in

“Miniforms” – იტალიური ესთეტიკის მატარებელი დახვეწილი ბრენდი

არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ისტორია ჩაქუჩით, ხერხითა და მუშკეტით იწყება. შესაძლებელია ეს ასე არ იყოს, მაგრამ „Miniforms“-ის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა.

უკვე ჩვიდმეტი წლის ასაკში ლუიჯი ბარდინი მტკიცე ხასიათითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. სამოციანი წლები იწურებოდა, როცა ვენეციის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ მეოლოში, ლუიჯის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის არჩევანის წინაშე დადგებოდა ყმაწვილისთვის დამახასიათებელი უდარდელი გზით ევლო თუ ანტრეპრენერი გამხდარიყო. მას ბიზნესის კეთების დიდი სურვილი ჰქონდა და ამიტომაც მეორე გზა აირჩია.

ფულის დასაგროვებლად ადგილობრივი წარმოების ძირითადი პროდუქტების გაყიდვა დაიწყო და ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ბარდინი სავაჭრო წარმომადგენლად (ყიდდა კოსტიუმებს, ჰალსტუხებს, ჩანთებს) სულ რაღაც ორი წელი მუშაობდა და შემდეგ ხის ავეჯის ბიზნესში გადასვლა გადაწყვიტა და ორი პარტნიორის მეშვეობით ფაბრიკა შექმნა. ოჯახებს ავეჯი სჭირდება! აი, ასეთი მარტივი ლოგიკით დაიწყო ყველაფერი.

„Inventa“ იწყებოდა როგორც სამი ადამიანის ბიზნესი, მაგრამ ორი თვის შემდეგ მან ახალი სახელი და ერთადერთი მფლობელი შეიძინა. ლუიჯი და „Miniforms“. შემდგომი 30 წლის განმავლობაში, პირველი „ჩავარდნილი“ პროდუქტიდან პირველ დიდ წარმატებამდე ბევრი რამ მოხდა. იმ დროისთვის, როცა ახალი საუკუნე დაიწყო, „Miniforms“ ავეჯის ფურნიტურას იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის აწარმოებდა.

2009 წელს ლუიჯიმ საკუთარი კომპანია შვილებს: ალესანდროს, მატეოსა და მარიოს გადასცა. ამ მომენტისათვის რაღაცეები შეიცვალა. შეირჩა ახალგაზრდა დიზაინერები, ინვესტიციები სხვა მიმართულებებზე გადაიტყორცნა, ფორმები უფრო მომრგვალებული, ხოლო პროდუქტი საკულტო და ავანგარდული გახდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, შემოვიდა ფერადოვნება. მაგალითად, მწვანე სკამი იმ დროისათვის „არაორდინალურზე“ გაცილებით თამამი გადაწყვეტილება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ „Miniforms“ ფერები ძალიან უყვარს, ის მათ დიდი სიფრთხილით იყენებს. „თავიდან გვეშინოდა, თუმცა შიშს თვალები გავუსწორეთ და თავდაპირველად ისეთი ძლიერი, თამამი და ბობოქარი ფერები გავიცანით, როგორიცაა: ყვითელი, წითელი და მწვანე. თავიდან ასეთი ფერებით გაცოცხლებული სივრცე უჩვეულო იყო. თუმცა მოგვიანებით ფერებს „დავუმეგობრდით“, მეტად თავდაჯერებულები გავხდით და უფრო ფართო პალიტრაზე დავიწყეთ ექსპერიმენტები“ – ყვება დამფუძნებელი.

კომპანია ბევრ ნიუანსს წააწყდა. გუნდმა ესთეთიკის გადმოცემის მსუბუქი და მკაფიო ენა შეიმუშავა, რომელიც ელეგანტურ და მოულოდნელ ფორმებს მოხერხებულად წარმოაჩენდა. ეს იყო კომპანიის განუმეორებელი ხელწერა, რაც პროდუქტის ინდივიდუალურობას განსაზღვრავდა. ბრენდის მშენებლობა დროს მოითხოვს. „Miniforms“ კლიშეებისგან თავის შორს დაჭერას ცდილობდა, ვინაიდან გუნდი საბოლოოდ იმას აკეთებდა, რაც მოსწონდა და ამას სიამაყით აკეთებდა. „Miniforms“-ის ტრადიციებზე „მიჯაჭვულობა“ ტრენდულობის გამო კი არა, არამედ მათი ამ რეგიონში აღზრდისა და მათი ცხოვრების წესის გამო მოხდა.

კონტექსტები შეიძლება შეიცვალოს, არსი იგივე რჩება. „Miniforms“ გვთავაზობს პროდუქტს, რომლითაც უბრალოდ უნდა დატკბე.

“Miniforms”-ის ბრენდის ავეჯის შეძენა საქართველოში შოურუმ Objects-შია შესაძლებელი.

მიკრო სამზარეულო ძველ თბილისში – რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა

September Café – Red5studio + Ben Décor-ის მიმზიდველი პროექტი ვიეტნამში