in

სახლი, როგორც ღირსშესანიშნაობა – „ოუშენ კაპიტალის” არქიტექტურული პროექტები

სახლი ჩვენთვის ყველაზე მყუდრო თავშესაფარია. ადგილი, სადაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს – ცხოვრებას ვატარებთ. მასში ყველა ნივთი, კედლის ფერი, ოთახის განლაგება თუ დეტალი ჩვენი და ოჯახის წევრების ხასიათსა და გემოვნებას გამოხატავს. პანდემიის ორმა წელმა კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა სახლს და მისი სიმყუდროვის მნიშვნელობა მეტად დაგვაფასებინა. ისევე, როგორც ყველა სფეროში, სამშენებლოშიც, მომხმარებლის მოთხოვნები ხშირად იცვლება, ტენდენციები ცვალებადია და აუცილებელია, რომ ინდუსტრია მომხმარებლის საჭიროებებს მოერგოს.

ახალი სახლის ძიებაში ბევრ დეტალს ექცევა ყურადღება: ფასს, მდებარეობას, უსაფრთხოებას, ერთი სიტყვით, ხარისხი უპირველესია, რომლის შეფასებისთვის, სწორი კითხვების დასმაა საჭირო. მაგალითად, რა მასალებია გამოყენებული სახლის მშენებლობისას? როგორია კედლების სისქე? როგორია ხმის იზოლაცია? რამდენად დაცულია სახლი თანამედროვე სისტემით და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სახლის შერჩევისას ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ექსტერიერია. ქუჩაში გადაადგილებისას შენობების დათვალიერება ბევრი ჩვენგანის ჩვევაა. როცა განსხვავებული დიზაინის, ლამაზ შენობას ვნახულობთ, ის ყოველთვის გვამახსოვრდება. ერთ-ერთი ასეთი შენობა ფალიაშვილზე მდებარეობს. მისი ფასადი არქიტექტურულად ისეა შემუშავებული, რომ შენობის დიზაინი ქმნის უკან გადახრილის განცდას, შესაბამისად, პროექტი არ ტოვებს მაღალი შენობის შთაბეჭდილებას და ქუჩას, რომელიც ისედაც ვიწროა, მეტ სივრცეს აძლევს. გარდა ამისა, ამგვარი დიზაინი განაპირობებს მეტი მზის სხივისა და სინათლის შეღწევას. შენობა არა მხოლოდ ადგილობრივების ყურადღებას იპყრობს, არამედ ArchDaily-ის 2022 წლის საუკეთესო შენობის ჯილდოს ნომინაციაშიც მოხვდა. საუბარია „ოუშენ ვაკე რეზიდენსზე”, რომელიც კომპანია „ოუშენ კაპიტალის“ ქართული არქიტექტურული პროექტია.

„ოუშენ კაპიტალი” საერთაშორისო გამოცდილების კომპანიაა, რომელიც 65 წელია სამშენებლო ბიზნესშია. ორიგინალური და მდგრადი შენობებით 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი და საქართველოშიც ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერია უძრავი ქონების ბაზარზე. ბრენდის ნიშა ისაა, რომ თითოეული შენობა, რომელსაც ქმნის, ღირსშესანიშნაობის ტოლფასია და არქიტექტურის დახვეწილი ნიმუშია.

გარდა განსხვავებული არქიტექტურისა, „ოუშენ კაპიტალი” მუდმივად ითვალისწინებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და მშენებლობის სრულ გეგმაში ყველა ნიუანსი ისე აქვს გათვლილი, რომ საბოლოო ჯამში, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს. ეს ეხება როგორც მასალას, ისე დასრულების ვადებსა და დაცულ ტერიტორიებს. თბილისში კომპანიას ჯერჯერობით ვაკის ტერიტორია აქვს ათვისებული, სადაც ორი პროექტი დასრულებული, ორი კი მიმდინარეა. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, კომპანია კომერციული დანიშნულების პროექტებზეც მუშაობს. ევროპული სტანდარტი კი, რომელსაც ის ეყრდნობა, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გულისხმობს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მობინადრისთვის მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა. ეს ნაკლები დანახარჯით მაქსიმალურად კომფორტული პირობების მიღებას გულისხმობს.

„ოუშენ კაპიტალი“ კონსიერჟის, დაცვისა და გამართული უსაფრთხოების სისტემის 24-საათიან სერვისს გვთავაზობს. აქვეა თანამედროვე, უსაფრთხო და ადაპტირებული ლიფტი, კამერები, სახანძრო დეტექტორები და ინტერკომები (ე.წ. დომოფონები).

კომპანია ყოველთვის დათქმულ ვადებში აბარებს პროექტს მომხმარებელს და შემდეგ ობიექტის მენეჯმენტს საკუთარ თავზე იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავის პროექტზე და მისი ჩაბარება არ ნიშნავს ამ პასუხისმგებლობის მოხსნას. მაგალითად, ქალაქში ელექტროენერგიის ან წყლის გეგმური/ავარიული შეზღუდვის შემთხვევაში, „ოუშენ კაპიტალი“ სრულად უზრუნველყოფს მობინადრეთათვის აღნიშნული რესურსების შეუფერხებელ და უწყვეტ მიწოდებას. ამასთან, კომპანია მობინადრეებს სთავაზობს დასუფთავებას, გათბობა-გაგრილებას და სივრცის ეფექტურ გადანაწილებას. მის სერვისებშია: მაღალი ხარისხის რენდერების დამზადება, სარემონტო სამუშაოების შესრულება, სრული ავეჯის შეკვეთა/შეძენა, ტრანსპორტირება/მოტანა და დამონტაჟება, ასევე მებაღე − ეს ყველაფერი იმის უტყუარი საწინდარია, რომ ადგილი, რომელსაც სახლი უნდა ვუწოდოთ, სრულიად ადაპტირებულია ცხოვრებისა და კომფორტისთვის.

როგორც უკვე ვახსენეთ, „ოუშენ კაპიტალი” დიდ ყურადღებას უთმობს სამშენებლო მასალასაც. ერთ-ერთია გარე კედლების მშენებლობისთვის გამოყენებული თერმობლოკი, რომელიც ასევე დამუშავებულია თერმოლესვით. ფასადების მოსაპირკეთებლად ის ბუნებრივ გრანიტს იყენებს, ვიტრაჟებისთვის კი გერმანულ ბრენდ Hueck-ის ალუმინის პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ აშენებული ობიექტების ხარისხი და მდგრადობა ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალების მიერ მოწმდება.

რა თქმა უნდა, ყურადღება ხედებსაც ექცევა. კარგი ხედი ხომ სახლს კიდევ უფრო სასიამოვნო და მიმზიდველ ადგილად აქცევს?! „ოუშენ კაპიტალი” მუდმივად არჩევს ისეთ ტერიტორიას, საიდანაც მაქსიმალურად ლამაზი ხედი იშლება, რაც ბინას კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ კომპანიის მთელი ფილოსოფია ხარისხს, სიმშვიდესა და ემოციურ სრულყოფილებას აერთიანებს, ანუ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრებისთვის.

სახლი ლისზე იაპონური ბაღით – ტატო ნორაკიძისა და მადონა ბაკურაძის ინტერიერი

ზეთისხილისფერი ინტერიერში — 31 შთამაგონებელი იდეა