in

Electrics.ge როგორც დიზაინერებისა და ელექტრიკოსების სამოთხე – ინტერვიუ მარიამ ქუთათელაძესთან

სანამ სახლს მყუდრო ბუდედ გადავაქცევთ, საკმაოდ შრომატევადი და სანერვიულო პროცესის – რემონტის “გადატანა” გვიწევს. ამ პროცესში კი კომფორტული ელექტრობის სისტემის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სიმყუდროვის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. დღეს გვინდა ერთი კომპანია გაგაცნოთ, რომელიც სარემონტო “ქარტეხილში” საიმედო და ერთგულ პარტნიორად შეგიძლიათ იგულოთ. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ დაფუძნებული კომპანია საერთაშორისო გამოცდილებას, ინოვაციურ მიდგომას, გზამკვლევის როლს და საქონლის ფასი-ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას გვპირდება. საუბარია Electrics.ge-ზე, რომლის შესახებ ჩვენ მის აღმასრულებელ დირექტორს, მარიამ ქუთათელაძეს გავესაუბრეთ:

მარიამ, გვიამბეთ Electrics.ge-ს შესახებ, როგორ გაჩნდა ეს კომპანია ქართულ ბაზარზე? საიდან დაიწყო ყველაფერი?

ჩემი მეუღლე, ვიტაუტას პუოჯიუნასი, პროფესიით კონსტრუქტორი და ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტია და მისი კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს უძღვება, მათ შორის საქართველოშიც. ამ სფეროში დიდი გამოცდილებისა და ელექტრო პროდუქციის მწარმოებლების ვრცელი კონტაქტების გამო, ჯგუფმა სადისტრიბუციო კომპანიაც ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოში ელექტრო მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას უზრუნველყოფს. საქმიანობის მასშტაბების გაზრდის სურვილის, საერთაშორისო პრაქტიკისა და ქართულ ბაზარზე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ვიტასმა ვირტუალური სივრცის შექმნა გადაწყვიტა, სადაც საქართველოში ყველა მსურველს კომპანიის ონლაინ მომსახურების მიღების საშუალება მიეცემოდა და შეძლებდნენ საერთაშორისო სერთიფიცირების მქონე ევროპაში წარმოებული ბრენდების შეძენას. ასე შეიქმნა 2015 წელს Electrics.ge, რომლის წარმატებამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.

რა ტიპის პროდუქტს და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებელს, კონსულტაციიდან და ელექტრობის პროექტირებიდან დაწყებული, ჩვენთან შეძენილი ელექტრო პროდუქციის ინსტალაციის ჩათვლით, მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. კარგად გვაქვს შესწავლილი და გვესმის ელექტრობის გაყვანას შეჭიდებული ადამიანების, ხელოსნებისა და დიზაინერების საჭიროებები. მათთვის აქ პატარა სამოთხე გვაქვს მოწყობილი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენგან ვინმე უკმაყოფილო წასულიყო ან შეძენილი პროდუქტი უკან დაებრუნებინა, რადგან თითოეულ შეკვეთას გულდასმით ვაანალიზებთ და დაზუსტებასაც არ ვერიდებით. შეკვეთის დაკორექტირებით მომხარებლის თანხები ხშირად დაგვიზოგავს.

