in

მწვანე ტონში გადაწყვეტილი ბინა შვედეთში

Banner M2
Banner M2

ეს ულამაზესი დუპლექსი მდებარეობს შვედეტში, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობაში. ბინა ორ სართულზეა განთავსებული და ახლახან განახლდა, რაც აერთიანებს ისტორიულ ხიბლს თანამედროვე კომფორტთან და სტილთან.

პირველ სართულზე მდებარეობს ნახევრად ღია გეგმარების მქონე მისაღები ოთახი და სამზარეულო, რომელიც ულმაზეს მწვანე ტონშია გაფორმებული.

სამზარეულოსა და მისაღებს შორის დამონტაჟებულია მყარი ხის ორმაგი კარები, რომელიც გაღებისას ქმნის მყუდრო ნახევრად ღია სივრცეს. ორივე ოთახში იატაკი დაფარულია მუქი ლაქით დამუშავებული ხის ფიცრებით, რაც თბილ ატმოსფეროს ქმნის.

მთავარი საძინებელი მდებარეობს ქვედა სართულზე.  ოთახში ასევე შენარჩუნებულია აგურის კედელი, რაც სივრცეს უნიკალურობას სძენს.

მეორე საძინებელი გადაკეთებულია ბავშვების ოთახად, კედლები შეღებილია თბილ შინდისფერ ტონში ფერში და აღჭურვილია ჩაშენებული კარადებით, რომლებიც შეღებილია იგივე ფერში.

ზედა სართული, რომელიც ადრე სხვენი იყო, გადაკეთებულია მეორე მისაღებ ოთახად მაღალი ჭერით, ხის ღია კოჭებითა და ნათელი ფანჯრებით. იატაკი დაფარულია მუხის პარკეტით, რომელიც შეღებილია ქვედა სართულის იატაკის მსგავს ფერში.

შავ-თეთრი ინტერიერი ვერაზე – Wii Design Studio-ს ნამუშევარი

“ქალაქი ჰაერში” – გიორგი ჩახავას ეპოქალური პროექტი