in

შპალერი თუ საღებავი? – Homeis.ge გირჩევთ

რემონტის დაწყებისას გვსურს რომ განახლებული ინტერიერი დიდხანს დარჩეს ლამაზი და უცვლელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სარემონტო მასალებში ავირჩიოთ პრაქტიკული და გამძლე ვარიანტი. ყველაზე პოპულარული მოპირკეთების სახეობებს შორის  შპალერი და კედლების ღებვაა. კითხვაზე თუ რომელია უკეთესი მათ შორის, პასუხი ასეთია: გააჩნია თქვენს გემოვნებას. დიზაინთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან ჰარმონიული შერწყმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი უმაღლეს ესთეთიურ განცდას მოგანიჭებთ და ამას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეძლებს.

იმისთვის, რომ თქვენ თითოეულ მათგანს ზუსტად ის ადგილი მიუჩნიოთ, სადაც ისინი საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავს, ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები გაგვეცნო.

დიდი ხანია გავიდა ის დრო, როცა კედელზე მხოლოდ ქაღალდს აკრავდნენ. მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო სქელი ან თხელი, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი იყო, რომელიც საკმაოდ მალე ფუჭდებოდა. კედლის თანამედროვე საფარებს უკვე სხვაგვარად ამზადებენ. უმეტეს შემთხვევაში ეს ორ ან სამ ფენიანი ტილოა, რომლის საფუძველსაც ზემოდან დეკორატიული დამცავი ფენა ემატება. კედლის დეკორის თვისებები დამოკიდებულია მისი დამზადების ტექნოლოგიასა და გამოყენებულ მასალებზე.

ქაღალდის შპალერი

მახასიათებლები: მკვრივი, „მსუნთქავი“, ეკოლოგიური.

შეუძლია კედლის ზედაპირის  უმნიშვნელო ხარვეზები დაფაროს. ნესტისგან ფუჭდება. არაა მდგრადი და გამძლე.

ტექსტილის შპალერი

მახასიათებლები: ეკოლოგიური, პლასტიკური, ადვილად ეკრობა და იხსნება.

ფარავს ზედაპირის უმნიშვნელო ხარვეზებს. შესაძლებელია რამდენჯერმე შეღებვა. კარგად ახშობს ბგერას. არ უყვარს ნესტი, მისი რეცხვა არ შეიძლება. მასალა გამჭირვალეა და კედლის ლაქები მასზე შესამჩნევია.

ვინილის შპალერი

მახასიათებლები: ძალიან მტკიცე, ფარავს ნებისმიერ უსწორმასწორობას კედელზე, ნესტგამძლე, მედეგი ულტრაიისფერი შუქის მიმართ, გამძლე.

მას ვერ ჩავთვლით ბოლომდე უსაფრთხოდ. გახურებისა და წვის დროს გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

მინაბოჭკოვანი შპალერი

მახასიათებლები: მტკიცე, ნესტგამძლე, არა ტოქსიკური.

შეიძლება რეცხვა ჯაგრისით და ქიმიური საშუალებებით, ამიტომაც გამოიყიენება სამზარეულოში, სველ წერტილებში, გამათბობლების უკან და ა.შ. მომსახურების ვადა 30 წლამდე. მისი შეღებვა შეიძლება 12 ჯერ.

შპალერები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრია დამოკიდებული მასალის ამორჩევაზე.

აბაზანაში, სადაც მუდმივად მაღალი ტენიანობაა, ტექსტილის ან ქაღალდის გაკვრა არ შეიძლება. ისინი ძალიან მალე გაფუჭდება, მინაბოჭკოვანი შპალერი კი პირიიქით დიდხანს გაძლებს ამ გარემოში. შესაძლებელია ვინილის შპალერის ზოგიერთი სახეობის გამოყენებაც, თუმცა უმჯობესია სველი წერტილების ფილებით ან მსგავსი მასალებით მოპირკეთება. მიუხედავად შპალერების ნაირსახეობისა, მათ აქვთ საერთო ღირსებებიც და უპირატესობებიც: 1. შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად გაკვრა, განსაკუთრებით ადვილია ტექსტილის შპალერთან მუშაობა რომელიც წებოს წასმას არ საჭიროებს 2. შპალერებში სხვადასხვა ფაქტურებისა და ფერების დიდი არჩევანია 3. ვინილის შპალერის შემთხვევაში კედლის ზედაპირის მნიშვნელოვანი ხინჯების დაფარვის შესაძლებლობა 4. შესახებად სასიამოვნო რელიეფი და რბილი ზედაპირი.

