in

10 მთავარი კრიტერიუმი ბინის შერჩევისას – ნამაი სტანდარტი

ახალი ბინის შეძენისას არჩევის დროს დახარჯული ემოციები და ყიდვის შემდეგ დარჩენილი ეჭვები, სიხარულს აუფერულებს. იდეალური ბინის კრიტერიუმი ბევრია: მშენებლობის ხარისხი, ფართი, ოთახების რაოდენობა, რაიონი, სართული, მდებარეობა, ეზო, უბარიერო გარემო, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და ტრანსპორტის სიახლოვე, ინფრასტრუქტურა, ბუნებასთან სიახლოვე, პარკირება, სადარბაზო, სახლის მომსახურება და მეზობლები. შესაბამისად, ძალიან რთულია უნაკლო ბინის არჩევა. დარგის პროფესიონალები ხუმრობენ: „ჰოლანდიურ ყველში ყველა ნასვრეტის ერთ რიგად დალაგება უფრო ადვილია, ვიდრე იდეალური ბინის პოვნა“. დღეს ჩვენ 10 რჩევა მოგიმზადეთ, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში შენაძენში ეჭვი აღარ შეგეპარებათ.

1. იდეალური ბინა

პირველი, რასაც ექსპერტები გვირჩევენ და რაც ყველა ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილების საფუძვლად უნდა იქცეს, არის ის, რომ იდეალური საცხოვრებელი არ არსებობს! ამიტომ, მოეშვით და ისეთი ბინა აარჩიეთ, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. თუ თქვენ ისეთი ადამიანი შეგხვედრიათ, რომელსაც მისი საცხოვრებელი უზომოდ აბედნიერებს იცოდეთ, ეს მისი შინაგანი მდგომარეობაა და არა მაინცადამაინც გარემოს ზემოქმედების შედეგი. ამიტომ, თქვენთვის პრიორიტეტული რამდენიმე კრიტერიუმი აირჩიეთ და ბინის შეძენის შემდეგ უბრალოდ ისიამოვნეთ, დატკბით მომენტით და უკან ნუღარ მოიხედავთ!

2. თავისუფალი გეგმარება უპირატესობაა?

დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ თავისუფალი გეგმარების საცხოვრებელ ბინას გთავაზობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. იურიდიულად ასეთი ტერმინი არ არსებობს. თუ თქვენ საცხოვრებელი ბინის სტატუსის მქონე ფართს ყიდულობთ, მას სახელმწიფო ზედამხედველობის სტრუქტურებში დოკუმენტურად დამტკიცებული საზღვრები აქვს, რომელიც საცხოვრებელსა და სველ წერტილებს გამიჯნავს. საზღვრების დარღვევა არ შეიძლება. ასეთი თავისუფლება მხოლოდ აპარტამენტების შეძენის დროს გაქვთ, რომელსაც საცხოვრებელი ფართის სტატუსი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც სველი წერტილების გადატანა ბევრ ტექნიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული და ყველაზე თამამი იდეების ხორცშესხმა საკმაოდ რთულია. ამიტომ, არჩევანი გონივრულად დაგეგმარებულ ბინებზე შეაჩერეთ, რომლებსაც მართკუთხა ოთახები აქვთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ოვალური, რომბისებრი და მომრგვალებული გეგმარებისგან. ასეთ ბინებში ერგონომიული ღიობების მოწყობა, ოთახების მოპირკეთება და ავეჯით გაწყობა ძალიან რთულია.

3. ფანჯრები = შესაძლებლობებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, ფანჯრების რაოდენობაა. რამდენი ფანჯარაცაა, იმდენი საცხოვრებელი ოთახი გექნებათ. თუ თქვენ დიდი ფართი შეიძინეთ და იქ მხოლოდ სამი ფანჯარაა, სრულფასოვანი მხოლოდ სამი ოთახი გამოვა. ბუნებრივი სინათლე  ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

4. ხედები ბინიდან

თუ გაქვთ საშუალება კარგი ხედებისთვის ზედმეტი გადაიხადოთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ! ლამაზი ხედი პირდაპირ მოქმედებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და მენტალურ განწყობაზე, ეს ისეთი კრიტერიუმია, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დათმოთ.

5. საზოგადო და პრივატული ზონა

იდეალური გეგმარების პირობებში სტუმრები ზღურბლიდანვე საზოგადო სივრცეში (სასტუმრო, სამზარეულო ან სასადილო ოთახი) ხვდებიან. დიდი ნაკლია, როცა სამზარეულო, სასტუმრო, საბავშვო ოთახი ან საძინებელი ერთმანეთში ქაოსურადაა არეული და მისაღებ ოთახში მისასვლელად სტუმარს პრივატული ზონების გავლა უწევს.

6. კორიდორს ხომ არ ვყიდულობ?

