in ,

ენზო მარის დიზაინის ფილოსოფია

“ჩვენი მიზანია, შენგან შევქმნათ საუკეთესო პარტნიორი” – ეს ლეგენდარული ენზო მარის კრედოა.

ნოვარაში დაბადბული და მილანში მოღვაწე იტალიელი დიზაინერის გზა ბრერას ცნობილ აკადემიაში 1952 წელს იწყება. მას მოპოვებულ აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოთხი, “ოქროს კომპასი”.

სწავლის დასრულებისთანავე, ის ინდუსტრიულ დიზაინში იწყებს მოღვაწეობას, სადაც მის პირველ პროექტს კომპანია ,,Danese,, სთან თანამშრომლობისას აყალიბებს. დიზაინის ფილოსოფია მაესტროსათვის შემდგომში მდგომარეობდა: დიზაინი არ ასრულებს მხოლოდ ლამაზი ნივთის როლს, ფუნქციონალურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ ეფექტს მარი მატერიის სწორად არჩევისა და დამუშავების ხარჯზე იღებდა. ცნობილი იტალიელი დიზანერი ალესანდრო მენდინი ენზო მარის ,,დიზაინერთა სინდისს,, უწოდებდა.

ენზო მარი ერთ-ერთ მთავარ ტექნიკოსად ითვლება დიზაინის სფეროში. იგი ასევე იყო მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ინდუსტრიული დიზანისა და არქიექტურის ფაკულტეტზე. მის უნიკალურ ნამუშევრებს უამრავი საერთაშორისო გამოფენა მასპინძლობდა, მათ შორის ,,The New Domestic Landscape,, (ნიუ-იორკი, გალერეა ,,მომა,,). მარის ნამუშევრები გამოფენილია ასევე რომის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, ნიუ-იორკის მოდერნ არტის მუზეუმში, ასევე მილანის ტრიენალეს საგამოფენო სივრცეში. ენზო მარიმ შექმნა 1500-ზე მეტი ნივთი, რომლებიც სახელგანთქმულ ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგია. მათ რიცხვშია Zanotta, Rexite, Driade, Alessi, Artemide, Olivetti, Ideal Standard, Flou, Lema e Robots.

ჩვენ წარმოგიდგენთ ენზო მარის საკულტო ნამუშევრებს:

Putrella ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეკორია, რომელიც შქმნილია ფოლადის სამშენებლო არმატურს ინსპიაიით. (კომპანია ,,Danese,, )

 

In Attesa წარმოადგენს მარტივ პლასტმასის ნაგვის ყუთს, რმელიც ამავე მასალის სამშენებლო მილისაგანაა დამზადებული (კომპანია ,,Danese,,).

 

Sof-Sof – ეს არის მარტივი ფორმის სკამი, რომელიც დამზადებულია ფოლადის კარკასითა და მასში კონტრასტულად ჩასმული ორი ფუმფულა ბალიშით. შემდგომში მსგავსი დიზანი ფართოდ გავრცელდა და ტენდენციად იქცა 60-იანი წლების ინტერიერებში (კომპანია ,,Driade,,).

Delfina – კიდევ ერთი მარტივი დიზაინის სკამი, რომლითაც მაესტრო 1979 წელს “ოქროს კომპასის” პრემიის მფლობელი ხდება (კომპანია ,,Rexite,,).

 

Formosa – კედლის კალენდარი, რომელიც შექმნილია ალუმინის პანელებით (კომპანია ,,Danese,,)

 

Sumatra – პლასტმასის ფერადი და მარტივი ფორმის დოკუმენტების სათავსო (კომპანია ,,Danese)

 

Tonitta – კიდევ ერთი მინიმალისტური დიზაინის სკამი, რომელიც ალუმინის კარკასით აწყობლი მარტივი კონსტრუქციაა, ის წარმოადგენს ფორმისა და ფუნქციის სინთეზს. აღსანიშნავია, რომ ამ ნამუშევრით მაესტრო კიდევ ერთხელ ხდება “ოქროს კომპასის” პრემიის მფლობელი (კომპანია ,,Zanotta,,)

 

Legato – კვადრატული ფორმის მაგიდა. შექმნილია ალუმინის კარკასით (კომპანია ,,Driade,,). ამ კოლაბორაციის შედეგად, ენზო მარი მეოთხედ ხდება “ოქროს კომპასის” პრემიის მფლობელი.

Mariolina – კიდევ ერთი დახვეწილ დიზაინის სკამი. კარკასი შესრულებულია მეტალის მილით (კომპანია ,,Magis,,)

 

Gioco delle favole (ზღაპრის თამაში) წარმოადგენს წიგნ-თამაშს. ეს არის მუყაოსაგან დამზადებული 6 დაფა, რომლებზეც კლასიკური ზღაპრების გმირები და სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული. ის თეატრის დეკორაციებს მოგვაგონებს, რომლის დაშლა და აწყობა ბავშვებს თავსფლად შეუძლიათ. ეს თამაში პატარებს წარმოსახვის უნარს უვითარებს (გამოცემა ,,Corraini edizioni,,).

2020 წლის 19 ოქტომბერს დიდი იტალიელი არტისტი – ენცო მარი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში, მილანში Covid-19-ით გარდაიცვალა.

ჟან ნუველის სასტუმრო გამოქვაბულში

შპალერი თუ საღებავი? – Homeis.ge გირჩევთ