in

m² ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია

12 დეკემბერს ონლაინ ჟურნალი homeis.ge სასტუმრო „ტელეგრაფში” მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ფორუმი, სახელწოდებით „სახლი და ბიზნესი“  ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტურისინტერიერის დიზაინისუძრავი ქონებისსამშენებლოსარემონტოავეჯისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს.

უკვე ხუთი წელია, homeis.ge არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სანდო მედიაპლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ასიათასობით მკითხველს ინდუსტრიის სიახლეებსა და პროფესიონალების რჩევებს უზიარებს. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება რეალურ გარემოში აერთიანებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც Homeis.ge აძლევს საშუალებას, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ხედვები, ცოდნა და გამოცდილება. ამას გარდა, ეს არის პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიებსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს ეძლევათ შანსი, ჩამოაყალიბონ ახალი ურთიერთობები და თანამშრომლობის მოდელები.

აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება განახლებული ფორმატით ჩატარდება. გარდა ტრადიციული არქიტექტურული ნაწილისა, მიმდინარე სეზონზე ღონისძიებას ემატება ახალი, სტრატეგიული მიმართულება — უძრავი ქონება, რაც პროგრამას კიდევ უფრო მრავალმხრივსა და მნიშვნელოვანს ხდის. მოწვეული გამომსვლელები განიხილავენ საბაზრო ტენდენციებს, განვითარების მოდელებსა და თანამედროვე პრაქტიკებს ამ მიმართულებითაც.

ღონისძიების პარტნიორია m². მხარდაჭერაზე ბრენდის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „Home & Business” ღონისძიებას არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?

„Home & Business“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის, რადგან ღონისძიება საშუალებას აძლევს პროფესიონალებს გააზიარონ ცოდნა, გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები. ასევე, ის აჩენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს და ამაღლებს როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების ცნობიერებას სფეროს მიმართ.

რატომაა m²-ისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

როგორც პასუხისმგებლიანი დეველოპერი, m² ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს, რადგან მიგვაჩნია, რომ დარგის პროგრესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენთვის ღირებულია იმ პლატფორმის გაძლიერება, რომელიც ხელს უწყობს ბაზრის ცოდნისა და ხარისხის ზრდას და ქვეყნის ურბანული განვითარების თანამედროვე სტანდარტების ჩამოყალიბებას.


ღონისძიების მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ლუკა ჩაგანავა (NS Studio), ფიქრია ჭეიშვილი (IPS), ნინო ჩხარტიშვილი (არქიტექტორი), ბექა ფხაკაძე (STIPFOLD), მარიამ ჩიკვილაძე (Home by Dressup.ge), ლევან ლაბარტყავა (უძრავი ქონების ექსპერტი), ირინა კვახაძე (TBC კაპიტალი) და დავით ბარაბაძე (უძრავი ქონებისა და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი).

ამას გარდა, წლევანდელ ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბს სძენს საგანგებოდ მოწვეული უცხოელი გამომსვლელი – არქიტექტორი ნიკოლა გიშარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას მსოფლიოს არქიტექტურულ სამყაროში – Kengo Kuma & Associates.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ბილეთების კორპორატიულად შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ homeis.ge-ს კომერციულ სამსახურს და ინვოისის მისაღებად გადაგზავნონ საჭირო ინფორმაცია (შპს-ს რეკვიზიტები და ბილეთების სასურველი რაოდენობა) შემდეგ მისამართზე: sales@marketer.ge

ღონისძიების პარტნიორები:

TON designm2Home by DressupTBC CapitalMosaicsSilk DevelopmentBuildy,  საოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies)SignallარქიRender GroupLutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.

Mosaics ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია

კედრით მოპირკეთებული სახლი სიმწვანეში – Facit Homes-ის პროექტი