in

დიზაინი, კომფორტი და ევროპული ელეგანტურობა – რა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ „ლაქშერის“ შოურუმში

ადამიანი საკუთარ ხასიათსა და გემოვნებას ყველაზე მკაფიოდ იმ სივრცეში გამოხატავს, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს. ეს შეიძლება იყოს სახლი, სამუშაო სივრცე ან პირადი კაბინეტი – ადგილი, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა იქმნება და გარემო ჩვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

ერთი შეხედვით, ინტერიერი და ადამიანის ხასიათი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. თუმცა რეალურად, სივრცე სწორედ ის გარემოა, სადაც ადამიანის შინაგანი სამყარო ფორმირდება. თუ დიზაინი ვერ გამოხატავს იმ ატმოსფეროს, რომელიც ადამიანს ეკუთვნის, ინტერიერი სრულყოფილი ვერ იქნება და ყოველთვის გვექნება განცდა, რომ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ.

სწორედ ამ იდეაზეა აგებული პრემიუმკლასის ავეჯის შოურუმის – „ლაქშერის“ ხედვა.

სივრცეები, სადაც დიზაინი და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის

„ლაქშერი“ უკვე 13 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს იტალიური და საერთაშორისო ბრენდების პრემიუმკლასის საოჯახო და საოფისე ავეჯს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ამ გუნდისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ უკვე კარგად იცნობენ მომხმარებელთა სურვილებს და პროდუქტიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს.

შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკური სტილი მოგწონთ, მოდერნისტული თუ მინიმალისტური, შოურუმის კოლექციები თანაბრად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ევროპულ ელეგანტურობასა და უმაღლეს ხარისხს. თითოეული პროდუქტი შექმნილია დახვეწილი ესთეტიკისა და ფუნქციურობის იდეალური ბალანსით და დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც ავეჯის გამძლეობას, კომფორტსა და ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.

„ლაქშერის“ მთავარი მიზანია, მომხმარებელს დაეხმაროს ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ყოველდღიური გამოყენებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება.

ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი სივრცისთვის

შოურუმი მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის ფართო ასორტიმენტს როგორც საცხოვრებელი, ისე სამუშაო სივრცეების მოსაწყობად. ესენია: მისაღები ოთახის ავეჯი, საძინებლის კოლექციები, საოფისე ავეჯის სრული ასორტიმენტი, ესპანური ბრენდების ხალიჩები, სეიფები და სხვადასხვა აქსესუარი, რაც ინტერიერის გასაფორმებლად გვჭირდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოფისე ავეჯს, რადგან სამუშაო გარემოს სწორად მოწყობა პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც კომფორტზე, ისე პროდუქტიულობაზე. „ლაქშერის“ კოლექციები სწორედ ასეთ სივრცეებს ქმნის – თანამედროვე, ფუნქციურსა და ესთეტიკურად გამორჩეულს.

ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში იპოვოთ ყველაფერი, რაც თქვენს ინტერიერს სრულყოფილს გახდის.

პრემიუმხარისხი და ხელმისაწვდომობა

მიუხედავად იმისა, რომ „ლაქშერი“ პრემიუმკლასის ავეჯს წარმოადგენს, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ მაღალი ხარისხი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომიც იყოს.

ამიტომ კოლექციების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დიზაინსა და მასალებს, არამედ იმასაც, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად იყოს წარმოდგენილი.

სივრცე, რომელიც თქვენს ისტორიას ჰყვება

ინტერიერი მხოლოდ ავეჯისა და დეკორის ერთობლიობა არ არის – ის ადამიანის შესახებ ბევრს გვიყვება. ფერები, ფორმები, ტექსტურები და დეტალები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც სივრცეს უნიკალურ ხასიათს აძლევს და ინფორმაციას გვაწვდის იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ.

სწორედ ამიტომ „ლაქშერის“ მიზანია, თითოეულ მომხმარებელს დაეხმაროს ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც ერთდროულად ფუნქციური, კომფორტული და ესთეტიკურად გამორჩეული იქნება, შექმნას სივრცე, სადაც დიზაინი ადამიანის ხასიათის ბუნებრივ გაგრძელებად გვევლინება და თქვენ ნაცვლად ისაუბრებს იმაზე, ვინ ხართ, რა მოგწონთ და როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას.

[R]

ინტერიერის დიზაინი, როგორც პერსონალური გამოცდილება სივრცეში – ინტერვიუ Alter Design-ის დამფუძნებლებთან