გვიამბეთ იმ ბრენდებზე, რომლებიც თქვენს მაღაზიაშია წარმოდგენილი

ჩვენ ოფიციალურად წარმოვადგენთ საქართველოში ევროპაში ცნობილ და საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან „SEZ” – ავტომატური ამომრთველების მწარმოებელი სლოვაკეთში, „LIREGUS”- პრემიუმ ხაზის როზეტებისა და ჩამრთველების ლიტვურ წარმოებას – ეს ბრენდი ფაქტიურად ოაზისია ინტერიერის დიზაინერებისთვის მისი მრავალფეროვნებით და ტექნიკური შესაძლებლობებით, “Tesla” – ასევე როზეტებისა და ჩამრთველების ხაზი სლოვაკური საწარმო – სხვათშორის საახალწლოდ ამ ბრენდის ლიკვიდაცია იქნება და გვექნება წარმოუდგენელი ფასები, ”Kopos” ჩეხური და უკრაინული წარმოება – საკაბელო არხების, სამონაჟო კოლოფებისა და სხვა საჭირო ელექტროსამონტაჟო აქსესუარებების მწარმოებელი ბრენდი, ასევე სხვა ბრენდები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის შესაძლებელია არ არის ცნობილი, თუმცა, დარგის სპეციალისტები კარგად იცნობენ მათ და იციან, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ცნობილი ბრენდების ორიგინალებს ტექნიკურად არაფრით ჩამოუვარდებიან და ამავე დროს აღნიშნული პროდუქცია მათზე საგრძნობლად უფრო იაფია. კომპანიის მიდგომაც ეს არის, ჩვენი ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია ის სპეციალისტებია, რომლებსაც ბინის მეპატრონეები ელექტრობის გაყვანას უკვეთავენ. ასევე ის გამოუცდელი თუ დარგში გათვითცნობიერებული ბინის მეპატრონეები, რომლებსაც უნდათ იცოდნენ რაში ხარჯავენ თვიანთ დანაზოგს, რომელიც შეეძლოთ მოგზაურობისთვის გამოეყენებინათ, თუმცა გადაწყვიტეს, თავიანთ მშვიდ საცხოვრებელ მომავალში გააკეთოთ ინვესტიცია. შესაბამისად, საბოლოოდ მიღებული მორალური, ტექნიკური, ვიზუალური და ფინანსური ეფექტით ყველა კმაყოფილია.

ამ ეტაპზე გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები მსოფლიოს სხვადასხვა საწარმოებთან და მომავალ წელს კიდევ არა ერთ ხარისხიან და ადეკვატური ფასის მქონე პროდუქტს შევთავაზებთ საქართველოში მომხმარებლებს.

როგორია ფასების დიაპაზონი თქვენს პროდუქციაზე?

ჩვენი საფასო პოლიტიკა მოქნილია, რაც ყველა სეგმენტის დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. შეთავაზებული პროდუქციის დიაპაზონი უზარმაზარია. ჩვენი საიტის მეშვეობით ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობის მომხარებელი იპოვნის სასურველ წინადადებას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ყველა ცნობილი ბრენდის ალტერნატივა შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეიძინოთ ის გარანტიით და ამასობაში 10-25% დაზოგოთ. ამას ემატება აქციები, რომელსაც ყოველწლიურად ვგეგმავთ და კიდევ უფრო ნაკლებ ფასად არის ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი. წინასაახალწლოდაც Electrics.ge მნიშვნელოვან ფასდაკლებებს გეგმავს.

თქვენი კომპანია მუშაობას პანდემიის პირობებშიც აგრძელებს. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი? რამდენად მზად აღმოჩნდით ასეთი გამოწვევისათვის?

ჩვენი პროდუქციის ვირტუალური სივრცე 6 წლის წინ შევქმენით და იმ დროისთვის ის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იყო, რომელიც მომხარებელს ელექტროსაქონლის ონლაინ ყიდვასა და მიწოდებას სთავაზობდა. როგორც გითხარით, მომხარებელთან მუდმივ და უშუალო კავშირში ვართ და სწორედ მათგან წამოვიდა ონლაინ არჩეული პროდუქტის ცოცხლად ნახვის სურვილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ პანდემიის დროს გავხსენით შოურუმი, სადაც ონლაინ არჩეულ პროდუქციას დიზაინერი, ბინის მეპატრონე თუ ელექტრიკოსი ცოცხლად ნახულობდა. სწორედ ამ მძიმე პერიოდში დავიმატეთ ახალი ლიტვური პრემიუმ ხარისხის ბრენდი „LIREGUS” და საახალწლოდ უკვე მის ახალ რეტროს ხაზსაც ვამატებთ ასორტიმენტს. პანდემიის პირობებში ონლაინ შეკვეთები გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და მომხარებლების ზარები არ წყდებოდა. დიდი გამოწვევა იყო ამ მოზღვავებული მოთხოვნის პირობებში კლიენტთან ურთიერთობის ხარისხის შენარჩუნება, ასევე ვებ გვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, რაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით შეძლო. სწორედ ამიტომ, ამ რთულ პერიოდში, კომპანიამ ბევრი ახალი ლოიალური მომხმარებელი შეიძინა.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას კონკურენტებისგან? რით გამოირჩევა Electrics.ge ბაზარზე?

