in

მინიმალისტური საძინებელი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

მინიმალისტური სტილის საძინებელი თავშეკავებული ფერთა პალიტრითა და სიმარტივით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საძინებელში უამრავი ნივთი თუ ავეჯი გვჭირდება, მინიმალისტური მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია მათი ისე განაწილება, რომ ოთახში ყველაფერი დახვეწილი, მოწესრიგებული და ფუნქციური ჩანდეს. ფუნქციურობა და მონოქრომული ფერები მინიმალიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისებებია, რომელთა ხარჯზეც ინტერიერი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ნათელი, ვიზუალურად დიდი და საინტერესო ხდება.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ შთაგონების წყაროს ძებნის დროს ჩვენი გონება პოზიტიური და მშვიდი ფერებისკენ მივმართოთ და ვეცადოთ, თითოეულ ნივთსა და დეკორატიულ ელემენტს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ამ მეთოდების გათვალისწინებით, თქვენი საძინებელი არასდროს იქნება მოსაწყენი და ქაოსური. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე პროექტს გაგიზიარებთ, რომელიც საძინებლის მოწყობის პროცესში თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

Emirates Towers – კომპლექსი, რომელიც დუბაის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა

ნეოკლასიკური სტილის სახლი დიღომში — ანი მაჭავარიანის ნამუშევარი