in

მხატვრის სტუდია ლონდონში

ყოფილი ტავერნა, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთ ზონაშია აშენებული 1810 წლით თარიღდება. მეორე მსოფლიო ომის დროს რაიონი და მასთან ერთად ეს შენობაც ძლიერ დაზიანდა. ის ომის შემდგომ აღადგინეს და 1990 წლამდე ტავერნის ფუქციას ინარჩუნებდა. შემდგომ საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

Banner M2
Banner M2

მეპატრონემ არქიტექტორებს არსებული შენობის გადაკეთება და ზედა სართულზე ახალი სტუდიის დამატება სთხოვა. ახალი სტუდია ერთიანი სივრცის სახით გაკეთდა, რომელიც მთლიანი სახლის ფართს იკავებს. ის ხის კარკასით და იზოლაციით გაკეთდა, რაც საძირკველზე დატვირთვის შემცირების  და სითბური მახასიათებლების გაზრდის საშუალებას იძლევა.

პროექტირების საწყისს ეტაპზე სახურავის ფორმისა და განათების გამოკვლევა ჩატარდა. გარე კედლები პარაპეტამდე ადის, ხოლო სახურავის დაფარული გეომეტრია ფასადის შიგნით გარკვეულ სიცარიელეს წარმოშობს. დიდი შუშის კარი, რომელიც მომცრო ტერასაზე გადის განმარტოების საშუალებას იძლევა. სახურავის ხის კონსტრუქცია ნაწილობრივ ერთადერთ რკინის რიგელს ეყრდნობა.  რიგელზე პირველი სართულიდან მასალების ამოსატანად, ჯაჭვის ამწევია ჩამოკიდებული.

სტუდიის იატაკი რესტავრირებულია. გადაკეთებული სივრცის პირველი სართულიდან სტუდიაში ახალი ფოლადის კიბე ადის. ახალი საძინებელის, სასტუმროსა და სააბაზანო ოთახების მოსაწყობად პირველ სართულზე არსებული უკანა ფრთაც გაფართოვდა. რეკონსტრუქცია გაუკეთდა ვესტიბიულსა და ძველი კიბის ირგვლივ არსებულ კორიდორს.

პირველი სართულის გაფართოება უტილიზებული სტანდარტული აგურისგანაა აშენებული, რათა კონტრასტი ძველსა და ახალს შორის მკვეთრი არ ყოფილიყო. სითბური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად მთელ უკანა ფრთას მოდერნიზაცია გაუკეთდა. არსებული შემინული კარი გარემონტდა და ის ხელმეორედ ახალ ადგილზე გამოიყენეს. ფიქალის ფილები, რომლებიც ადრე ეზოში იყო, ხელმეორედ იატაკის მოპირკეთებისათვის გამოიყენეს.

ახალ სახურავზე ყვავილები გააშენეს. პირველ სართულზე ფანჯრები თანამედროვე, ორმაგად შემინული ხის ფერი ფანჯრებით შეცვალეს. სადურგლო ნაკეთობებიც საგულდაგულოდაა შერჩეული მუქ ფერებში, რათა კონტექსტი დაცული იყოს და ვიქტორიანულ ფერთა გამას ეხმიანებოდეს.

ახალი სტუდიის გარე მოპირკეთება თერმულად დამუშავებული, დანახშირებული და შეზეთილი ბრიტანული ფერფლის ხითაა შესრულებული. „დანახშირება“ შენობის გადახდენილ ამბებს მიანიშნებს და მას სოლიდურობას მატებს. პირველი სართულის აგურის წყობა და ამგვარი დაშენება ჰარმონიულ ექსტერიერს ქმნის. ფასადის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი საწვიმარი მილი იყო, რომელიც ოდესღაც შენობის დიაგონალზე გადიოდა ბუნკერიდან პარაპეტის დონემდე. ახალი სპილენძის მილი და ბუნკერი პირველად მდგომარეობას იმეორებს და რეკონსტრურირებულ შენობას ამშვენებს.

ფოტოები: Simon Carruthers, Max Creasy

ბაფელსდრიფტის ფერმა სამხრეთ აფრიკაში

პიკასოსა და მატისის სახელოსნოებით შთაგონებული ინტერიერი კოპენჰაგენში