in

Gensler – მსოფლიო არქიტექტურის გიგანტი კომპანია

Alliance Group
Alliance Group

Gensler საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც მომხმარებელს ინდუსტრიის 16 განსხვავებულ სექტორში ემსახურება და ამ სხვადასხვა დარგებში უმაღლესი ხარისხის სტანდარტს აწესებს. ამას გარდა, Gensler ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალშემოსავლიანი არქიტექტურული სტუდიაა – 2017 წელს კომპანიას  $1,197 მილიარდის მოგება ჰქონდა, 2018 წელს კი  მსოფლიო მასშტაბით 16 ქვეყნის 48 ქალაქში ჰქონდა ოფისები. ამჟამინდელი მონაცემებით Gensler დამკვეთებს 100-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება და არქიტექტურულ სფეროში თავბრუდამხვევი წარმატების ყველაზე მკაფიო მაგალითია.

Founder of the world's largest architecture studio Art Gensler dies at 85
არტ გენსლერი (1935—2021)

სტუდია Gensler 1965 წელს არტ გენსლერმა, მისმა მეუღლემ – დრიუ გენსლერმა და მათმა პარტნიორმა, ჯეიმს ფოლეტმა დააარსეს. თავდაპირველად კომპანია მცირემასშტაბიან კორპორატიულ ინტერიერებზე მუშაობდა და აწყობდა ახალაგებულ საოფისე შენობებს – მათ შორის იყო Alcoa Building-ის შენობის ინტერიერის დიზაინის პროექტი 1967 წელს და ამერიკის ბანკის შენობის 1969 წელს განხორციელებული პროექტი, რომელთაგან ორივე სან ფრანცისკოში მდებარეობდა. კომპანიამ უნაკლო რეპუტაცია სწორედ მსგავსი პროექტების შესრულებით დაიმკვიდრა. Gensler ქმნიდა კომერციული საოფისე შენობების, სავაჭრო ცენტრების, აეროპორტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, გასართობი კომპლექსების პროექტებს და ამავე დროს აფართოვებდა მომსახურების სფეროებს, ნელ-ნელა იწყებდა მუშაობას ბრენდის დიზაინის, კონსულტაციისა და სხვა დარგებში.

Now Boarding: A New Skylife | Dialogue Blog | Research & Insight | Gensler

Continuing Education: Airports of the Future | 2019-07-01 | Architectural Record

SFO Big Room by Gensler and Kuth Ranieri Architects | Architect Magazine
სან ფრანცისკოს აეროპორტი

1970-იანებსა და 1980-იან წლებში Gensler-მა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისები, რამაც კომპანიის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ პერიოდში სტუდია შედარებით მსხვილ პროექტებს კიდებდა ხელს და ყალიბდებოდა არქიტექტურის გიგანტ, ანგარიშგასაწევ, გავლენიან ფიგურად. 1972 წელს Gensler-ის ჰიუსტონის ფილიალის მეთაურობით Pennzoil Company-ის 5580 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სათაო ოფისის ინტერიერის დიზაინი შეიქმნა, 1979 წელს კი ნიუ-იორკის ფილიალმა მოაწყო Mobil Oil Corporation-ის სათაო ოფისი ფეირფაქსში, ვირჯინიაში. ამ ორი დიდი პროექტის დასრულების შემდეგ Gensler აშშ-ს საზღვრებს გასცდა, გაფართოვდა და ტოკიოსა და ჰონგ კონგშიც დაიწყო მუშაობა. 2002 წელს კომპანიის წარმომადგენლობა შანხაიშიც გადავიდა. ადრეულ 2000-იან წლებში სტუდია იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არქიტექტურულ სტუდიად ათასობით დამკვეთითა და უდიდესი პორტფოლიოთი.

Are the buildings twisting? Shanghai Tower can. - TheCivilEngineer.org

World's tallest twisted towers revealed

Shanghai Tower - Pudong | Flanked by the Jin Mao Tower and t… | Flickr
Shanghai Tower

Gensler-ს შესრულებული აქვს უამრავი მეგაპროექტი, რომელთა შორისაც გამოირჩევა ლას ვეგასში მდებარე CityCenter – „ქალაქი ქალაქში“, 1 672 225 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე უდიდესი შენობათა კომპლექსი, სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი და Shanghai Tower – 128 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც ჩინეთში მდებარე ყველაზე მაღალი შენობის ტიტულის მფლობელია.

CityCenter

CityCenter Las Vegas | OJB Landscape Architecture
CityCenter Las Vegas

Gensler უდიდეს საერთაშორისო აღიარებას ფლობს. 2000 წელს კომპანიას ამერიკის არქიტექტურულმა ინსტიტურმა მას საპატიო არქიტექტურის ფირმის ჯილდო გადასცა. Building Design-ის სიაში კომპანია ამერიკის არქიტექტურულ სტუდიებს შორის პირველ ადგილზეა, საერთაშორისო მასშტაბით კი – მესამეზე. სხვა უამრავ წოდებასთან ერთად Gensler დასახელებულია 7 წლის განმავლობაში სახელდება Architectural Record-ის პირველადგილოსან ფირმად და ტოპ 100 გიგანტ არქიტექტურულ კომპანიაში მოწინავე პოზიციაზეა. წარმოგიდგენთ Gensler-ის რამდენიმე ცნობილ პროექტს:

LAFC & Banc Of California Restructure Partnership | Los Angeles Football Club

NOMA-Nominated: Banc of California Stadium by Gensler Los Angeles - Metropolis

Banc of California Stadium | LinkedIn
სტადიონი Banc of California, ლოს ანჯელესი

Avenues Mall Kuwait - صور

More than a Mall, a 'Retail City' | Dialogue 32 | Gensler

The Avenues, Kuwait – An extravagant shopping mall and a lifestyle destination | Double Stone Steel
სავაჭრო ცენტრი The Avenues ქუვეითში

Hyatt Headquarters - Chicago - Office Snapshots

Hyatt Headquarters - Chicago - Office Snapshots

SOM | Hyatt Global Headquarters
Hyatt Global Headquarters, ჩიკაგო, ილინოისი

Dubai International Financial Centre Launches 'FinTech Hive at DIFC', the Region's First FinTech Accelerator, Supported by Accenture | Business Wire

Bond Comunications Dubai International Financial Centre
The Gate, დუბაის საერთაშორისო საფინანასო ცენტრი

The Ritz-Carlton Hotel & Residences and JW Marriott at L.A. LIVE | Projects | Gensler | Ritz carlton hotel, Marriott hotels, Hotel

Luxury Ritz-Carlton and JW Marriott to debut in Colombo, Sri Lanka in 2021 – Hospitality Net
Ritz-Carlton Hotel and Residences, ლოს ანჯელესი

 

ხის სახლი ვუდსტოკში – Anyony Gibbon Designs-ის ნამუშევარი

10 გზა, თუ როგორ ავყვეთ ოპტიმისტურ დეკორატიულ ტენდენციებს