in

სუბტროპიკული მოდერნიზმით შექმნილი სახლი მაიამიში – Oppenheim Architecture-ის ნამუშევარი

მრავალჯერ დაჯილდოვებული არქიტექტორის, ჩედ ოპენჰაიმის მიერ შექმნილი, ახალი, ერთსართულიანი სახლი, რომელიც მაიამის დასახლებაში, ბალ ჰარბორში მდებარეობს, არის ქვისა და ბეტონის ელეგანტური სტრუქტურა. ის ქმნის დინამიურ ურთიერთკავშირს ლანდშაფტსა და ინტერიერს შორის. ესაა სივრცე როგორც ოჯახური ცხოვრებისთვის, ისე – სტუმრების მისაღებად.

Banner M2
Banner M2

“გვინდოდა, შეგვექმნა ოჯახური სახლი, რომელიც იქნებოდა მიმზიდველი, ეგზოტიკური, ლამაზი და, რაც მთავარია, კომფორტული. გვიყვარს თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი, მაგრამ ჩვენთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თითოეული სივრცის მაქსიმალურად გამოყენება და თითოეული ოთახის ისე გარდაქმნა, რომ ის იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი, ფუნქციური, კომფორტული და ყველა ასაკისთვის შესაფერისი,” – ამბობენ სახლის არქიტექტორები.

სახლი ერთგვარად სუბტროპიკული მოდერნიზმის გამოხატულებაა. ამ პროექტში გარე და შიდა სივრცეებზე თანაბრადაა ყურადღება გამახვილებული. ინტერიერის დიზაინერებს, როგორც ჩანს, პრიორიტეტად ჰქონდათ სივრცის მაქსიმალურად შევსება მასიური ავეჯით. შედეგად კი, შიდა და გარე სივრცეებიც ცნობილი ბრენდების ავეჯითაა გაწყობილი.

სახლის ექსტერიერი სრულიად ერთგვაროვანია, თუმცა, თითქმის ანალოგიური შეგვიძლია, ვთქვათ ინტერიერზეც – თუკი სახლის გარე ნაწილი სრულად ბეტონითაა დაფარული, შიდა სივრცე ხეშია გაწყობილი. სახლში გამოყენებული ხისფერი იდეალურად ერწყმის გარეთ არსებულ სიმწვანეს, რომელიც ძალიან დიდი ზომის ფანჯრებიდან მოჩანს.

გარდა ბაღისა, სახლის წინ არის დიდი აუზიც შეზლონგებითა და მაგიდა-სკამებით.

არქიტექტურული სტუდია: Oppenheim Architecture

ფოტოგრაფი: Kris Tamburello

როგორ გავაფორმოთ კედელი დივანის თავზე – 8 საინტერესო ხერხი

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა Area.ge-ზე