in

September Café – Red5studio + Ben Décor-ის მიმზიდველი პროექტი ვიეტნამში

Alliance Group
Alliance Group

ეს ხვეული, ხუჭუჭა ფორმების შენობა, რომელიც დამთვალიერებელს მაშინვე თვალში ხვდება და თავისკენ იზიდავს, ვიეტნამში მდებარეობს და 260 კვადრატულ მეტრს მოიცავს. „September“ ყავის ბრენდის სახელწოდებაა, რომელიც ვიეტნამურ არქიტექტურულ სტუდიასთან Red5 უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. სწორედ Red5-ს ავტორობით შეიქმნა მათი სხვა სივრცეების პროექტები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი უნიკალური ესთეტიკა და შექმნის ისტორია გამოარჩევს. ამ კონკრეტული კაფის კონცეფცია „ქარისა და ბუდის“ ამბავია, რომელიც წინა კაფის „შემოდგომისა და ფოთლების“ ისტორიას აგრძელებს. სწორედ ამით აიხსნება კაფის მიხვეულ-მოხვეული, მომრგვალებული ფორმები, რომლებიც ქარით აწრიალებულ ბუდეს მოგვაგონებს.

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

კაფე ორი სახლის შეერთებითა და სხვადასხვა ხერხით დაკავშირებითაა მიღებული. არქიტექტორებს სურდათ, რომ შენობას ბევრი კომფორტული, მყუდრო, განმარტოვებული ადგილი ჰქონოდათ, რომლებიც მიმოფანტული იქნებოდა კაფის ამა თუ იმ წერტილში. მიღებული შენობა საკმაოდ ფართო და მაღალია, ამიტომ არქიტექტორებს საშუალება მიეცათ, მისი ფასადი მართლაც დაემსგავსებინათ ჩიტის ბუდისთვის, ისე, რომ სხვადასხვა პერსპექტივიდან ის სრულიად უნიკალური ვიზუალის მქონე ყოფილიყო.

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

ექსტერიერში განთავსებული რგოლები ქარის მოძრაობასთან ერთად სიმბოლურად ირხევიან, ისე, როგორც შემცივნებული, ტოტზე ჩამომსხდარი ჩიტები ქარბუქისას. სექტემბრისთვის დამახასიათებელი ნაცნობი და სახასიათო შტრიხების გამოსაკვეთად არქიტექტორებმა ნეიტრალური ფერთა ტონები გამოიყენეს – თეთრი, ბეჟი, მოვარდისფრო-ნარინჯისფერი და ბუნებრივი ხის ფერები.

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

ექსტერიერის მრგვალი ფორმები ინტერიერშიც ირეკლება – შესასვლელის მინის ღიობები, კიბეები, კედლები და ავეჯის დეტალებიც კი ამ მონახაზებს იმეორებენ, ბაძავენ და სრულიად ჰარმონიულ სივრცეს ქმნიან. ამასთან ერთად, ინტერიერში ჭერის, კედლებისა და იატაკის დაგეგმარების წყალობით იქმნება წარმოდგენა, თითქოს მსუბუქი ნიავი თითოეულ კუთხეში ქრის.

კაფის პირველ სართულზე ინტეგრირებულია ბუნების ელემენტები და გვეუფლება შთაბეჭდილება, რომ აქ ბაღი ინტერიერში აღწევს. აქვეა განთავსებული ბარი, საიდანაც სტუმრებს შეკვეთის უცებ მიღება და შენობიდან გასვლა შეუძლიათ. მეორე და მესამე სართულები შედარებით იზოლირებულია, ვინაიდან აქ ძირითადად ის მომხმარებლები „იბუდებენ“, რომლებიც კაფეში დიდხანს დარჩენას აპირებენ.

კაფის სახურავზე ბაღია გაშენებული, რომლებიც საოცარი, უნიკალური სანათებითაა განათებული და მთელი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს. კაფეში არსებული თითოეული ავეჯი, აქსესუარი, ორნამენტი თუ სანათი ჭეშმარიტად ჩიტის ბუდეში, შუაგულ ტყეში, ქარბუქისგან დაცულად გვაგრძნობინებს თავს.

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

September Cafe / Red5studio + Ben Decor,© Phú Đào

ფოტოგრაფი:  Phú Đào

“Miniforms” – იტალიური ესთეტიკის მატარებელი დახვეწილი ბრენდი

დიზაინის იაპონური ბრენდები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