფციად.
📍 CONCEPTOR – Designed by Jaokeni           
📅 Architectural Award 2025, Winner in “Public Interior” Category

[R]
					
				







