in

“Nido” – 9 კვ/მ მიკრო სახლი ფინეთის ტყეში

Alliance Group
Alliance Group

დიზაინერ რობინ ფალკს ექსპერიმენტები უყვარს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ეს პროექტია, რომელიც ფალკმა ცოტა ხნის წინ ფინეთის ტყეში ააშენა. სულ რაღაც 9 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ნაგებობა მისმა ავტორმა 2 კვირაში შექმნა საკუთარი ხელით.

სახლი ფინეთის ქალაქ სიპოს შორიახლოს დგას. უჩვეულო პროექტმა “Nido” -ს (იტალიურად ჩიტის ბუდე) სახელი მიიღო და ის მართლაც მყუდრო ბუდეს ჰგავს. ასეთ პატარა ზომებს სინამდვილეში პრაქტიკული გამართლებაც აქვს, რადგან ფინური კანონების თანახმად, 11,9 მ2 ფართზე ნაკლები ნაგებობისთვის სპეციალური მშებლობის ნებართვა საჭირო არ არის. საბუთების შეგროვების დამღლელი პროცედურებისგან თავის არიდების მიზნით, დიზაინერს ფართის დათმობა და ყველა აუცილებელი პირობის „ქოხის“ ჭერ ქვეშ ჩატევა მოუწია. პროექტის ბიუჯეტმა 10 500 აშშ დოლარი შეადგინა.

„მე ნაგებობის პერიმეტრი განვსაზღვრე და მის ფარგლებში ჩატევა ვცადე, – ყვება პროექტის ავტორი, – პირველ სართულზე მისაღები და მიკრო სამზარეულო მაქვს, მეორეზე კი სხვენში მოწყობილი საძინებელი და მომცრო სათავსო. სახლს ერთ-ერთი კედელი დახრილი აქვს. მასზე დიდი ფანჯარაა დამონტაჟებული, რომელიც სახლის ორივე დონეს ანათებს. დახრის დიდი კუთხის წყალობით, სივრცეში ბუნებრივი სინათლე უხვად შემოდის. დიზაინერმა თითოეული სანტიმეტრი ზედმიწევნით გათვალა და დასვენების მყუდრო სივრცე შექმნა. ორ გასაბერ ლეიბზე კი შესაძლებელია ბუნებითა და ჩიტების ჭიკჭიკით უსასრულოდ ტკბობა.

როგორ მოვაწყოთ კედლის თაროების სისტემა ინტერიერში – გზამკვლევი ყველა ოთახისთვის

აუდიო სისტემების როლი სახლის ინტერიერში