in ,

,,კოორდინატი’’- ახალი, გამორჩეული არქიტექტურული პროექტი ძველ თბილისში

„აქ უმნიშვნელო არაფერია’’ – სწორედ ეს პრინციპი დაედო საფუძვლად პროექტს, რომლის არქიტექტურული კონცეფციაც გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკი აქ ისეთ ფუნქციურ გარემოს ქმნის, სადაც ვიზუალური ესთეტიკა და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები თანაბრად პრიორიტეტულია.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ არდაბადებული ადამიანებისა და ზოგადად დროის მიმართ. არქიტექტურა ის დარგია, სადაც შენობას ქმნი არა მხოლოდ მისი მაცხოვრებლისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც საუკუნეების განმავლობაში შენს ქმნილებას უნდა უყუროს’’, – აღნიშნავს არქიტექტორი გიორგი ხმალაძე.

მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა

„კოორდინატის’’ ტერიტორიაზე 11 000 მ² ფართობი სრულად ინფრასტრუქტურას ეთმობა, რაც ქალაქის ცენტრალური უბნისთვის იშვიათი მასშტაბია. პროექტის მთავარი ღერძი 1 ჰა რეკრეაციული პარკია, რომელიც საბავშვო მოედნებს, შინაური ცხოველების სასეირნო ზონასა და იზოლირებულ მოსასვენებელ და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს.

კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ მაცხოვრებელს ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში დახვდეს:

  • ბიზნესცენტრი და Co-working სივრცე: თანამედროვე სამუშაო ზონები და შეხვედრების ოთახები;
  • სპორტული აქტივობა: პადელისა და ბადმინტონის მოედნები ღია ცის ქვეშ;
  • კულინარიული სივრცე: მრავალფეროვანი ფუდკორტი და კაფე-რესტორნები;
  • ყოველდღიური სერვისები: სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი;
  • უსაფრთხოება და კომფორტი: 24/7 დაცვა, კონსიერჟი და დასუფთავების სერვისი.

სახლი, რომელიც ფიქრობს

პროექტის მთავარი ამოსავალი წერტილი მაცხოვრებლის ყოველდღიური გამოცდილებაა. Keystone-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ტაბუციძე განმარტავს, რომ ამ კუთხით, „კოორდინატის’’ გუნდმა მობინადრეების მოლოდინები წინასწარ განსაზღვრა.

„სახლის შექმნისას უნდა წარმოვიდგინოთ აქ ცხოვრების საჭიროებები –  რა სერვისები დაგვჭირდება სამსახურიდან დაბრუნებისას, სტუმრის მისაღებად თუ შინაური ცხოველის გასასეირნებლად. ეს ახალი კონცეფციის სახლია, სახლი, რომელიც მაცხოვრებლის ნაცვლად ფიქრობს’’.

ამ მიდგომით, კომპლექსში დანერგილია პრაქტიკული გადაწყვეტები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს ფუნდამენტურად ცვლის:

  • პერსონალური კომფორტი: კაუჭები ბინის კართან მძიმე ჩანთებისთვის, სპეციალური სივრცე კურიერებისთვის და ჩემოდნების შესანახი ოთახი ლობიში;
  • სერვისი: საყიდლების ურიკები პარკინგზე, ქოლგები და საწვიმრები მაცხოვრებლებისთვის;
  • ტექნიკური მზაობა: 7000 მ²-ის ორდონიანი პარკინგი, ელექტროდამტენები, წყლის მარაგი და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო საერთო სივრცეების შეუფერხებელი მუშაობისთვის.

კომპლექსის კონცეფციისა და არქიტექტურული დეტალების უკეთ აღსაქმელად, იხილეთ ვიდეომასალა:

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.coordinate.ge

დიზაინერის ბინა თამამი ფერებით