in

ბიბლიოთეკის მოწყობის 10 საინტერესო პროექტი – #Homeisინსპირაცია

ბიბლიოთეკა ყველა სახლისთვის გამორჩეული კუთხეა – წიგნები ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად ამშვენებენ ინტერიერს. რაც დრო გადის, დიზაინის ტრენდებთან ერთად იცვლება ბიბლიოთეკის მოწყობის ხერხებიც. სწორედ ამიტომ, გვსურს შთაგონებისთვის გაგიზიაროთ 10 ბიბლიოთეკა, რომლებიც წიგნების კოლექციას ინოვაციურად და ეფექტურად წარმოაჩენენ.

დიდი ბრიტანეთი, ტონკინ ლიუს დიზაინი

არქიტექტურული სტუდია Tonkin Liu-ს მიერ იორკშირში სასოფლო-სამეურნეო ფარდულის რენოვაცია მოიცავს ორმაგი სიმაღლის ბიბლიოთეკას შენობის შუაგულში.

თეთრად შეღებილი ღია წიგნების თაროები ფუნქციონირებს, როგორც კედელი შენობის ორ ოთახს შორის, რომელიც სტუდიამ გადააქცია “წიგნებისა და ხელოვნების კონტეინერად”.

ბერკლის სახლი, კანადა, RSAAW-ს დიზაინი

ვანკუვერის ამ სახლის რემონტის ფარგლებში შეიქმნა ფართო, ორმაგი სიმაღლის ბიბლიოთეკა. შექმნილი ღია ხის დაწყობილი ყუთებით, ბიბლიოთეკა ჩაშენებულია კიბის გვერდით.

რეზიდენცია ორი კოლექციონერისთვის, აშშ, Wheeler Kearns Architects-ის მიერ

ამ ხელოვნებით გაჟღენთილ ჩიკაგოს პენტჰაუსს ლოფტი და წიგნების თარო, რომელიც იკავებს თითქმის მთელ კედელს დიდ მისაღებ ოთახში. ინტერიერის დიზაინერებმა გამოიყენეს ლითონები და პერფორირებული ფოლადი როგორც მთლიანი ინტერიერისთვის, ისე თაროებისთვის, რაც კარგად ერწყმის კაკლის იატაკის მუქ-ყავისფერ შეფერილობას.

Old Blecher Farm, დიდი ბრიტანეთი, Studio Seilern-ის ინტერიერი

სტუდია Seilern-მა შექმნა საიდუმლო ბიბლიოთეკა მე-17 საუკუნის შენობაში, რომელიც იმალებოდა ოთხი კარის მიღმა ინტეგრირებული წიგნების კარადებით. დახურვისას ისინი ქმნიან მყუდრო, წიგნებით გაფორმებულ ოთახს. ბიბლიოთეკას ასევე აქვს სარკისებრი ჭერი, რომელიც ორმაგი სიმაღლის ოთახის ილუზიას იძლევა.

Sausalito Outlook, აშშ, Feldman Architecture-ის დიზაინი

პენსიონერს წყვილს, რომელიც ცხოვრობს კალიფორნიის ამ სახლში, აქვს ალბომებისა და წიგნების ვრცელი კოლექცია. Feldman Architecture-მა სახლის სათადარიგო საძინებელი ჩაანაცვლა ბიბლიოთეკითა და მოსასვენებელი ოთახით.

აქ წიგნების კოლექცია განთავსებულია იატაკიდან ჭერამდე არსებულ თაროებზე, ასიმეტრიული სათავსოებით სხვადასხვა ზომის ობიექტებისთვის.

Alfred Street Residence, ავსტრალია, Studio Four-ის დიზაინი

მელბურნის ამ სახლს აქვს ჩაშენებული ავეჯის სიმრავლე, რომლებიც დამზადებულია მკრთალი ამერიკული მუხისგან. ბიბლიოთეკის სივრცეში, იატაკიდან ჭერამდე თაროებზე წარმოჩენილია მფლობელების წიგნების კოლექცია.ხის ავეჯი ქმნის შეკრულ და ელეგანტურ ინტერიერს, რომელიც იდეალურია საკითხავად.

Publishers Loft, აშშ, ბურო კორაი დუმანის ინტერიერი

წყვილს, რომელიც ბრუკლინის ამ ლოფტში ცხოვრობს, ათასობით წიგნი აქვს. იმისათვის, რომ ისინი ბინაში მოეთავსებინათ, ბიურო კორაი დუმანმა დააპროექტა ბიბლიოთეკა, რომელიც 45 გრადუსიან კუთხეს ქმნის და თაროები ბინის მთელ პერიმეტრზეა განთავსებული.

სახლი 6, ესპანეთი, Zooco Estudio-ს დიზაინი

Zooco Estudio-მ მადრიდის ამ რეზიდენციის კედლები წიგნების თაროებით დაფარა. თეთრი თაროები განთავსებულია ორ სართულზე. „ბიბლიოთეკის ამ დიზაინით ჩვენ ვაერთიანებთ ესთეტიკას და ფუნქციონალურობას ერთ ელემენტში,” – განმარტავენ სტუდიაში.

Kew Residence, ავსტრალია, ჯონ უორდლის დიზაინი

არქიტექტორ ჯონ უორდლის სახლს მელბურნში აქვს მყუდრო ბიბლიოთეკა, სადაც გამოფენილია ოჯახის წიგნებისა და ხელოვნების კოლექცია. ხის წიგნების თაროების ტონალობა ემთხვევა იატაკის ფერს. საბოლოო ჯამში, ამ სამკითხველო კუთხეს აქვს დამამშვიდებელი ხედი, რასაც დიდი ზომის ფანჯარა ქმნის.

ბიბლიოთეკის სახლი, იაპონია, Shinichi Ogawa & Associates-ს დიზაინი

ბიბლიოთეკის სახლს იაპონიაში აქვს მკვეთრი, მინიმალისტური ინტერიერი. აქ ვხვდებით გიგანტურ წიგნების თაროებს ჭერამდე. “ეს არის სახლი დამკვეთისთვის, რომელიც არის შესანიშნავი მკითხველი”, – ამბობს Shinichi Ogawa & Associates.

“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის დეველოპერული კომპანიების განახლებული მოდული

ტრადიციული და თანამედროვე სტილის შერწყმა ბეირუთის სახლში