in

როგორ შევარჩიოთ ფილები საცურაო აუზისთვის – 5 მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი

საცურაო აუზის გეგმარება და დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თუმცა დეტალებზე ორიენტირებული პროცესია.

ფილები, რომლებიც აუზის ირგვლივ ან თავად აუზის შიგნით გამოიყენება, არამარტო ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს, არამედ მათზეა დამოკიდებული უსაფრთხოება, გამძლეობა და მთლიანად სივრცის კომფორტულობა. მაინც რა არის ის ძირითადი მონაცემები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს აუზის ფილების შერჩევისას? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.

  1. გაუმჯობესებული მოცურების საწინააღმდეგო თვისებები

აუზის ირგვლივ ხშირია სველი ზედაპირი, შესაბამისად, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ფილების მოცურების საწინააღმდეგო მაჩვენებელი (anti-slip rating). სერტიფიცირებული, სპეციფიკურად აუზებისთვის განკუთვნილი ფილები ამცირებს შემთხვევით დაცემის რისკს.

  1. გამძლეობა ტემპერატურისა და ქიმიური ზემოქმედების მიმართ

აუზის ფილები მუდმივად ექცევა ტენიანობის, ქლორიანი წყლისა და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული მასალა იყოს UV-მდგრადი, არ იცვლიდეს ფერს დროთა განმავლობაში და უძლებდეს ქიმიკატებსა და ტემპერატურულ ცვალებადობას.

  1. უწყვეტი ესთეტიკა შიდა და გარე სივრცეებს შორის

თანამედროვე ტენდენციააა შიდა და გარე ზონების ვიზუალური სინქრონიზაცია. ამიტომ დიზაინერები ხშირად ირჩევენ ფილებს, რომლებიც მსუბუქად გადადის ინტერიერიდან ექსტერიერში, ქმნის ჰარმონიას და წარმოადგენს ზედაპირის ერთგვარ ვიზუალურ გაგრძელებას.

  1. ზედაპირის ტექსტურა და ფერის ტონი

აუზის ფილების ფერის არჩევანი არა მხოლოდ ვიზუალზე, არამედ პრაქტიკულ მხარეზეც მოქმედებს. ღია ტონალობა იცავს ზედაპირს გადახურებისგან, ხოლო მქრქალი ტექსტურები ხელს უწყობს მოჭიდებას და ფეხის უკეთ დაცვას.

  1. ეკოლოგიური და სერტიფიცირებული მასალები

აუზის გარშემო არსებული გარემო ხშირად პირდაპირ კონტაქტშია ადამიანების სხეულთან, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, ფილების არჩევისას გაითვალისწინოთ მათი ეკოლოგიური სერტიფიკატები და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კომპონენტები.

მსგავსი გამოწვევების გადასაჭრელად, არქიტექტორები და დიზაინერები ხშირად ირჩევენ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Atlas Concorde-ი. აღნიშნული კომპანია უკვე წლებია ქმნის უმაღლესი ხარისხის, ესთეტიკურ და ტექნოლოგიურად დახვეწილ კერამოგრანიტის ფილებს, რომლებიც იდეალურად პასუხობენ აუზის სივრცეების სპეციფიკურ მოთხოვნებს – იქნება ეს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, მდგრადობა ქლორისა და UV სხივების მიმართ, თუ ესთეტიკურად გამორჩეული ტექსტურები და ფერთა გამა. Atlas Concorde-ი დღეს ერთ-ერთი წამყვანი სახელია იმ სფეროში, სადაც სტილი, უსაფრთხოება და ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდება. ამ თემაზე ინტერიერის დიზაინერ ცისია ბებურიშვილს ვესაუბრეთ:

“გაგაცნობთ Atlas Concorde-ს გამორჩეულ კოლექციებს- Boost Icor-სა და Boost Mineral-ს.

აღნიშნული ფილები შექმნილია იმისათვის, რომ თქვენს ექსტერიერს გამორჩეული ვიზუალი და ამავდროულად, პრაქტიკულობა შესძინოთ. მათი დიზაინი არის ტრენდული და თანაც იმდენად ბუნებრივი ეფექტით, რომ უძლებს დროს და არასდროს არ გვბეზრდება.

ამ კოლექციის ფილებს აქვთ უნიკალური, მომრგვალებული და ასევე რბილი სამკუთხედის ფორმები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ შეიძლება გადანაწილდეს დიზაინში ასევე შესაძლებელია ამ ორი კოლექციის ერთ სივრცეში შერევაც და ფორმებით თამაში, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის გარემოს.

