in

ვილა “Fifty-fifty” – Studioninedots-ის მწვანე პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ჰოლანდიაში, აინდჰოვენში მდებარე ეს ვილა 240 კვადრატული მეტრის ფართობზეა აშენებული. Studioninedots-ის პროექტის მიხედვით ვილის შემადგენელი ნაწილები თავისუფალი, სივრცულია და მონაცვლეობს ექსტერიერიდან ინტერიერში – აქ ოჯახური ცხოვრება მიმდინარეობს როგორც კედლებს შიგნით, ასევე მათ მიღმა, გარეთ. ამ არქიტექტურული გადაწყვეტილების საშუალებით სახლის ვიზუალი იზრდება და ოჯახის წევრები ერთმანეთთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებენ.

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

ვილა „Fifty-Fifty“ არქიტექტურული სტუდიისთვის ექსპერიმენტული პროექტი იყო, ვინაიდან მათ ეს შესაძლებლობა გამჭვირვალე სახლის შესაქმნელად გამოიყენეს. პროექტი მინიმალისტური, ბუნებასთან ინტეგრირებულია და აქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მისი საშინაო, ასევე საგარეო, ექსტერიორის ფუნქციები.

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

სახლის ორი ჰორიზონტალური ნაწილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და პავილიონის მსგავს სტრუქტურას ქმნის, რომელიც ბაღში იშლება და თითქოს ლანდშაფტი შეაქვს სახლში. საინტერესოა ასევე ვილის სახელწოდება – “Fifty-Fifty”, პროექტის ავტორების თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ ის ნახევრად სახლია, ნახევრად კი – ბაღი.

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

ვილაში საშინაო ფუნქციების მქონე ოთახები განლაგებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. მშობლების საძინებელი ოთახი პირველ სართულზე მდებარეობს, მათი გოგონების კი სახლის კოშკისებური კონსტრუქციის მქონე ვერტიკალურ ნაწილშია განთავსებული.

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

დიზაინი ინდუსტრიული მასალითაა დაკომპლექტებული და ნაცრისფერი ფერის პალიტრაშია გადაწყვეტილი. ბუნებრივია, გარემოსა და ინტერიერს შორის არსებული საზღვრის წასაშლელად ძირითად მასალად მინაა გამოყენებული. მთავარი სააბაზანო ფილაქნითაა მოპირკეთებული. მრგვალი ფარდული ნახევრად გამჭვირვალე გოფრირებული პოლიკარბონატისგანაა აგებული, გაპრიალებულ, დამუშავებულ ალუმინში „გახვეული“ სახლის კოშკისებური კონსტრუქცია ფაქიზად ირეკლავს ლანდშაფტს და თითქოს შენიღბულ ზედაპირს ქმნის, რომელიც სეზონებისა და ამინდების ცვლილებას ასახავს.

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,© Frans Parthesius

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,Floor plan

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,Floor plan

Villa Fifty-Fifty / Studioninedots,Concept

ფოტოგრაფი:  Frans Parthesius

საბავშვო ქალაქი შენჟენში

ხალხმრავალ პარკად ქცეული დავიწყებული აეროპორტი – Mosbach Paysagistes-ის პროექტი