in

“Hill Inn” – რეალობად ქცეული საოცნებო ხის სახლები აჭარაში

სახლი ხეზე ის საოცნებო კონსტრუქციაა, რომელში ცხოვრებასა და თავბრუდამხვევი თავგადასავლების გადახდენაზე  ბავშვობაში არაერთ ჩვენგანს უოცნებია. მრავალი ჩვენგანის პირველი არქიტექტურული ოცნების ახდენა რეალურად არც ისეთი წარმოუდგენელია, როგორიც გვგონია. მეტიც – აჭარაში, ქედაში, სწორედ ისეთი ხის სახლები გველოდება, რომლებსაც სიზმრებში ვნახულობდით.

 

Hill Inn-ი “ლაქშერი კემპინგის” ტიპის ტურისტული სივრცეა, რომელიც ქედაში, სოფელ დანდალოში, ქვემო და ზემო აჭარის გამყოფ ზონაში მდებარეობს. ეს არის პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ერგება ადგილობრივ გარემოს და ხის სახლთან ერთად კარვის ტიპის ნომრებსაც სთავაზობს სტუმრებს. პროექტის ავტორი ორი მეგობარია, რომლებმაც სასტუმროს აშენება არა ტურისტულად უფრო პოპულარულ ლოკაციაზე, არამედ წინაპრების ნასახლარზე გადაწყვიტეს. ისინი კარგად აანალიზებენ, რომ ადამიანი, რომელიც მთაში მიდის დასასვენებლად, ეძებს თავგადასავალს, სიმშვიდესა და ახალ ემოციებს, ამიტომ სახლი, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობენ, არის მაქსიმალურად კომფორტული, უამრავი ახალი გამოცდილებისა და მოგონების თავშესაფარი.

ხეზე სახლის სტუმარს საშუალება აქვს ნომრიდან გაუსვლელად დატკბეს ბუნების პანორამული ხედით (მათ შორის აბაზანიდან და საძინებლიდან).

სხვა წინამდებარე პროექტებისგან განსხვავებით „ჰილლ ინნ“-ის ეს პროექტი გამოირჩევა იმით, რომ სახლი გათვლილია როგორც წყვილებზე, ასევე  მეგობართა ჯგუფებზე. სახლს აქვს ვერანდა, აღჭურვილი გრილითა და ექსტერიერის ავეჯით, რაც იდეალურია მუსიკის ფონზე ვახშმობისთვის და საყვარელ ადამიანებთან ერთად ისეთი დროის გასატარებლად, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.

როგორც „Hill Inn”-ის თანადამფუძნებელი, მაია ვერძაძე გვიყვება, პროექტის დასახელება პირადაპირ გადმოსცემს მასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

„ერთი იყო ხეზე სახლის აშენების სურვილი და მეორე მასში მოსული სტუმრების უსაფრთხოება. მოხდა ტერიტორიის შესწავლა, მიმდებარე ხეებისა და განსაკუთრებით საყრდენი ხის მდგრადობის კვლევა. როგორც აღმოჩნდა, ქარში ხის მოძრაობას შეეძლო გაერთულებინა მასზე სახლის აშენების საკითხი, სწორედ ამიტომ, ქარის მიმართულებისა და ხის დახრილობის მიხედვით შეირჩა კონკრეტული ხე. ამის გარდა, სახლს აქვს დამატებითი საყრდენები. სტუმრების უსაფრთხოებისთვის პერიმეტრზე მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი და დაცულია სახანძრო უსაფრთხოება“,- ვიგებთ მისგან.

„ჰილლ ინნის“ ყველა პროექტის განხორციელების სირთულეს წარმოადგენდა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, ვინაიდან გასავლელი მანძილი იყო საკმაოდ შორი და სატვირთო მანქანისთვის მიუვალი. დღეს გზის პრობლემა მოგვარებულია, რადგან მოსასვლელი გზა ბეტონით დაიფარა და მოპირკეთდა. “ჰილლ ინნის” მიმდებარე ტერიტორია უზრუნველყოფილი იყო საკომუნიკაციო საშუალებებისთვის საჭირო გაყვანილობებით, თუმცა პერიმეტრზე გზის, წყლის, საკანალიზაციო მილებისა და ელექტრონერგიაც დაიგეგმა. სახლისთვის წყლის მოყვანა პროექტის ავტორებს საკმაოდ შორი მანძილიდან მოუხდათ, თუმცა დღეს მას წყაროს წყალიც მიეწოდება.

“ჰილლ ინნის“ ყველა სტუმარს გარანტირებული აქვს ზღაპრული, საოცნებო დასვენების დღეების გატარება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციაზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ამ საოცარი სასტუმროს შესახებ „ჰილლ ინნის“ ფეისბუქ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

დაარსებიდან ნახევარი წლის შემდეგ “Hill Inn”-ის პოპულარობა უკვე სერიოზულ ნიშნულს სცდება, ამიტომ მისი დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ პროექტი უნდა განვითარდეს და მომხმარებლებს გაუმჯობესებელი სერვისი შესთავაზოს. აქედან გამომდინარე , ამ ეტაპზე “Hill Inn” პარტნიორს ეძებს, რომელსაც სივრცე გადაეცემა  და მის განკარგვა-განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიეცემა.

უახლესი 1 ტრენდი და 7 ანტიტრენდი ინტერიერის დიზაინში

Iota Design-ის პროექტით მცხეთა-მთიანეთში ტაძარი აიგება