in

“არტიოს” კედლის დეკორი თქვენი ბიზნესისთვის — როგორ ცვლის ხელოვნება სამუშაო გარემოს

თანამედროვე ბიზნეს გარემო დიდი ხანია მხოლოდ სამუშაო მაგიდების, სკამებისა და ფუნქციური განათების ერთობლიობა აღარ არის. ოფისი, სასტუმრო, კლინიკა, კაფე თუ სხვა კომერციული სივრცე კომპანიის იდენტობის ნაწილია — გარემო, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის როგორც თანამშრომლებს, ისე მომხმარებლებსა და სტუმრებს. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კედლის დეკორსა და სწორად შერჩეულ ხელოვნებას.

ხელოვნება და დეკორი თანამშრომლების განწყობაზე, ენერგიაზე, კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე ახდენს გავლენას. ამასთან, ხელოვნებას ადამიანების პერსპექტივისა და მსოფლმხედველობის შეცვლის ძალაც აქვს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სამყაროში გემოვნებით შერჩეული პოსტერი მხოლოდ ინტერიერის გასაფორმებელი დეტალი არ არის — მას შეუძლია სივრცის ხასიათის განსაზღვრა და იმ ატმოსფეროს შექმნა, რომლის გადმოცემაც ბიზნესს სურს.

ამ იდეაზეა დაფუძნებული Artio-ს სპეციალური მიმართულებაც — ხელოვნება ბიზნესისთვის. ბრენდი ქმნის პრემიუმ ხარისხის კედლის ხელოვნებას საოფისე, სასტუმრო, სამედიცინო და ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიებისთვის და დამკვეთებს სივრცისთვის შესაბამისი კოლექციის შერჩევაშიც ეხმარება.

მეცნიერული კვლევების თანახმად, ხელოვნება ტვინის ფუნქციონირებასა და ნერვულ სისტემაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ ეფექტს ახდენს და მას სეროტონინის დონის გაზრდაც შეუძლია.

მაინც რა ცვლილებების მოტანა შეუძლია კედლის ხელოვნებას კომპანიებისთვის? განვიხილოთ ქვემოთ მოცემული 5 ფაქტორი:

1. ხელოვნება ამცირებს სტრესს

სახვითი ხელოვნების გარემოცვაში ყოფნა სტრესის შემამცირებელია. პაბლო პიკასოს თანახმად, “ყოველდღიური ცხოვრების მტვერს ჩვენს სულებს ხელოვნება აშორებს.”
ამ დაკვირვებას მეცნიერული კვლევებიც ამყარებს – შთამაგონებელი ნახატები თუ პრინტები დამკვირვებელზე თერაპიულად მოქმედებს. დღევანდელ სამყაროში სტრესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებაში გვიშლის ხელს. გემოვნებიანად შერჩეული კედლის ხელოვნებით კი ოფისის თანამშრომელთათვის შესაძლოა მშვიდი, ჰარმონიული განწყობის შექმნა.

2. კედლის ხელოვნება ავითარებს ტვინის ფუნქციონირებას

რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ ხელოვნების ნიმუშის გაანალიზებას, მით უფრო მეტად ვასტიმულირებთ ტვინის ქვეცნობიერ და ცნობიერ ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესდება ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები, რომლებიც ყოველდღიურ სამუშაო გარემოში საკრალური მნიშვნელობისაა.

3. კედლის ხელოვნება სამუშაო გარემოში პროდუქტიულობას ზრდის

ინოვაციური, შთამაგონებელი ხელოვნება კრეატიული იდეების გენერირებას უწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გონება ესთეტიკურ გარემოში უფრო კონცენტრირებული ხდება, საინტერესო შინაარსის მქონე პრინტებით სამუშაო გარემოს მეტად პროდუქტიულად ქცევა შესაძლებელია. ამ პრინციპს იყენებს Deutsche Bank-ი, რომელსაც სხვადასხვა ოფისებში ჯამში 60 000 ნამუშევრისგან შემდგარი საოცარი კოლექცია აქვს – “ხელოვნება მსოფლიოს ირგვლივ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გვიქმნის წარმოდგენას, ამიტომ ხელოვნების ოფისში შემოტანა ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შემწყობია – ის გვეხმარება კლიენტებისთვის ახალი იდეების განვითარებასა და მსოფლიოს ტემპისთვის ფეხის აწყობაში”, – განაცხადა ბანკის ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფრიდჰელმ ჰუტმა The Guardian-თან ინტერვიუში.

