in

ჭკვიანი სახლი: კომფორტი, უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა

წარმოიდგინე, რომ სახლში ხარ და ყველაფერი, რაც გჭირდება კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, ავტომატურად ხდება. განათება, ტემპერატურა, ფარდები – ყველაფერი რეგულირდება ისე, როგორც შენ გინდა.

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო მეტად ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ხდება. „ჭკვიანი სახლი“ სწორედ ამ ტექნოლოგიებისგან შექმნილი სივრცეა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო გახადოს.

წარმოგიდგენთ კომპანია „ჭკვიანი სახლის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ პროექტს, სადაც სივრცე სრულად არის აღჭურვილი სმარტ-ტექნოლოგიებით.

დაშვების სისტემები და უსაფრთხოება

ჭკვიანი სახლის დაშვების სისტემა უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას. ჭკვიანი საკეტი გაძლევთ საშუალებას დისტანციურად მართოთ სახლის შიდა სივრცესთან წვდომა რამდენიმე მეთოდით: მობილური აპლიკაციით, ჩიპით, PIN-კოდით, თითის ანაბეჭდით ან ხმოვანი ბრძანებით. სისტემა ასევე უზრუნველყოფს შეტყობინებებს, რაც დამატებით ზრდის უსაფრთხოების დონეს.

ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების სისტემა მყისიერად რეაგირებს სახლში საფრთხის შემცველ მოვლენებზე, როგორიცაა ხანძარი, ბუნებრივი აირის ან წყლის გაჟონვა, არასანქცირებული შემოჭრა, შუშის მსხვრევა, მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა და სხვა.

უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს ავტომატურად, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით:

  • აგზავნის შეტყობინებას სმარტფონსა და ჭკვიან მოწყობილობაზე;
  • ააქტიურებს ხმოვან/ვიზუალურ განგაშს;
  • წყლის, CO ან CO₂ გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად წყვეტს მიწოდებას;
  • ხანძრის შემთხვევაში თიშავს ვენტილაციის სისტემას;
  • არასანქცირებული შემოჭრისას კი, ირთვება განათება, რათა შეიქმნას სახლში ყოფნის იმიტაცია.

განათების მართვა

ჭკვიანი განათების სისტემა თქვენს სახლს არა მხოლოდ კომფორტულს, არამედ ენერგოეფექტურსა და ეკონომიურსაც ხდის. იგი უზრუნველყოფს სახლში არსებული ყველა განათების წყაროს ერთიან კონტროლს დისტანციურად, ავტომატურად ან მექანიკურად, სხვადასხვა სამართავი მოწყობილობებიდან (იმპულსური ან ჭკვიანი ჩამრთველი, მობილური აპლიკაცია, სამართავი პანელი).

თქვენ შეგიძლიათ მართოთ განათების ჩართვა/გამორთვა, დიმირება (ინტენსივობის რეგულირება), ტემპერატურის ცვლილება (ცივი ან თბილი სინათლე), ასევე სცენარები და შექმნათ სასურველი ატმოსფერო. მაგალითად, „კინოს რეჟიმი“ ქმნის იდეალურ გარემოს ფილმის სანახავად – ფარდები ავტომატურად იხურება, განათება რეგულირდება და სივრცე სრულად ერგება თქვენს განწყობას.

განათების ავტომატური მართვა ერგება ადამიანის ბიორიტმს და ენერგიის მოხმარება ხდება მხოლოდ საჭიროებისამებრ. ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ თქვენი სახლი გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ენერგოეფექტურიც.

კლიმატის მართვა

ჭკვიანი სახლის კლიმატის მართვის სისტემა გთავაზობთ სრულ კონტროლს თქვენს სახლში არსებულ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და ჰაერის ტენიანობის სისტემებზე, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და ენერგოეფექტურობას.

თერმოსტატით, სამართავი პანელის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ სისტემის მუშაობა და სურვილისამებრ დაარეგულიროთ ტემპერატურა ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არ უნდა იყოთ.

ავტომატური მართვის ფუნქციონალის მეშვეობით სისტემა თავად არეგულირებს ტემპერატურას სეზონისა და დღის მონაკვეთების მიხედვით, ამინდის სადგურისა და გეოლოკაციის სერვისის დახმარებით, რათა თქვენს სახლში ყოველთვის შეიქმნას სასურველი კლიმატი.

ფარდა-ჟალუზის მართვა და მულტირუმი

ფარდებისა და ჟალუზების ავტომატური მართვა არა მხოლოდ კომფორტსა და სიმარტივეს, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ენერგოეფექტურობასაც უზრუნველყოფს. სისტემა სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს და კოორდინირებულად მუშაობს „ჭკვიანი სახლის“ სხვა ფუნქციებთან, როგორიცაა განათებისა და კლიმატის მართვა.

მულტირუმი არის ჭკვიანი აუდიო-სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია თქვენს სახლში და საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინდივიდუალური ან საერთო მუსიკალური ფონი.

„ჭკვიანი სახლის“ სისტემებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა სცენარი, მაგალითად: „ძილი“, „მუშაობა“, „გამოსვლა“, „კინოს რეჟიმი“ და სხვა, რომლებიც ავტომატურად აქტიურდება კონკრეტული დროის ან ფაქტორის მიხედვით.

ჭკვიანი სახლის მართვის სისტემა

ყველა ზემოთ აღნიშნული სისტემის მართვა შესაძლებელია ერთი მოწყობილობიდან – იქნება ეს ცენტრალური სამართავი პანელი თუ მობილური აპლიკაცია. შედეგად, თქვენ იღებთ სრულ კონტროლს თქვენი სახლის ყველა ჭკვიან სისტემაზე.

ჭკვიანი სახლი არის თქვენი უსაფრთხოების, კომფორტისა და ეკომეგობრული ცხოვრების გარანტი.

კომპანია ჭკვიანი სახლი საქართველოში ავტომატიზაციის სფეროში პირველი და ლიდერი კომპანიაა. უკვე 16 წელია, სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და სრულ საინჟინრო სერვისს: ინდივიდუალურ პროექტირებას, პროდუქციის მიწოდებასა და მონტაჟს, გარანტიასა და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.

ჭკვიანი სახლი თანამშრომლობს და საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს პრემიუმ-ხარისხის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს.

„ჭკვიანი სახლის“ მიერ განხორციელებული პროექტები

კომპანია ჭკვიანი სახლის პორტფელი მოიცავს 600-ზე მეტ პროექტს, მათ შორის როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებლებს, ისე უმსხვილესი სასტუმროებს, ბიზნეს-ცენტრებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს: სასტუმროები „რუმსი“, „ჰოლიდეი ინ“, „აფიშა“, „ეპიზოდი“, „აქსის თაუერსი“; „გალერეა თბილისი“, „ისთ ფოინთი“, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, „მეამა“ და მრავალი სხვა.

თუ გსურთ, თქვენი გარემო იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ენერგოეფექტური, ჭკვიანი სახლი თქვენი იდეალური პარტნიორია. დაზოგეთ ხარჯები და ისიამოვნეთ თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სივრცით!

https://shg.ge/

[R]

ფოტოგრაფი: გრიგორი სოკოლინსკი

სასტუმრო „ტელეგრაფმა“ პროექტის არქიტექტორს, ლინდონ ნერის უმასპინძლა

პატარა ბინა საინტერესო ფერთა აქცენტბით ლისზე