შპალერის სუსტი მხარეა დეკორის ზოგიერთი ნაირსახეობის მოხსნის სირთულე. შპალერების უმეტესობა სუსტია ფიზიკური დაზიანებებისადმი და ნესტისადმი. სრულყოფილად მხოლოდ მინაბოჭკოვანი შპალერის გარეცხვაა შესაძლებელი. დაზიანებული ზედაპირის გამოსწორება საკმაოდ რთულია. ჩაკერებული ადგილის შეუმჩნევლად რესტავრირება თითქმის შეუძლებელი.

დიდი ხანია შეღებილი კედლები სახელმწიფო დაწესებულებებთან, საავადმყოფოებთან და სხვა ნაკლებსასიამოვნო შენობებთან აღარ ასოცირდება. დღეს ბევრ ეფექტურ ინტერიერულ გადაწყვეტილებებში სწორედ ღებვაა გამოყენებული.

განვიხილოთ საღებავის რამდენიმე სახე:

წყალემულსიური საღებავი

ზედაპირზე ადვილად დაიტანება, სწრაფად შრება. გააჩნია ფერთა ფართო გამა. არსებობს ფაქტურული ეფექტები რომლებსაც ზედაპირის მცირე ხინჯების დაფარვა შეუძლიათ. სითხის პირდაპირი ზემოქმედებისას ადვილად ფუჭდება.

წყალ-დისპერსიული საღებავი

ქმნის ნესტგამძლე, აირგამჭოლი, მექანიკური დაზიანებებისადმი გამძლე ფენას. შეიძლება დატანილ იქნას მაღალი ტენიანობის ოთახებში. იწარმოება მხოლოდ თეთრი და შავი ნაზავი. სასურველი ელფერი მიიღება პიგმენტირების გზით. დაბალი ტემპერატურების შემთხვევაში საღებავი ფუჭდება.

აკრილის სარებავი

მზადდება აკრილის ფისის საფუძველზე. ღებვისას მიღებული ფენა ელასტიურია და მტკიცე. ფლობს წყალამრიდ თვისებას, არ ექცევა ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ, იცავს მეტალს კოროზიისგან. მისი ნაკლია მაღალი ფასი.

ლატექსის საღებავი

შემადგენლობაში დამატებულია ლატექსი. გაშრობის შემდგომ წარმოიქმნება წყალამრიდი საფარი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს შეღებილი ზედაპირის უსწორმასწორობებს. ადვილია მისი ზედაპირზე დატანა, სწრაფად შრება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რბილ და რელიეფურ ზედაპირებზე.

სილიკონის საღებავი

ყველაზე კარგად ფარავს ზედაპირის უსწორმასწორობებს, წარმოქმნის მკვრივ და ელასტიურ ფენას, რომელიც ირეკლავს სითხეს. ირეცხება. უნივერსალურია გამოყენებაში.

საღებავების უპირატესობაა ღებვის სიმარტივე, დაზიანებული ფრაგმენტის ადვილად აღდგენა. უმეტესობა ნესტგამძლეა, ფიზიკური დაზიანებებისადმი მედეგი. არსებობს დეკორატიული მასალების ფართო არჩევანი. ძირითადი ნაკლი ისაა, რომ  მხოლოდ ზედმიწევნით დამუშავებული ზედაპირების ღებვაა შესაძლებელი. დაბალბიუჯეტიანი საღებავები მალე ხუნდება და საჭიროებს მუდმივ მოვლას.

ენზო მარის დიზაინის ფილოსოფია

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის ტიპების შესახებ