in

როგორ გავაფორმოთ კედელი დივანის თავზე – 8 საინტერესო ხერხი

დივანის ზემოთ არსებული კედელი სავსეა პოტენციალით – უბრალოდ ამას ხანდახან ვერ ვამჩნევთ ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ, ის გააფორმოთ ფოტოებით, ნახატებით, სხვადასხვა ქსოვილებით, ან სულაც თავად მოხატოთ ეს კედელი. ამ სტატიაში გთავაზობთ სხვადასხვა ხერხს, თუ როგორ შეგიძლიათ ამ ცარიელი ადგილის ათვისება.

გალერიის კედელი

ფილადელფიაში არსებულ ამ სახლში მისაღები ოთახი და, მათ შორის, დივანის ზედა სივრცე სავსეა ძველი, ჩარჩოებში ჩასმული ფოტოებით. ფოტოები ერთ კონკრეტულ ხაზს არ მიუყვება და შეიძლება მის მიღმა სულაც არ იმალება რაიმე კონცეფცია. უბრალოდ აქაურ მაცხოვრებლებს სურდათ, ვინტაჟური კედლები ჰქონოდათ..

სხვადასხვა აქცენტის შერწყმა

თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ კედელი ცოტ-ცოტა ყველაფრით – იქნება ეს სარკე, თაროები, მცენარეები, ნახათები, სურათები და ა.შ

დიდი ხელოვნების ნიმუში

რატომ უნდა დახარჯოთ დრო შპალერზე, როცა შეგიძლიათ, დივანის უკანა კედელზე ერთი დიდი ხელოვნების ნიმუში ჩამოკიდოთ? თუკი ამას გააკეთებთ, იცოდეთ, რომ ძალიან მიმზიდველი მისაღები ოთახი გექნებათ და ეს ზონა სტუმრების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

ვინტაჟური დეტალები

არ არის აუცილებელი ვინტაჟური მხოლოდ სურათები და მათი ჩარჩოები იყოს. მაგალითად, ამ ფოტოზე მოცემული ხის ძველებური კარი სრულყოფილი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა კედლის გასაფორმებლად.

ძალიან დიდი სარკე

თუ დარწმუნებული ხართ, რომ დიდი ზომის სარკეები მხოლოდ საძინებლებისთვისაა განკუთვნილი, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. თქვენი დივნის ზემოთ დიდი სარკე არამარტო ელეგანტურად გამოიყურება, ის ასევე ეხმარება პატარა ოთახს, უფრო დიდი გამოჩნდეს.

თარო, როგორც სათავსო

რა თქმა უნდა, დეკორატიული საგნები შესანიშნავად გამოიყურება თქვენი დივანის უკან მდებარე კედელზე, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რომ კედელმა სათავსოს ფუნქციაც შეიძლება შეითავსოს? მყარი, გრძელი და ტევადი თარო ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ის ხელს უწყობს თქვენი დივნის ზემოთ არსებული ცარიელი ადგილის შევსებას და ასევე გთავაზობთ ადგილს, თქვენი ნივთების შესანახად.

უნიკალური განათება

ეძებთ ფუნქციურ დეტალს თქვენი დივნის ზედა სივრცის შესავსებად? მაშინ, საამისოდ ორიგინალური განათება დაგეხმარებათ, რომელიც არამხოლოდ დეკორის როლს ითამაშებს თქვენს ოთახში, არამედ მყუდრო გარემოსაც შექმნის ანთებულ მდგომარეობაში.

ორიგინალური აქცენტები

ეს კონკრეტული მაგალითი დაგარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ არ გჭირდებათ “ხელოვნება ჩარჩოში” საიმისოდ, რომ თქვენი სივრცე შემოქმედებითი გამოჩნდეს. ეს ვარსკვლავის ფორმის აქცენტები ძალიან საინტერესო და ორიგინალურ განწყობას ქმნის ოთახში.

სახლი სოლოლაკში, რომელიც ერთ დროს ერეკლე II-ს აგარაკი იყო

სუბტროპიკული მოდერნიზმით შექმნილი სახლი მაიამიში – Oppenheim Architecture-ის ნამუშევარი