in

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი – რამდენიმე ვარიანტი ინსპირაციისთვის

პატარა საძინებლის მოწყობა დიზაინერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან მცირე ზომის სივრცის დაგეგმარება ბევრად რთული ამოცანაა, ვიდრე დიდ პროექტებზე მუშაობა. საძინებელი არის ადგილი, სადაც ყველა პირობა უნდა არსებობდეს კომფორტული ძილისა და დასვენებისთვის. მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქციური ნივთების გათვალისწინება, როგორიც არის საწოლი, გარდერობი, ტუმბო, სარკე, სანათი და სხვა. ამ შემთხვევაში დიზაინერის მთავარი ამოცანაა ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც აუცილებლად იქნება საძინებლისთვის საჭირო ყველა ნივთი, თუმცა ისე, რომ სივრცე არ იყოს გადატვირთული და “გადავსებული” ზედმეტი საგნებით. დღეს სწორედ ასეთ საძინებლებზე  გვსურს გავამახვილოთ ყურადღება. ქვემოთ მოცემული ვარიანტები ნათელი მაგალითია იმისა, რომ სწორად დაგეგმილი საძინებელი შეიძლება იყოს ერთდროულად ერგონომიული, ფუნქციური და ლამაზი.


#სადვიცხოვრო: ბინა ბათუმში ლურჯი ჭერით

ანტიკვარული ნივთები ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