in ,

ოსტატის ხელები და ცოდნა -“Minotti”-ის ბრენდის ფილოსოფია

Alliance Group
Alliance Group

ყველა კარგ დიზაინს საკუთარი ისტორია აქვს, „Minotti“-ის უკან კი დგანან ადამიანები, რომლებმაც ხელნაკეთი ავეჯის ფუფუნებით მსოფლიო მონუსხეს. „ყოველი დეტალი მთლიანობას ქმნის. ოსტატის ხელები და ცოდნა – აი რა აქცევს „Minotti“-ის იდეალურად“ – ამბობს ალბერტო მინოტტის (Allberto Minotti) შვილიშვილი, ამ დიდებული იმპერიის მესამე თაობის წარმომადგენელი. ყველაფერი კი 1948 წელს, მილანსა და კომოს შორის ალბერტოს მშობლიურ ქალაქ მედაში (ბრიანცას რაიონი), მინოტტის მიერ პატარა ობივატელური ავეჯის სახელოსნოს გახსნით დაიწყო. სახელსონო მდიდარი მეწარმეებისთვის ელეგანტურ ავეჯს ამზადებდა. მილანის ბინებიდან კომოს ტბაზე მდებარე საკუთარ ვილებამდე მოგზაური კაპიტალისტები შესანიშნავი მუშტრები იყვნენ.

ალბერტო მინოტტი (Alberto Minotti)

ომის დასრულებიდან 1960-იან წლებამდე პერიოდში, ბრიანცის ავეჯის რამდენიმე მწარმოებელმა სადურგლო სამუშაოების ფართომასშტაბიან სამრეწველო პროცესად გადაქცევა დაიწყეს. „Minotti“ მათ შორის წყნარი, შეუმჩნეველი მუშა ცხენივით იყო, რომელიც თანდათანობიდ ავითარებდა საკუთარ წარმოებას. 1964 წელს, როდესაც კონკურენტი ფირმა Cassina („B&B italia“ – ს ყოფილი პარტნიორი) უკვე უშვებდა თავის კოლექციას „I Maestri“, ლე კორბუზიეს (Le Corbusier), პიერ ჟანნერესა (Pieree Jeanneret) და შარლოტა პერიენის (Charlotte Perriand) დიზაინით. „Minotti“ ჯერ კიდევ ფრთხილად ერთვებოდა ამგვარი „საავტორო“ ნივთების წარმოებაში და თანდათანობით ალაგებდა ურთიერთობებს ჯიჯი რადიჩთან (Gigi Radice), დიზაინერთან რომელიც იმ დროს ბრიანცაში მუშაობდა.

ქალაქ მედაში ალბერტო მინოტტის სახლი და ოჯახური კერა

1960 წლის დასაწყისში ალბერტო მინოტიმ რადიჩს, ქალაქის განაპირას, მისი სახლისა და ფაბრიკის აშენება სთხოვა. სახლსა და ფაბრიკას ერთი ქუჩა ჰყოფდა. ალბერტოს უნდოდა, რომ მისი ოჯახი მის გვერდით ყოფილიყო, როცა ის სამსახურში იყო და პირიიქით.

„სამსახური, სახლი, ოჯახი და კერა – ეს ერთი მთლიანია.“ ასეთი კომენტარი გააკეთა ალბერტოს შვილიშვილმა, რომელმაც ბაბუის ცხოვრებისეული იდეა ამ რამდენიმე სიტყვაში ჩაატია.

“Minotti”- ის ფაბრიკა

ნელი განვითარების სტრატეგია იმ დროისთვის სწორი გამოდგა, 2018 წელს კომპანიამ მისი 70 წლის იუბილე იზეიმა და დღეს მისი ბრენდი მთელს მსოფლიოშია წარმოდგენილი. „Minotti“ თითქოს თვალთახედვის მიღმაა. ეს მისი ავეჯის აურას შეესაბამება: „Minotti“-ის ავეჯი უფრო ჰარმონირებს, ვიდრე გამოიყოფა ინტერიერიდან. ის ხორცს ასხამს მილანის ელეგანტური ცხოვრების წესს და არ ამოჰყვირის ვარსკვლავური დიზაინერების სახელებს. შესაძლოა თქვენ ვერ შეძლოთ „Minotti“- ის რომელიმე ნაკეთობის ამოცნობა, მაგრამ უცილებლად მოგიწევდათ ოდესმე მასზე მოცდა ან აპერატივის მირთმევა.