ვფიქრობ, ეს ფორმები განსაკუთრებით საინტერესოა ექსტერიერის ისეთ პროექტებში, რომლებშიც გვსურს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბუნებასთან ჰარმონია და  აქცენტი გაკეთდეს მეტ სიმწვანეზე კერამოგრანიტის ფილებთან კომბინაციაში.

არის ვარიანტი, რომ ფილები დალაგდეს ერთმანეთთან ახლოს ან ოდნავ მოშორებით ისე, რომ ადგილებში, სადაც ფილები ერთმანეთს არ ეხებიან, იყოს ამოსული მწვანე ბალახი. ეს ვერსია კომფორტულია ნებისმიერ ამინდშიც. უამინდობის დროს კი ფილები არ ისვრება, არ ტალახდება და ამავდროულად, ვტკბებით ხასხასა გაზონის სილამაზით.

მსგავსი პრინციპით, შეიძლება მოპირკეთდეს ეზოში აუზის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სურვილისამებრ  განლაგდება შეზლონგები, ქოლგები თუ სხვა ექსტერიერის ნივთები.

შესაძლებელია, მოპირკეთდეს საპარკინგე ტერიტორია ან გაკეთდეს ბილიკები, ასევე შეიძლება ფილებს შორის დაიყაროს წვრილი კენჭები-თეთრი თუ ფერადი, რაც გამორჩეულ ელფერს შემოიტანს ექსტერიერში.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას Atlas Concorde-ს კოლექციების გამძლეობასა და ხარისხს. ის მომხმარებლისთვის სიმშვიდის სრული გარანტიაა.

დამეთანხმებით, როდესაც ვსაუბრობთ აუზის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებაზე, აუცილებელია, რომ მასალა იყოს გლუვი, რათა თავიდან გამოვრიცხოთ მოცურების საფრთხე.

Boost Icor-ისა და Boost Mineral-ის ფილები აკმაყოფილებს R10-სა და R11-ის კოეფიციენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს მაღალი რეზისტენტობა ფეხის მოცურების მიმართ, ასევე ხასიათდება ცვეთის მაღალი კოეფიციენტით და უძლებს მანქანის წონის დატვირთვასაც.

ყველას გვექნება გამოცდილი, თუ რამდენად არაკომფორტულია, როდესაც აუზთან ფილები ხურდება. რა თქმა უნდა, Atlas Concorde-ს ეს ფილები გვთავაზობს იმის კომფორტს, რომ ფილები არ ხურდება სიცხეში და ინარჩუნებს სასიამოვნო ტემპერატურას.

მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო.

ვიზუალური თვალსაზრისით, ფილები გვაძლევს ფერთა არჩევანს. კოლექციებს აქვს როგორც თბილი, ასევე ცივი ტონების გრადაცია. არჩევანი არის ფილის ზომებშიც და სისქეშიც. კოლექციები დაფარულია ტრენდული „ლაიმსტოუნის“ ეფექტით. არის უსაზღვროდ ბუნებრივი დიზაინით. ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერ ლანდშაფტს და ბუნებრივ თუ არაბუნებრივ მასალებს- იქნება ეს ხე, ქვა, ბეტონი თუ სხვა.

მათი ვიზუალი არის ელეგანტური, დახვეწილი, მსუბუქი… თავისი ფორმითა თუ ტექსტურით,  ერთი ნახვით შეუძლიათ მომხმარებლისა და სტუმრების გულის მოგება.  მათი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ ექსტერიერში, არამედ- ინტერიერსა და ავეჯზეც.

ვფიქრობ, იდეალურად მოუხდება ეზოს სამზარეულოს ან ბარის მოპირკეთებას. ასევე, სველი წერტილების ავეჯის შეფუთვაც სასიამოვნო განწყობას შემოიტანს ინტერიერში.

საბოლოო ჯამში, Atlas Concorde-ის Boost Icor და Boost Mineral აერთიანებს ყველა ნიშან-თვისებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეალობად ვაქციოთ ჩვენი ოცნების სახლში.”

Atlas Concorde-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში კომპანია IPS-შია შესაძლებელი.

[R]

“სახლი ჰაერში” – Fran Silvestre Arquitectos-ის პროექტი

სახლი საგურამოში – ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის ნამუშევარი