in

რჩევები, რომლებიც საძინებლის მოწყობაში დაგეხმარებათ

Minimal bedroom interior psd mockup

ყველასთვის თუ არა, ბევრისთვის მაინც საძინებელი სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია. ხანგრძლივი და დატვირთული დღის შემდეგ, ჩვენ ვიმსახურებთ მყუდრო საძინებელს, რომელიც გვეხმარება კარგად გვეძინოს ღამით, რათა მომდევნო დღეს განახლებული ენერგიით შევხვდეთ.

არ აქვს მნიშვნელობა, ახალ სახლში გადადიხართ თუ უბრალოდ ოთახის რენოვაციას აკეთებთ, არსებობს უამრავი დიზიანი, რომლითაც შეძლებთ, სივრცე მაქსიმალურად აითვისოთ და, ამავდროულად, საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილი გახადოთ თქვენს სახლში. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ, სწორედ ამ საკითხის შესახებ გაგვეზიარებინა რჩევები.

აირჩიეთ სწორი ფერები

სწორ ფერებს შეუძლიათ სრულად გარდაქმნან თქვენი საძინებელი მოსაწყენი სივრციდან გრილ, თანამედროვე ადგილად. უფრო მეტიც, ზოგიერთ ფერს შეუძლია თქვენი ოთახი ვიზუალურად უფრო “გააფართოვოს”. საძინებლის შეღებვის მრავალი გზა არსებობს; ყველა კედლის და ასევე ჭერის ნაცრისფრად (ან ნებისმიერი მუქი ფერით) შეღებვით თქვენს ოთახს დახვეწილ, ელეგანტურ სივრცედ აქცევთ. მეორე მხრივ, ღია ფერები გახდის საძინებელს უფრო ფართოს და ნათელს. თუმცა, არ აქვს აზრი თქვენ ერთი კედლის შეღებვას აპირებთ, თუ ოთხივესი – მთავარია, აირჩიოთ ფერები, რომლებიც თქვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად იმოქმედებენ და ღამის ძილისთვის ხელს შეგიწყობენ. გაითვალისწინეთ, რომ ისეთ ფერებს, როგორიცაა წითელი და ნარინჯისფერი, შესაძლოა გამომაფხიზლებელი ეფექტი ჰქონდეს. ასევე, ფერის ფსიქოლოგიაში მწვანე და ლურჯი იწვევს დამამშვიდებელ შეგრძნებას. ამიტომ, ეს ორი ფერი მკაცრად არის რეკომენდებული თქვენი საძინებლის კედლებისთვის.

შეარჩიეთ სწორი ავეჯი

საძინებლისთვის ფერები აუცილებლად ავეჯთან ერთად უნდა შეარჩიოთ. თუ თქვენ ირჩევთ ნათელ და მოდურ ფერებს თქვენი კედლებისთვის, მათ ვინტაჟური ავეჯი არ მოუხდება. თუ გსურთ კლასიკური სივრცე, მაშინ ამისთვის ფრანგული ავეჯი გამოგადგებათ. თუმცა, თუ თქვენ გირჩევნიათ თანამედროვე ავეჯი, მათ მოდურ დიზაინს ნათელი და ღია ფერები შეესაბამება.

ფოკუსირდით კედლის დეკორზე

საძინებლის კედლებზე სურათების, პლაკატების, ნახატების ან სარკეების დამატება ასახავს თქვენს სტილსა და პიროვნებას. უფრო მეტიც, სარკეებს შეუძლიათ თქვენი საძინებლის მასშტაბი ვიზუალურად გაზარდონ. თქვენ შეგიძლიათ სარკეები ჩამოკიდოთ ან კედელს მიაყრდნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გახდება თქვენი საძინებლის შესანიშნავი დეკორაცია. საძინებლის კედლების გაფორმების კიდევ ერთი შესანიშნავი გზა თქვენი პიროვნების შესავსებად არის თქვენი ჰობის და ცხოვრებისეულ ინტერესებთან დაკავშირებული ნივთების გამოფენა, როგორიცაა სერფინგის დაფა, ანკესი ან მუსიკალური ინსტრუმენტები.

ყურადღება მიაქციეთ აქსესუარებს

ნათელი ფერის აქსესუარები თეთრ ოთახებს უფრო დიდს და ტრენდულს ხდის. კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა, რათა თქვენი საძინებელი გამოიყურებოდეს ელეგანტურად, არის ის, რომ ბალიშებისა და საწოლების ფერები ან პრინტი შეუსაბამოთ ხალიჩას. ასევე, მცენარეებისა და ყვავილების დამატება თქვენს ოთახს მშვიდ და სუფთა იერს მიანიჭებს. თუ თქვენ აპირებთ სანათების განთავსებას ტუმბოებზე, დარწმუნდით, რომ ისინი შეესაბამება ბალიშის საფარის ან ხალიჩის ფერს.

ორიენტირდით განათებაზე

საძინებლის განათება უნდა იყოს თბილ ტონებში, რაც ხელს შეუწყობს რელაქსაციას. თუმცა, ჩაცმის დროს და მაკიაჟის გასაკეთებლად თქვენ გჭირდებათ დამატებითი განათება. ამიტომ, საძინებლის ზოგადი განათებისთვის თავიდან აიცილეთ LED ნათურები და გამოიყენეთ თბილი ტონები.

ბინის რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

ტური მოდელ ტეილორ ჰილის სახლში