მინოტტების ოჯახი რობერტო, რენატო და მათი შვილები

1991 წელს, ალბერტო მინოტტის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში მისი შვილები – რობერტო და რენატო ჩაუდგნენ. „ბრენდის ალქიმია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევძელით ხელის შრომის ინდუსტრიალიზაცია და წარწერა „გაკეთებულია იტალიაში“,- ამბობს რობერტო მინოტტი.

west-03-repl-fam-b-arcit18
west-04-repl-fam-b-arcit18
west-05-repl-fam-b-arcit18
previous arrow
next arrow

„West“ – ის სერია

ძმები მიხვდნენ, რომ უკვე სხვა დრო იყო და განსხვავებული ფიქრი იყო საჭირო. მათ შეცვალეს მამის ფრთხილი პოლიტიკა და 1996 წელს საკუთარი კრეატიული ოფისი „Minotti Studio“ გახსნეს, რომლის საქმიანობა მოიცავს, როგორც პროდუქტის შემუშავებას, ასევე მარკეტინგსა და გრაფიკულ დიზაინსაც.

1997 წელს  ბრენდმა პირველი მაღაზია გახსნა. დღეს მათი რაოდენობა – 33 ია.

როდოლფო დორდონი (Rodolfo dordoni)

1998 წელს მინოტტიმ თავისი ყველაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა და თავის არტ დირექტორად მილანელი დიზაინერი, როდოლფო დორდონი დანიშნა. დარდონის იმ დროისთვის უკვე ჰქონდა სერიოზული დამსახურებები ამ სფეროში და „Minotti“-სთან ურთიერთობამ მისი ტალანტი კიდევ უფრო განავითარა. „ჩვენი ურთიერთობა თითქმის ნათესაურში გადაიზარდა. წარმოიდგინეთ, 20 წელზე მეტია ერთად მოვდივართ. მგონი, ეს უფრო ქორწინებას ჰგავს, ვიდრე პარტნიორობას“- ხუმრობს დორდონი. ამ ტანდემმა კომპანია სტაბილური განვითარების გზაზე დააყენა.

daniels
daniels2
daniels-03-repl-fam-b-arcit18
daniels3
previous arrow
next arrow

„Daniels“ – ის ხაზი

როდოლფო დორდონი კომპანიის არტ დირექტორი 20 წელიწადზე მეტი ხანია და მისი საფირმო ნაკეთობებია დივანის სერია „West“ და სავარძელი „Russell“. ორმოცდაათიანი წლების სტილის თანამედროვე დიზაინით გაცოცხლება დორდონის დამსახურებაა.

„Minotti“-იმ კიდევ ოთხ დიზაინერთან გააფორმა ხელშეკრულება, ესენია: თვითნასწავლი ფრანგი დიზაინერი კრისტოფერ დელკური, მისი შემოქმედებაა „Daniels“-ის ხაზი, იაპონური დიზაინ სტუდია „Nendo“. მისი იაპონური მინიმალიზმის პოეზია ასახულია „Wedge“-ს სერიაში. ბრაზილიელი არქიტექტორი მარსიო კორანა, სერია „Quadrado“-ოს ავტორი და კოპენჰაგენის დიზაინერები „GamFratesi“, რომლებმაც სკანდინავიური შტრიხების შემცველი ხაზი „Angie“ შექმნეს.

23842_n_WEDGE_07
23839_z_WEDGE_04
23974_n_WEDGE_DINING_08
previous arrow
next arrow

„Wedge“ – ის ხაზი

„Minotti“-ის მიერ მსოფლიო დონის დიზაინერების მოწვევა ბრენდის ჰორიზონტების გაფართოებაზე მეტყველებს. ასევე მის ძლიერ კავშირებზე ტრადიციებთან. „ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს და  შეგვიძლია ჩვენი დიზაინერების მოქმედებების კოორდინირება… და მათთან ერთ ენაზე საუბარი”, – ამბობს სიუზანი

Quadrado
24215_n_QUADRADO_02
24214_n_QUADRADO_01
21072_n_QUADRADO-GALLERY-01
previous arrow
next arrow

„Quadrado“ – ის ხაზი

როგორია „Minotti“-ის ხედვა? „ჩვენთვის ხარისხი დეტალებსა და ნაკეთობის ხელით კეთებაშია“ – ამბობს ალესანდრო.

26675_z_ANGIE_COVER01
23925_n_ANGIE_01
previous arrow
next arrow

„Angie“ – ის ხაზი

„ყოველი დეტალი მთლიანობას ქმნის… ხელები და ოსტატის ცოდნა“ – აი რა აქცევს „Minotti“-ის იდეალურად.

20872_z_RUSSELL-GALLERY-10
Russel
20819_n_RUSSELL-GALLERY-01
20826_z_RUSSELL-GALLERY-08
previous arrow
next arrow

“Russel” – ის ხაზი

ბინა ალექსიძის ქუჩაზე – Tinatin-ის დიზაინით

ეზოს შეღობვის თანამედროვე მეთოდები