in ,

#სადვიცხოვრო: ბინა ბათუმში ლურჯი ჭერით

Banner M2
Banner M2

ეს ერთ საძინებლიანი ბინა ბათუმის ცენტრში მდებარეობს და ის ორიგინალური დიზაინ ელემენტებით იქცევს ყურადღებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭერი, რომელიც არასტანდარტულ ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი და სივრცეს სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ბინაში გვხვდება გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები ზონები, რომლებიც ერთმანეთისგან ღია თაროთა სისტემით არის გამოყოფილი, რაც ოთახს სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნებას უნარჩუნებს და ამავდროულად, ეფექტური ზონირების საშუალებას იძლევა.

სამზარეულო მარჯნის რიფის ფერშია გადაწყვეტილი. ეს ნაზი და თვალისთვის სასიამოვნო ფერი განსაკუთრებით მიმზიდველია ლურჯი ჭერის ფონზე და საერთო ჯამში, საკმაოდ პოზიტიური განწყობის შემომტანია ინტერიერში.

აღნიშნულ პროექტზე დიზაინ სტუდია აუკიმ იმუშავა. პროექტის ავტორების ამოცანა იყო სტანდარტული უღიმღამო ინტერიერის გარდაქმნა თანამედროვე, მარტივი სტილის სივრცედ, რომელში ცხოვრება იქნებოდა როგორც კომფორტული, ასევე ესთეტიურად სასიამოვნო. აღნიშნულ დავალებას დიზაინ სტუდიამ საკმაოდ დიდი წარმატებით გაართვა თავი.

სამზარეულო რენოვაციამდე და რენოვაციის შემდეგ
საძინებელი რენოვაციამდე და რენოვაციის შემდეგ
მისაღები ზონა რენოვაციამდე და რენოვაციის შემდეგ

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია Wehost.ge პლათფორმის საშუალებით.

როგორ შევარჩიოთ ნეიტრალური ფერები ინტერიერისთვის -კაპაროლი გვირჩევს

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი – რამდენიმე ვარიანტი ინსპირაციისთვის