in

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის ტიპების შესახებ

იატაკის საფარი ბინის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი არჩევა რეკომენდებულია ბინის ფიზიკური მახასიათებლების, დიზაინისა და ზედაპირის დატვირთვის გათვალისწინებით. ამ სტატიაში შევეცადეთ თქვენთვის გაგვეცნო თუ რა არჩევანი არსებობს ამ მხრივ:

იატაკის მასალისადმი ძირითადი მოთხოვნებია: ესთეტიურობა, სიმტკიცე, საიმედოობა, ხმის იზოლაცია და თბოიზოლაცია.

სითბოს შენარჩუნების ხარისხის მიხედვით, არსებობს იატაკის სამი ტიპი: თბილი – ნატურალური ხისგან დამზადებული იატაკი, საშუალო -კორპის ლინოლიუმი, ლამინატი – პოლივინიქლორადის საფუძველზე დამზადებული იატაკი, ცივი – ბეტონისა და ცემენტის საფუძველზე დამზადებული იატაკი, ქვა.

თვითსწორებადი იატაკი პოლიმერული ნაერთებისგან შედგება, მას იდეალურად მომზადებულ ზედაპირზე ასხამენ. გაშრობის შემდგომ წარმოიქმნება სწორი, უნაკვთო, პრიალა ზედაპირი. შესაძლებელია ზემოდან მოთავსდეს ლინოლეუმის ან ლამინატის იატაკი ან დაიტვირთოს დამატებითი საფარის გარეშე. მისი უპირატესობებია: ესთეტიურობა, სამგანზომილებიანი გამოსახულების დატანის შესაძლებლობა,  ხანგრძლივი ექსპლუატაცია, ჰიგიენურობა და მოვლის სიმარტივე. ის ნესტგამძლეა და ტემპერატურის რყევებისადმი მედეგი. არ იწვის. ამ სახის იატაკის დასხმა და შემდგომ მოხსნა ძალიან შრომატევადია.

ლინოლიუმი მზადდება სინთეთიკურ-ელასტიური მასალა- პოლივინიქლორიდისგან. შემადგენლობაში უმატებენ პლასტიფიკატორებს, პიგმენტებს, მინაბოჭკოსა და სტაბილიზატორებს. ლინოლიუმი მზადდება მხოლოდ სინთეთიკური მასალებისგან და მედეგობის მიხედვით იყოფა საყოფაცხოვრებო, ნახევრად კომერციულ და კომერციულად.

ბინებისთვის რეკომენდებულია ნახევრად კომერციული ლინოლიუმი. ის უფრო ძვირია, მაგრამ ძალიან გამძლე. ის არ გამოიყენება ცივ ოთახებში, ვინაიდან ნოლ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე  იბზარება.

ლინოლიუმი თანამედროვე ინტერიერისთვის სხვადასხვა ტექსტურის ზედაპირით მზადდება. მისი საფარი კარგი მოვლის პირობებში ათ წელს ძლებს და პარკეტზე, ფიცრებსა და ლამინატზე გაცილებით იაფია. ასევე ნესტგამძლე და კარგი ხმის დამხშობია. დასაგებად საჭიროა იდეალური ზედაპირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დასკდება.ის მთლიანად სინთეტიკური მასალებისგანაა დამზადებული, არ აქვს მაღალი მდგრადობა და ადვილად ემჩნევა მძიმე საგნების კვალი. ლინოლიუმი იატაკის ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია.

ლამინატი ხის საფარის შედარებით იაფი ჩანაცვლებაა. ის მზადდება დაწნეხილი ხის მტვრისა და ნახერხების საფუძველზე, ახდენს სხვადასხვა ნატურალური ზედაპირის კოპირებას, როგორიცაა ხე ან ქვა. შედგება რამდენიმე ფენისგან. ზოგიერთი ძვირფასი მოდელი გამოირჩევა სიმტკიცით, ჭუჭყისადმი მედეგობით და კარგი ვიზუალური ეფექტით. მათი გარჩევა ნატურალური ხის ზედაპირისგან ძალიან რთულია. ლამინატს არ უყვარს ნესტი და მისი ექსპლუატაციის პერიოდი მაქსიმუმ 7 წელია. იგი არ ექვემდებარება რესტავრაციას.

ხალიჩის იატაკებს ძირითადად კლასიკური დიზაინის სტილში იყენებენ. ის მთლიანად სინთეთიკური მასალებისგანაა დამზადებული და ამიტომაც არ ეშინია მწერებისა და მღრღნელების. იგი საგრძნობლად თბილია ლინოლიუმის და ლამინატის იატაკებთან შედარებით. კარგად უძლებს სიმძიმეს და მასზე ბორბლებიანი ავეჯის გადაადგილება ზედაპირის დაუზიანებლადაა შესაძლებელი. ადვილი დასაგებია. თუმცა ალერგიულია ზოგი ადამიანისთვის. არ უყვარს ნესტი. წარმოდგენილია მრავალ ფერში და დეკორში. საჭიროებს რეგულარულ რეცხვას სპეციალური სარეცხი საშუალებებით .

კორპის ხის თანამედროვე იატაკებს ახასიათებს კარგი თბო და ხმის იზოლაციის თვისებები. მასალას ამზადებენ კორპის ხის ქერქის დაწნეხვის გზით. წარმოდგენილია რულონების ან ფილების სახით. ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალაა სინთეთიკური მინარევების გარეშე. ის საკმაოდ მტკიცეა და მძიმე ავეჯის გადატანით გამოწვეული ჩაღრმავებები რამდენიმე საათში თავისით ევსება. არ უყვარს ნესტი და იბერება. ბასრი საგნების ზემოქმედებით ადვილად ზიანდება.

კერამიკული ფილისაგან და ნატურალური  ქვისგან დამზადებული იატაკი ვიზუალურად ძალიან ეფექტური, ნესტგამძლე და მტკიცეა. ადვილად ირეცხება, თუმცა ცივია. ძნელად თბება და ოთახის ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს. ფაქიზი მოპყრობის შემთხვევაში ასეულობით წელი ძლებს. თანამედროვე დიზაინში გამოიყენება როგორც ინტერიერის ძვირფასი შტრიხი. მათ ძირითადად შემოსასვლელში, სველ წერტილებსა და ზოგიერთი საცხოვრებელი ოთახის ჩანართად იყენებენ.

საპარკეტე ფიცარი შედგება სქელი ფანერისგან და მასზე დამაგრებული 3-5 მმ სისქის ნატურალური ხის ფენისაგან. ამგვარი სტრუქტურის გამო მისი სიმტკიცე მასიური ხისას ჩამოუვარდება. პარკეტი მზადდება ნატურალური ხისგან და შემდეგი სახის უპირატესობები გააჩნია: ეკოლოგიურია, ორი ფენის შემაერთებლად გამოიყენება ნატურალური წებო, ახასიათებს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით 20 წლამდე). ესთეტიურია, იძლევა რესტავრაციის შესაძლებლობას, ინარჩუნებს სითბოს და მყუდრო გარემოს ქმნის. თუმცა ძვირია მისი ფასიც და დაგებაც. ზედაპირზე დროთა განმავლობაში ჩნდება მექანიკური ზემოქმედების  ნაკაწრებისა და ავეჯის კვალი. არ უყვარს ნესტი და უჩდება სოკო.

შპალერი თუ საღებავი? – Homeis.ge გირჩევთ

ნატურალური ქვა ინტერიერსა და ექსტერიერში