4. ხელოვნება ქმნის ბრენდის იმიჯს

ოფისის ინტერიერი, განსაკუთრებით კი დეკორაციები, ბრენდის პრიორიტეტებსა და ღირებულებებზე ყველაზე უკეთ გვიქმნის წარმოდგენას. ცარიელი, უტყვი კედლები თანამშრომლების დამოკიდებულებასთან ერთად, ოფისის სტუმრების განწყობაზეც მოქმედებს.

სწორედ აქ შეიძლება იქცეს კედლის დეკორი ბრენდის კომუნიკაციის ნაწილად. მაგალითად, თანამედროვე და თამამი კომპანიისთვის შეიძლება შეირჩეს აბსტრაქტული ან პოპ-არტის ნამუშევრები, ქართული იდენტობის მქონე სივრცეში კი — ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებული ხელოვნება, იქნება ეს პეტრე ოცხელის სცენოგრაფია, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები თუ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი ვიზუალური ხელოვნება.

ამგვარად, სწორად შერჩეული პოსტერი, შესაძლოა, სტუმარს კომპანიის ხასიათის შესახებ ჯერ კიდევ მანამდე მოუყვეს, სანამ უშუალოდ ბრენდთან კომუნიკაციას დაიწყებს.

5. დეკორი თანამშრომლებს შორის კომუნიკაციასაც უწყობს ხელს

სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა. საინტერესო ინტერიერის ელემენტები კი ხშირად დიალოგის ბუნებრივ საწყისად იქცევა.

გამორჩეულმა ნახატმა, ფოტოგრაფიამ თუ პრინტმა შეიძლება ყურადღება მიიქციოს, საუბარი გამოიწვიოს და საერთო ინტერესიც კი აღმოაჩენინოს თანამშრომლებს. შესაბამისად, ხელოვნება ოფისში მხოლოდ ვიზუალური ფონი აღარ არის — ის სივრცეში ადამიანების ურთიერთქმედების ნაწილიც ხდება.

როგორ შევარჩიოთ ხელოვნება კონკრეტული ბიზნესისთვის?

სწორედ აქ იწყება Artio-ს ბიზნესისთვის განკუთვნილი მომსახურება. ყველა სივრცე განსხვავებულია და კედლის ხელოვნებაც მისი მასშტაბის, ინტერიერის სტილის, ფერთა პალიტრისა და, რაც მთავარია, თავად ბრენდის იდენტობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

Artio-ს ხელოვნების კურატორები ბიზნესს კონკრეტული სივრცისთვის შესაბამისი კოლექციის შერჩევაში ეხმარებიან. მომსახურება მოიცავს პირადი არტ-კონსულტანტის ჩართულობას, ბიზნესისთვის კორპორატიულ პირობებს, ხელით დამზადებულ ჩარჩოებსა და სრულ სერვისს, რაც გულისხმობს კოლექციის შერჩევას, მიწოდებას და კედელზე მონტაჟს.

რაც შეეხება Artio-ს კოლექციას, ის განსხვავებული ხასიათის სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას იძლევა: აქ წარმოდგენილია ქართველი და საერთაშორისო მხატვრები, თანამედროვე ხელოვანები, ხელოვნების კლასიკოსები, აბსტრაქტული და პოპ-არტის ნამუშევრები, ფოტოგრაფია, კინო და ვინტაჟური პოსტერები.

აღსანიშნავია, რომ Artio-ს პოსტერები მუზეუმის ხარისხის სქელ ქაღალდზე იბეჭდება, ჩარჩოიანი ნამუშევრები კი მზადაა კედელზე დასაკიდებლად.

რომ შევაჯამოთ, სამუშაო სივრცეში ხელოვნების შემოტანა მხოლოდ კედლის შევსებას არ ნიშნავს. სწორად შერჩეულ დეკორს შეუძლია გააძლიეროს ბრენდის იდენტობა, შექმნას სასურველი ატმოსფერო და ჩვეულებრივი სამუშაო გარემო უფრო საინტერესო და შთამაგონებელ სივრცედ აქციოს.

Artio-ს მიდგომაც სწორედ ამ იდეას ეფუძნება — ხელოვნება ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ კერძო ინტერიერისთვის, არამედ იმ სივრცეებისთვისაც, სადაც ადამიანები ყოველდღიურად მუშაობენ, ხვდებიან ერთმანეთს და ქმნიან ახალ იდეებს.

[R]

გარდერობის დიზაინი: როგორ დავგეგმოთ სივრცე ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით?