in

7 ადგილი თბილისში, სადაც ჩაის ტილოს შეიძენთ

ჩაის ტილო სამზარეულოს ერთ-ერთი აუცილებელი პრაქტიკული და დეკორატიული ელემენტია, რომელიც ჰიგიენის დასაცავად და სივრცის გასალამაზებლად გამოიყენება. სასურველი ტექსტილის შერჩევისას კი  დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან ის ხარისხთან და ეკოლოგიურ სისუფთავესთან ერთად, ვიზუალური მახასიათებლებითაც უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში გამოვყავით ის სივრცეები, სადაც მრავალფეროვანი მოდელების შეძენას შეძლებთ.

Coincasa 

 

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეგიძლიათ ინტერიერში მნიშვნელოვან აქცენტად აქციოთ და თქვენი სივრცე დახვეწილი, ფერადი ტექსტილით გააფორმოთ. „Coincasa“-ს შოურუმში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ სასურველი დიზაინის ჩაის ტილოს შერჩევა, რომელსაც, ხარისხიანი ტექსტურიდან გამომდინარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ.

Mysa   

Mysa“-ში ბამბის ქსოვილის ფერადოვანი ჩაის ტილოები დაგხვდებათ, რომლებიც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შესძენს თქვენს სამზარეულოსა თუ სასადილო ოთახს და ჭურჭლის მოწესრიგებასა და ჰიგიენის დაცვაში დაგეხმარებათ.

სუპერი

სუპერის“ მრავალფეროვანი კოლექცია სამზარეულოს გაგიფერადებთ და სივრცეში საზეიმო განწყობას შეგიქმნით. შერჩეულ მოდელს კი გარდა პრაქტიკული გამოყენებისა, დეკორატიული მნიშვნელობითაც მოიხმართ და სახლის ნებისმიერ ზონას ლამაზად გააფორმებთ.    

JYSK

ჭურჭლის გასამშრალებლად თუ სხვადასხვა ნივთის გასაფორმებლად ჭურჭლის ტილოს შეძენა შეგიძლიათ „JYSK“-შიც, სადაც დახვეწილი, სადა, მიმზიდველი მოდელები დაგხვდებათ.

ZARA HOME 

ZARA HOME“ კიდევ ერთი სივრცეა, სადაც თქვენთვის სასურველი მოდელის შერჩევასა და სამზარეულოს გაფორმებას შეძლებთ. ტექსტილი ხარისხით, სიმსუბუქითა და სინაზით ხასიათდება და  სამზარეულოს მოწესრიგებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

Mobler Home 

სამზარეულოს ან სასადილო სივრცის ინტერიერის განახლებასა და გადახალისებაში ახალი, მიმზიდველი დიზაინის ჩაის ტილოები დაგეხმარებათ, რომელთა შეძენაც „Mobler Home“-ის შოურუმშია შესაძლებელი.

კლასიკა

კლასიკა“ კიდევ ერთი ადგილია, სადაც მრავალფეროვანი დიზაინის დახვეწილ, ფერად, სახასიათო ჩაის ტილოებს შეიძენთ, რომლებიც სივრცის მოწესრიგებასა და ინტერიერის გალამაზებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ლოფტის სტილის ბინა სასმელების ქარხანაში

Pelican Chair – ფინ იულის მიერ შექმნილი ცნობილი სავარძელი