in

Heju-ს მიერ დაპროექტებული ბინა Saint Antoine-ში

Banner M2
Banner M2

პარიზის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, ყოფილი სადურგლო სახელოსნო ახალდაქორწინებული წყვილის ინოვაციურ ორსართულიან ბინად იქცა.

პროექტზე იმუშავა პარიზულმა არქიტექტურულმა სტუდია Heju-მ, რომელიც იაპონურ და სკანდინავიურ გავლენებს აერთიანებს. ბოლოს შენობა 1970-იან წლებში განახლდა და შესაბამისად, საჭირო იყო მისი რესტრუქტურიზაცია და რემონტი. აღსანიშნავია, რომ კიბე, რომელიც ახლა ორ სართულს აკავშირებს, არ არსებობდა, მეორე სართული საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო და სტილისტურ ელემენტებს ვადა ჰქონდა გასული.

მეგობრებმა ჰელენ პინომ და ჟიულიენ შვარცმა 2015 წელს, სტრასბურგის არქიტექტურის ეროვნული სკოლის დამთავრების შემდეგ, Heju დააარსეს. მას შემდეგ ისინი ჩვეულებრივ ადგილებს სიცოცხლითა და ემოციებით სავსე სივრცეებად გარდაქმნიან.

ბინა მასალებს, ტექსტურებსა და ფერებს დახვეწილად აერთიანებს. მხოლოდ მცირე ფართობის პირობებში (ზუსტად 100 კვადრატული მეტრი) სტრუქტურულად დიდი მოცულობის სამუშაო იყო შესასრულებელი. პრიორიტეტი შეზღუდულ სივრცეში ფუნქციური, მოკრძალებული კიბის შექმნა იყო. ასე გაჩნდა კიბის სამზარეულოს ზემოთ განთავსების და კარადის ზედაპირის ერთ-ერთ საფეხურად გამოყენების გენიალური იდეა. წერილობით, ეს შეიძლება ალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ საკუთარი თვალით ხილვა ყველაფერს ნათელს ჰფენს.

კიბეების მარტივი, ზიგზაგისებური ხაზები მისაღები ოთახის თაღოვან წიგნების კარადასთან კონტრასტს ქმნის. ჰელენი აღნიშნავს, რომ ეს ხელნაკეთი წიგნები კარადა „კლიენტების ხელოსნობით გატაცებას უსვამს ხაზს და სივრცის პოეტურ ატმოსფეროს ამყარებს“.

მეორე სართულზე, რომელიც ადრე სათავსო იყო, გამოიყო ორი საძინებელი, აბაზანა და კაბინეტი.

Saint Antoine-ში მდებარე ბინის პროექტი გვაჩვენებს, რომ ჰელენისა და ჟულიენის არქიტექტურული დუეტი განსაკუთრებულია. პროექტის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ ერთიანი დიზაინის ნარატივის ჩამოყალიბებისა და პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი ინტუიციური უნარები გააჩნიათ.

როგორ შევიტანოთ სიმყუდროვე საძინებლის ინტერიერში? – 4 მარტივი რეკომენდაცია

რას გულისხმობს ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის პროფესია და რაში გვჭირდება ეს მომსახურება?