ყველამ ვიცით, რომ თუ არ გამოირჩევი, ბაზარზე ვერ გადარჩები. დღესდღეისობით წარმოვადგენთ საქართველოში ევროპულ საწარმოებს, საწარმოებს ვახსენებ და ხაზს გავუსვამდი იმიტომ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მწარმოებელ ქარხნებთან, რაც ძლიან დიდი უპირატესობაა საუკეთესო ფასის, ხარისხის და გარანტიების შეთავაზების კუთხით მომხმარებლებისთვის. უშუალოდ მწარმოებლებთან გვაქვს დამყარებული კავშირი და პროდუქციას ტექნიკური მონაცემების მიხედვით ვარჩევთ. რა თქმა უნდა, მისი ვიზუალური და ფინანსური მხარის გათვალისწინებით. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო არის კლიენტების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. აუცილებლად გავიზიაროთ მათ წინაშე არსებული ამოცანა და ოპტიმალური გადაწყვეტილება შევთავაზოთ. ეს ჩვენი პრინციპული მიდგომაა.

ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ წარმოდგენილი თითოეული პროდუქტი არის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი, როგორიც არის VDE, TUV, GOST, EGSC და ა.შ, აქვს მინიმუმ 2 წლიანი გარანტია და გვაქვს სრული საჭირო ასორტიმენტი ადგილზე. თუ გვაქვს რაიმე პოზიციის დეფიციტი, უმოკლედ ვადებში – 10-15 დღეში შეგვიძლია წარმოება და ჩამოტანა.

Electrics.ge შეიქმნა იმისთვის რომ გაუმარტივოთ ამ სფეროში მოღვაწე თუ პირიქით დილეტანტ პირებს არჩევანის შესაძლებლობები და შემდგომ მათი ჩანაფიქრის განხორციელება.

ვისაუბროთ ელექტრობის სისტემის დაპროექტებაზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ ამ მომსახურებასაც სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სერვისში?

ხშირია შემთხვევა, როცა მომხმარებელს უნდა ელექტრობის გაყვანა, მაგრამ თავისი სურვილის დეტალებში არ არის ჩამოყალიბებული – არ იცის რამდენი ჩამრთველი, როზეტი, დამტენი, გამანაწილებელი, დამცველი, ავტომატური ამომრთველი და ა.შ. დააყენოს და სად, რაც ყველაზე მთავარია კი – რა ბიუჯეტთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რადგან ხშირია, რომ ყიდულობენ ზეპირად გარკვეული რაოდენობის ფურნიტურას  და შემდგომ მონტაჟის დროს აღმოაჩენენ რომ რაღაც ზედმეტია ან აკლიათ და უწევთ ორმაგი ხარჯის გაღება ან აჭარბებენ ბიუჯეტს, რაც განსაზღვრული ქონდათ ამ სამუშაოებზე. მათ უბრალოდ კომფორტული ელექტრო სისტემა სჭირდებათ. ამ დროს აუცილებელია სურვილი ნახაზზე დაინახონ და რა თქმა უნდა, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტიც შევთავაზოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ელექტროობის პროექტია შესადგენი და საჭირო ელექტროსამონტაჟო პროდუქტის ხარჯთაღრიცხვა, სადაც ყველა დეტალი თვალნათლივ ჩანს. ჩვენ მომხმარებელს ეს მომსახურებაც შეგვიძლია შევთავაზოთ. ამით მათ გაცილებით მეტი ენერგია, ნერვები, დრო და გაუთვალისწინებელი ხარჯი დაეზოგებათ. რაც მთავარია, მომავალი ბინა მეპატრონის სურვილებთან მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული იქნება.

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ჩვენს იმ მკითხველებს, რომლებიც ამ ეტაპზე ელექტრობის მოწყობას გეგმავენ. რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ?

უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტროობა ის ნაწილია, სადაც უყურადღებობა საშიშია. აუცილებლად მიაქციონ ყურადღბება პროდუქტების სერთიფიცირებას და მხოლოდ ცნობილ და ხშირ შემთხვევაში უხარისხო პატენტებზე ნუ შეაჩერებენ არჩვანს. მოითხოვონ პროდუქტის გარანტია.

მიზანშეწონილია, თუკი თავიდან კომპეტენტურ პროფესიონალს ან კომპანიას ელექტრობის პროექტს და ხარჯთღრიცხვას დაამზადებინებთ. ასე გაცილებით კომფორტულ სისტემას მიიღებთ და უამრავ გაუთვალისწინებელ ხარჯს აირიდებთ თავიდან.

დახვეწილი მინიმალიზმი ოცნების სახლში – ანი პირველის ინტერიერი

ახალაშენებული ბინის შეძენისას დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა