in ,

როგორ გახდა Snøhetta მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი არქიტექტურული ოფისი

Alliance Group
Alliance Group

კომპანიას, რომელიც ორმა არქიტექტორმა – 55 წლის ქრეიგ ედვარდ დიქერსმა და 58 წლის ჯეთელ თრადალ თორსენმა – დაარსეს 1989 წელს, ღრუბლიან ამინდში თითქმის უჩინარი, 2286 მეტრი სიმაღლის  მთის – სნოჰეტას სახელი ჰქვია . მეგობრების დაწყებული პატარა პროექტი დღეს უკვე საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიაა, რომელსაც ოფისები აქვს ოსლოში, ნიუ-იორკში, სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში, ინსბურკში, ავსტრიაში, პარიზში, ჰონგ კონგში, ავსტრალიასა და სტოკჰოლმში.

ქრეიგ დიქერსი შხაპს იღებდა, როდესაც ერთმა ზარმა მისი მთელი ცხოვრების კარიერა შეცვალა. ეს იყო 1989 წელს, როდესაც 28 წლის არქიტექტორი ტეხასში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა მეგობრებთან ერთად. “ჩვენ ძალიან ახალგაზრდები და ყველასთვის უცნობები ვიყავით, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მოვიგეთ კონკურსი – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პროექტი ეგვიპტეში, კონკურსში 1400 პროექტი იღებდა მონაწილეობას. ეს ამბავი ისეთი შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის რომ ეზოში გავვარდი ყვირილით და მხოლოდ შემდეგ გავაანალიზე, რომ შიშველი და სველი ვიყავი.”- იხსენებს დიქერსი.

Bibliotheca Alexandrina

მთის ეს სახელიც არ არის შემთხვევითობა. ოფისმა, რომელიც სან ფრანცისკოს MoMA-ს დამატებული კორპუსის ავტორია და თვითონ ბარაქ ობამამ შეარჩია ბიბლიოთეკისა და საპრეზიდენტო ცენტრის პროექტისთვის ჰავაიში, სახელი ისეთი ადგილისგან აიღო, რომელიც ყველას ეკუთვნის – მთა ნორვეგიაში, რომელიც არც ყველაზე მაღალია ქვეყანაში. როგორც თავად დამფუძნებლები ამბობენ, “სამაგიეროდ ის ყველაზე შთამბეჭდავია მათთვის”. ეს დამოკიდებულება არქიტექტურის ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, არ არის რთული წარმოსადგენი რატომ მიაღწია სტუდამ ასეთ წარმატებას: ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პროექტში კონუსი, რომელიც შენობაში შესასვლელად გვიწვევს, ოსლოს ოპერის შენობა, რომლის სახურავიც ფეხით მოსიარულეებისთვის სკვერის ფუნქციას ასრულებს, ლე მონდის სათავო ოფისი პარიზში, რომელიც ხიდს ქმნის რომ პრესის ურთიერთობები დაამყაროს, ეს არის არქიტექტურა ყველასთვის, რომელიც Snøhetta-მ თავისი დიზაინის მთავარ კონცეცფიად აქცია.

SFMOMA Expansion

Oslo Opera House

“არქიტექტურა დროთა განმავლობაში იქცევა საერთო მემკვიდრეობად თუ მას შეუძლია სწორად დაამყაროს ადამიანებსა და ადგილებს შორის კავშირები” – ამბობს თორსენი. ჩვენს ოფისებშიც ვნერგავთ ესეთ მიდგომას, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჯგუფურად, არ გვაქვს დაყოფილი სამუშაო სივრცე და ყოველთვის ერთად ვსადილობთ. ოფისისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორია. MoMA-ს პროექტის შემთხვევაში უფრო დიდი ძალისხმევა ლანდშაფტსა და გარშემო მოწყობილ საფეხმავლო ხიდებზე დაიხარჯა, ვიდრე თვითონ არქიტექტურაზე. ძალიან რთულია უტოპიური იდეების რეალობად ქცევა, განსაკუთღებით მაშინ, როდესაც არსებობს სამშენებლო ნორმები და ბევრია დამოკიდებული დამკვეთის ბიუჯეტზე. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ამასაც როგორც გამოწვევას ისე უყურებენ, რაც თავიანთ მიზანს კიდევ უფრო საინტერესოს და რთულად შესრულებადს ხდის.

არის თუ არა ფუნქციური? აშენდა თუ არა ისეთი ტექნიკით რომ დროთა განმავლობაში გასტანოს? აქვს თუ არა პოზიტიური გავლენა ტერიტორიაზე და ადგილობრივ საზოგადოებაზე? და ასევე, როგორ უწყობს იგი ხელს კონკრეტულად ადამიანებს შორის ურთიერთობების განვითარებას? – ეს არის კითხვები, რომელიც სტუდიაში ყველა პროექტის დაწყების ან შეფასების დროს ისმევა. Snøhetta-ს პროექტებით აღფრთოვანებული საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ ვიზუალთან ერთად პროექტები სხვა დატვირთვასაც ატარებს და ლამაზი არქიტექტურული პროექტების სამყაროში ამ ოფისის შემოქმედება ნამდვილად რაღაც გამორჩეულია.

Under (Underwater Restaurant)

Lillehammer Art Museum and Lillehammer Cinema Expansion

Path of Perspectives Panorama Trail

Maggies Cancer Caring Center

 

 

 

 

ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – Forms Studio

DIY – შექმენი ჟურნალების მაგიდა საკუთარი ხელით