ოქტომბერში კომპანია IPS-ის ორგანიზებით ქართველი ინტერიერის დიზაინერები საქმიანი ვიზიტით, იტალიაში, 𝐀𝐭𝐥𝐚𝐬 𝐂𝐨𝐧𝐜𝐨𝐫𝐝𝐞-ის საწარმოსა და შოურუმს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს თანამედროვე საწარმო, გაეცნენ ფილების დამუშავების უახლეს ტექნოლოგიებს და აღმოაჩინეს ბრენდის ახალი, გამორჩეული კოლექციები.
Atlas Concorde-ის შოურუმში წარმოდგენილია ბრენდის ეკოსისტემის სამი მიმართულება — Atlas Concorde, Atlas Plan და Atlas Habitat, რაც აერთიანებს ფილებს, ზედაპირებსა და ავეჯს. საგამოფენო სივრცე ზუსტად ასახავს ბრენდის მთავარ ფილოსოფიას — one space, რომელიც ინტერიერისა და ექსტერიერის უწყვეტობის იდეას ეყრდნობა.


“ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროდუქციის უკეთესად გასაცნობად და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელი კომპონენტი საწარმოში ვიზიტია. ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის – იგი ეფუძნება ტექნოლოგიურ ცოდნას, მასალების თვისებებისა და წარმოების პროცესის გააზრებას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროფესიონალი დიზაინერების უშუალო კავშირი ისეთი ბრენდის საწარმო კულტურასთან როგორიც არის Atlas Concorde-ი. ქარხანაში დიზაინერები ხედავენ, როგორ იქმნება თითოეული ფილა – ნედლეულის შერჩევიდან, პრესისა და წვის ტექნოლოგიამდე. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, უკეთ შეაფასონ მასალის გამძლეობა, ხარისხი და სამომავლოდ განსაზღვრონ გამოყენების სფერო კონკრეტულ პროექტში.
“Atlas Concorde”-ის გუნდის მიერ ორგანიზებულმა ტურმა დიზაინერებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ როგორც საწარმო ქარხანას, ასევე ახალ საგამოფენო სივრცეს, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა განსაკუთრებულად წარმოაჩენს კომპანიის დიზაინის ფილოსოფიას. თითოეული ზონა მოაზრებულია, როგორც კონცეპტუალური ექსპოზიცია, სადაც წარმოჩენილია ბრენდის უნარი, შექმნას როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის ინტერიერი.
ვიზიტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი დიზაინერებისათვის პროფესიული გამოცდილების გაღრმავებაში და კიდევ უფრო გაამყარა თანამშრომლობა აღნიშნულ კომპანიასთან. მსგავსი ვიზიტები შთაგონების ძლიერი წყაროა. დიზაინერები საკუთარ პროექტებში ახლებურად ხედავენ ფერთა კომბინაციებს, ტექსტურებს და სივრცის კომპოზიციას. აღნიშნული გამოცდილება შემდგომში აისახება მათ შექმნილ ინტერიერში უფრო დახვეწილი და თანამედროვე გადაწყვეტილებებით,” – ეკატერინე ბერიძე, “Atlas Concorde”-ის წარმომადგენელი კომპანია IPS-ში

Atlas Concorde-ის ქარხნის მონახულებამ სტუმრებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრენდი ინოვაციასა და მდგრად განვითარებას — პროცესის ყოველი ეტაპი, ნედლეულის შერჩევიდან მზა პროდუქტის დიზაინამდე, გამორჩეული სიზუსტითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება.
“Atlas Concorde-ის საწარმო წარმოუდგენელი მასშტაბის სივრცე და თანამედროვე ინდუსტრიის სასწაულია. ნამყოფი ვარ Atlas Concorde-ის მილანის შოურუმში, ნანახი მაქვს ბრენდის პროდუქცია საქართველოში, IPS-ის შოურუმშიც და ვიცოდი თუ რამდენად ხარისხიანი კომპანიაა, მაგრამ შრომის პირობების სტანდარტმა და ეკოლოგიისადმი მიდგომამ ამ კომპანიაში ყველა მოლოდინს აჭარბებს. ქარხანა, რომელიც 180 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული მთლიანად ავტომატიზირებულია. ადამიანები შიდა სივრცეშიც კი ველოსიპედებით გადაადგილდებიან, რომ დაზოგონ დრო. სახურავზე, 35 000 კვადრატულ მეტრზე დამონტაჟებული მზის პანელები ენერგიის წყაროს უზრუნველყოფს. გამოყენებული წყლის 100% იფილტრება და ბრუნდება სისტემაში. ამის წყალობით საწარმო არ აბინძურებს გარემოს. ეკოლოგიური სისუფთავე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როცა საქმე მოსაპირკეთებელ მასალას ეხება – განსაკუთრებით ინტერიერში, კერძოდ კი სამზარეულოსა და აბაზანაში, სადაც ტაქტილური შეგრძნებები ყოველდღიურად განსაზღვრავს ჩვენს განწყობას.
Atlas Concorde-ის პროდუქციის მრავალფეროვნება ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ბუნებრივი მასალების, ქვის, ხის იმიტაცია იმდენად ზუსტია, რომ ხელით შეხებისასაც კი ვერ ხვდები განსხვავებას. Atlas Concorde-ის დიდი უპირატესობაა ფილების ზომების მრავალფეროვნება, მოზაიკური წყობიდან დაწყებული, დიდი ფორმატით დამთავრებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ბოლო დროის მთავარი ტრენდი – დიდი ზომის ფილები, რომლებიც უწყვეტი ზედაპირის შექმნის საშუალებას გვაძლევს. ყველაზე დიდი ფილს ზომაა 160/320. ფილის სხვადასხვა სისქე – 6, 12, 20 მმ – მისი ნებისმიერ ზედაპირზე გამოყენების საშუალებას იძლევა. Atlas Concorde-ის კერამოგრანიტის ფილები შესანიშნავად უძლებენ ტემპერატურულ ცვალებადობას, ამიტომ მათი გამოყენება ექსტერიერში თავისუფლად შეიძლება. ზოგიერთი ბუნებრივი ქვა კარიერებში თითქმის ამოიწურა, მათი გამოყენება პროექტებში რთულია ლოჯისტიკურად და ფინანსურად, ამიტომ კერამოგრანიტის დიდი ფორმატის ფილები იდეალური საშუალებაა არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ე.წ. “full body” ფორმატი კი ბუნებრივი ქვის სრულ ილუზიას ქმნის, რადგან გაჭრისას და გვერდების დამუშავებისასაც ზედაპირზე მოცემული ფაქტურა და ქვის ძარღვები შიგნითაც გრძელდება.
Atlas Concorde-ის მასალების ფაქტურების ბიბლიოთეკა ამოუწურავი წყაროა შთაგონებისთვის და ყველა ფანტაზიის განხორციელების საშუალებას გვაძლევს,” – სალომე დადუნაშვილი, ჟურნალისტი, “ატლას კონკორდის” ტურის მონაწილე


აღსანიშნავია, რომ IPS-ი უკვე მრავალი წელია, წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში — ამიტომ Atlas Concorde-ის პროდუქციის დათვალიერება, შერჩევა და შეკვეთა ნებისმიერ მსურველს შეუძლია IPS-ის შოურუმში, სადაც ხელმისაწვდომია როგორც ახალი კოლექციები, ისე ბრენდის კლასიკური სერიები.
[R]









