in

სტუდია FORMS-მა ახალი სანათის დიზაინი შექმნა

ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის სტუდია FORMS-მა რამდენიმე დღის წინ ახალი სანათის დიზაინი გამოაქვეყნა, რომლის იდეაც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და დიზაინერებს სურდათ აქცენტი პროდუქტის სიმარტივეზე, ფორმაზე, ფერსა და მასალაზე გაეკეთებინათ. პროდუქტის ინსპირაცია ბავშვობის მეხსიერებიდან და ლეგოს სათამაშოებიდან მოდის. სანათი ბეტონის და შეღებილი მეტალის არის. როგორც თავად აღნიშნავენ, მსგავსი პროდუქტი ბევრი სხვადასხვანაირი ინტერიერის კონტექსტში შეიძლება ჩაეწეროს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ადამიანის ინდივიდუალურ გემოვნებასა და ესთეტიკას აქვს.

სტუდია FORMS 2020 წელს დაარსდა ორი ბავშვობის მეგობრის, ლიზა ტიმჩენკოს და თათა სვანაძის მიერ. სტუდიამდე ისინი სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდნენ და საერთო ნამუშევრებიც გაუკეთებიათ, რამაც უბიძგა, რომ უკვე ერთად ჩამოეყალიბებინათ კომპანია. სტუდიის სახელიც მარტივი შეარჩიეს, რომელიც ზუსტად გადმოსცემს მათ საქმიანობას, როგორც თავად ახასიათებენ თავიანთ სტუდიას, ეს არის “საგნებით შექმნილი ისტორია” (making history through objects). საკუთარი დიზაინის სტილს ისინი ახასიათებენ როგორც მოდერნს და მინიმალიზმს.

სანათის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, FORMS-ის instagram და facebook გვერდებზე.

ფოტოების ავტორი – თორნიკე მერმანიშვილი

 

ეზოს შეღობვის თანამედროვე მეთოდები

სახლი იერუსალიმის მოედანზე, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში