in

ულამაზესი პატარა სოფლის სახლი შვედეთში

Banner M2
Banner M2

ეს უმშვენიერესი კოტეჯი შვედეთში, გიოტებორგის შუაგულში მდებარეობს და მისი მეპატრონე შვედი დიზაინერი და სტილისტი ელინ ლანსოა (Elin Lannsjö).

შენობის შეძენის მომენტში სივრცე დაყოფილი იყო 4 ოთახად, თუმცა ელინმა სახლის გეგმარება სრულად გარდაქმნა და აქ გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო მოაწყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სასადილო მაგიდა და სამზარეულოს კუნძული სახლის ძველ ინტერიერში ნაპოვნი ხის მასალებით არის შექმნილი.

მიწის ნაკვეთზე ასევე იყო გამოყოფილი ადგილი, სადაც პროექტის თანახმად 5 კვადრატული მეტრის მქონე ფარდულის აშენება იყო ნებადართული. თუმცა, ნაცვლად ფარდულისა, ელინმა და მისმა პარტნიორმა აქ საძინებელი მოაწყვეს. მიუხედავად სივრცის ექსტრემალური სიმცირისა, ამ ცალკე მდგომ გვხვდება ორადგილიანი საწოლი, ხოლო მის ქვეშ სათავსო სისტემაა განთავსებული, რაც ადგილის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

ჯგუფ „The Cardigans“-ის ვოკალისტის ახალი ბინა მალმოში

მოიწყვეთ სიმწვანე სახლში! რატომ უნდა შეიძინოთ მცენარეები გრატოს სათბურებში?