in

Hillside House — პროექტი, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედებას აძლიერებს

Alliance Group
Alliance Group

Hillside House ვიეტნამის ჰუე სიტის დასავლეთით, ბორცვზე მდებარეობს. მიმდებარე რელიეფის თანდაყოლილი სილამაზის გამო, არქიტექტორებმა სიმარტივე მაქსიმალურად შეინარჩუნეს. შემოგარენს, სადაც სახლია აშენებული, აქვს დაღმავალი რელიეფი, რომელიც მწვანე ბაღებით არის გარშემორტყმული. ორსართულიანი შენობა ნაკვეთის უმაღლეს წერტილზე განთავსებული, რაც თვალწარმტაც ხედებს განაპირობებს. სახლის გვერდით არსებულ ბილიკს, რომელიც მიწის სიღრმეში ჩადის, მივყავართ სივრცემდე, სადაც სარდაფი და ავტოფარეხია განლაგებული. ბილიკის ორივე მხარეს გვხვდება ეზო ბარბექიუსთვის.

მინის ფასადები ხელს უწყობს სახლის ბუნებრივი სინათლით ავსებას, სივრცის გამჭვირვალობას და მაცხოვრებლებს შესანიშნავი ხედებით უზრუნველყოფს.

ანტრესოლი წარმოადგენს ერთგვარ შიდა ტერასას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მთის ფერდის ხედები სახლთან გააერთიანოს. ის ასევე საშუალებას იძლევა, რომ ქვედა სართულზე დაჩრდილული ტერიტორია შეიქმნას.

სახლის ფართის ნახევარი გამოყენებულია ღია სივრცისთვის, რათა ადამიანების ბუნებასთან კავშირს შეუწყოს ხელი, ხოლო მეორე ნახევარი მეპატრონის აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს. სახლის ცენტრში არსებული ღია სივრცე გაგრილებას უწყობს ხელს და აფართოებს ხედს, რომელიც სახლიდან გორაკებზე იშლება.

სახლთან მიახლოებისას, ვაზის ფოთლებით დაფარული ფასადისა და მწვანე დერეფნის წყალობით, გრძნობთ, თითქოს ტროპიკულ ბუნებაში ხართ ჩაძირული. ფოთლების საფარი მზის პირდაპირ ნათებას აფერხებს — ეს არის სასარგებლო გზა რადიაციის შესამცირებლად და მზის შუქის გასაფილტრად.

პროექტის ავტორების მიზანია, დაამყარონ განუსაზღვრელი საზღვრები, რათა ბუნებამ ადამიანზე დაბალანსებული გავლენა იქონიოს. სახლი, თავის არსში, წარმოადგენს კერას ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების გასაძლიერებლად.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: აპარტამენტები გუდაურში “ალიზისგან”

არქიტექტურა შეგრძნებების დონეზე – ინტერვიუ ნინო მანჯავიძესთან