შემდეგი საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ბინის კორიდორი. პოსტ საბჭოთა კავშირის დროინდელ ბინებში პოპულარული იყო გეგმარება, როცა მთელი სახლის გასწვრივ ერთი ვიწრო კორიდორი გადიოდა. პროფესიული ჟარგონით მას „კორიდორ ნაწლავს“ ეძახდნენ. გაცილებით უკეთესი და სწორი გეგმარებაა, როდესაც კორიდორს წრიული ან კვადრატის ფორმა აქვს, საიდანაც ნებისმიერ ოთახში მოხვედრაა შესაძლებელი. ასეთი წყობა გაცილებით მოხერხებული და ეფექტურია.

7. შეიძლება კიდევ ერთი ოთახის დამატება?

ექსპერტების თქმით, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა – შესაძლებელია თუ არა ორ ოთახიანი ბინის სამიანად გადაკეთება? პროფესიონალების პასუხია არა! ოროთახიანი ბინიდან ვერასდროს გამოვა სრულყოფილი სამოთახიანი ბინა. დიზაინერებს ასეთი ანდაზა აქვთ: „რაც უნდა დიდ ფართს ფლობდეს დამკვეთი, ერთი ოთახი მაინც აკლდება!“ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, როცა სამზარეულოს ფართი ამის საშუალებას იძლევა, მისი ორ ფუნქციურ ზონად (სამზარეულო და სასტუმრო) გაყოფაა შესაძლებელი. თუმცა, ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ხდება.

8. შემოსასვლელი და ჭუჭყი

სასურველია, რომ შემოსასვლელი სხვა საცხოვრებელი ფართისგან გამოყოფილი იყოს. ბინებში ყველაზე „გატკეპნილი“ ტრაექტორია საცხოვრებელი სივრციდან სველი წერტილებისკენ ან სამზარეულოსკენაა. თუ ამ მონაკვეთზე შემოსასვლელი ზონა გხვდებათ, მაშინ ჭუჭყი მთელ ბინაში გავრცელდება. სწორი გეგმარება იზოლირებული შემოსასვლელით ბინაში გაცილებით ნაკლებ ჭუჭყს გამოიწვევს.

9. დაბალი ჭერი და დიდი სივრცე

თუ ბინაში დაბალი ჭერია, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ გეგმარებას იზოლირებული ოთახებით, რადგან 40 კვადრატული ფართის დაბალჭერიან ოთახში „ჭერის“ ოთახზე დაწნეხვის ეფექტი ჩნდება.

10. როგორ ავირჩიოთ?

თუ თქვენ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ და არჩევანი გიჭირთ, არსებობს ორი გამოსავალი:

  1. თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ დარგის სპეციალისტი, რომელიც დაგანახებთ მოცემული სივრცის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს, რაც საბოლოო ჯამში,  არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.
  2. ეძებეთ ბინა ისეთ კომპლექსში, რომელიც ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური სამშენებლო კომპანიის მიერ არის ნაშენები.

ერთ-ერთ ასეთ ნაგებობას თბილისში ნამაი ვაკეს კომპლექსი წარმოადგენს, სადაც თანამედროვე ინოვაციები, ხარისხიანი ევროპული არქიტექტურა და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

კომპანია მაცხოვრებლებს ბინის საფასურში სთავაზობს:

  • ავტოსადგომს და მასთან არსებულ სასაწყობე ფართს;
  • ყველა ოთახში დამონტაჟებულ და გაყვანილ თბილ იატაკს, ჰაერის რეკუპერატორსა და კონდიციონერს;
  • სველ წერტილებში ჩაშენებულ უნიტაზის ავზს;
  • ფუნქციონალურ სავარჯიშო დარბაზს;
  • “Concierge” – ს;
  • ბიზნესშეხვედრების ოთახს მულტიმედია მხარდაჭერით;
  • დაცულ, გამწვანებულ და კეთილმოწყობილ შიდა ეზოს;
  • სრულად მოწყობილ საზაფხულო სივრცეებს: აივანი, ვერანდა;
  • და კიდევ სხვა მრავალ ბენეფიტს.

კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ცენტრში, თუმცა, მისი მდებარეობის წყალობით, აქ ქალაქის ხმაურსა და აურზაურზე მინიშნებაც არაა. ადგილი გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ჯანსაღი გარემოთი. სწორი გეგმარება, ინოვაციური ტექნოლოგიები და ევროპული ხარისხი ყველაზე პრეტენზიულ მყიდველსაც კი პრემიუმ კომპლექსის ყველა მახასიათებელს სთავაზობს გონივრულ ფასში.

რუბრიკა “ნამაი სტანდარტს” წარმოგიდგენთ ნამაი ვაკ

როგორ გარდავქმნათ სამზარეულო ე.წ. მეტროს ფილებით?

მყუდრო ბინა ქობულეთის ქუჩაზე ბიბლიო სტილით