in

რა უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს შეკვეთისას — 5 მთავარი ფაქტორი

სამზარეულო სახლის ყველაზე ფუნქციური, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი ზონაა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ყველაზე დიდ დროს ატარებენ და ერთად იკრიბებიან. ამასთანავე, სამზარეულო ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებს სივრცის ინტერიერში და განსაკუთრებული ესთეტიკური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, მასზე დიდი ყურადღება მახვილდება.

სამზარეულოს მთავარ ხიბლსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას ავეჯი სძენს, ამიტომ მას საგანგებოდ არჩევენ და სიფრთხილით ეკიდებიან. გარდა იმისა, რომ ავეჯი ძალიან მყარი, მედეგი და ერგონომიული უნდა იყოს, ინტერიერს მიმზიდველობასა და ელეგანტურობას უნდა მატებდეს. დღევანდელ სტატიაში ყურადღებას სწორედ იმ ფაქტორებზე გავამახვილებთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს ავეჯის შეკვეთისას.

ერგონომიული, მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული ავეჯი — უპირველესად, აუცილებელია, სამზარეულო ერგონომიული, მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელი იყოს. ამიტომ ავეჯის შერჩევისას, პირველ რიგში, მის ფუნქციურობასა და კომფორტს ექცევა ყურადღება. ზომები, განლაგება და მდებარეობა სხეულს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს და მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს თქვენს საჭიროებებსა თუ ფიზიკურ მონაცემებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ავეჯის ზომების გათვალისწინება და არსებულ სივრცესთან შეფარდება, რათა ყველა საჭირო ელემენტი და ტექნიკური მხარე ოთახში ზუსტად იყოს გათვლილი და გადანაწილებული.

ხარისხიანი მასალა და გამძლე მექანიზმები — სამზარეულო ყველაზე დატვირთული და ხშირად გამოყენებადი ზონაა. ამიტომ მასალებზე თანხის დაზოგვა ამ მხრივ ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია, ძვირადღირებული, ხარისხიანი ფაქტურების შეძენა და მაღალი მედეგობის მექანიზმების გამოყენება, რათა ავეჯმა მოხმარების დროს პრობლემები არ შეგიქმნათ და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახუროთ.

ეკოლოგიურად სუფთა მასალა და წყალზე დამზადებული, ანტიალერგიული ლაქ-საღებავები —  მასალის ეკოლოგიური სისუფთავე და ანტიალერგიული ლაქ-საღებავები სამზარეულოს ავეჯის შეკვეთისას აუცილებელი ფაქტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში არაჯანსაღ გარემოს შექმნით და თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ დააყენებთ. ამასთანავე, მხოლოდ ხარისხიანი, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებითაა შესაძლებელი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება, რაც ამ კუთხეში განსაკუთრებით აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ესთეტიკა და დიზაინი — როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამზარეულო ინტერიერში უმთავრეს როლს იკავებს, ამიტომ ავეჯის დიზაინი მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს სივრცის იერსახესა და განწყობას. ინდივიდუალური შეკვეთისა თუ მზა პროდუქტის შეძენისას, დიდი ყურადღებით  უნდა შეარჩიოთ მოდელი და სახლის სტილისტიკასა და ესთეტიკას შეუსაბამოთ. ამასთანავე, ინდივიდუალური შტრიხები შეიტანოთ და ორიგინალური ატმოსფერო შექმნათ სივრცეში.

ბიუჯეტი — სამზარეულოს ავეჯი ერთ-ერთი ისეთი ელემენტია, რომელზეც ეკონომიის გაკეთება რეკომენდებული არაა. ამ მხრივ უმჯობესია მაღალი ხარისხის, სანდო მასალებში ინვესტიცია. სახლის ეს ზონა ყველაზე მეტად დატვირთული და მრავალფუნქციურია, შესაბამისად, მასალები თუ მექანიზმები ძალიან გამძლე, მტკიცე და პრაქტიკული უნდა იყოს, რათა ხანგრძლივად გემსახუროთ შეფერხების გარეშე.

მაგალითად, ამ მიმართულებით, საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქციას ევროპული ბრენდი —  „Black Red White“-ი გვთავაზობს, რომელიც  საერთაშორისო ბაზაზე 1991 წლიდან ოპერირებს  და ყველა ტიპის ავეჯით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს. ბრენდი საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯისა და სახლის აქსესუარების  ჰაბს – „ICR HOME”-ში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპული სამზარეულოს ავეჯი, ქართული ბაზრისთვის კონკურენტულ ფასად, შესთავაზა. „ICR HOME”-ში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ბრენდია წარმოდგენილი („ლაბორატორია ჩემი სახლი“, „კარე“, „ნატერიალი“, „სლიფ&ბედი“, „მობლერ ჰოუმი“ და სხვა.), უკვე  „Black Red White“-ის ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი სამზარეულოს ავეჯიცაა ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, პროდუქცია სრულად ერგება მომხმარებლის სურვილებსა თუ გემოვნებას და შოურუმში არსებული მოდელების, ნიმუშების, კატალოგების დახმარებითა და დიზაინერებთან კონსულტაციით, თითოეული სამზარეულოს პროექტი ინდივიდუალურად, დამკვეთის სურვილის, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად იქმნება, რაც უდიდესი კომფორტი და უპირატესობაა.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

მინიმალისტური ბინა ფერადი ელემენტებით ფოთის ქუჩაზე — ნინიკო შენგელიას ინტერიერი

დაიწყე წელი ახალი ინვესტიციით – საახალწლო შეთავაზებები ალიანსისგან