სივრცის დიზაინში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა მხოლოდ ინტერიერი, არამედ გარე სივრცის მოწყობაც. სწორედ ამ ხედვის მთავარი შთამაგონებელია ICR HOME -ის ჰაბში შემავალი ფრანგული ბრენდი Naterial-ი, რომელიც ბაღს, ვერანდასა და აივანს განიხილავს როგორც სახლის ბუნებრივ გაგრძელებას. ის არა მხოლოდ ავეჯის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, არამედ სივრცის არქიტექტორია — ფუნქციური დიზაინის, ბუნებასთან ჰარმონიისა და თანამედროვე ესთეტიკის ერთობლიობით.
Naterial-ის პროდუქცია აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა გარე სივრცის მოსაწყობად — საჩრდილობელი სისტემებიდან და სარწეველებიდან დაწყებული, ავეჯით, გარე გამოყენების ტექსტილით და საზაფხულო ბარბექიუს ინვენტარით დასრულებული. ყველა ნივთი შექმნილია იმ პრინციპით, რომ ბაღში გატარებული დრო არ უნდა იყოს მხოლოდ ვიზუალური სიამოვნება, არამედ სრულფასოვანი გამოცდილება — დასვენებისთვის, თამაშისთვის, კულინარიისთვის, თავშეყრისთვის და ა.შ.
ბრენდის სტილი მრავალფეროვანია და სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანს სტავაზობს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს: ბუნებრივი ტექსტურების მოყვარულებისთვის Naterial-ი ქმნის ეკო-მეგობრულ კოლექციებს; თანამედროვე დიზაინის მიმდევრებს — გეომეტრიული სიზუსტით შექმნილ ხაზებს სთავაზობს; კლასიკური ესთეტიკის მოყვარულებს კი ელეგანტურობისა და სიმყუდროვის სინთეზს რჩევს. ავეჯი ჰარმონიულად კომბინირდება ერთმანეთთან, არის მარტივად დასამონტაჟებელი, გამძლე და წლების განმავლობაში ინარჩუნებს იერსახეს ნებისმიერ სეზონზე.
Naterial-ი იყენებს გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რაც თითოეული ნივთის ხანგრძლივობასა და მდგრადობას განაპირობებს. პროდუქციის დატოვება შესაძლებელია გარე სივრცეში წელიწადის ოთხივე სეზონზე ისე, რომ არ დაკარგოს ვიზუალური მხარე და ფუნქციურობა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შერჩეული ტექსტილი, ლითონის ელემენტები, თუ ხის დეტალები, არა მხოლოდ გამძლეობით, დახვეწილი სტილითაც გამოირჩევა.
სწორედ ამ ბალანსის წყალობით, Naterial უკვე რამდენიმე წელია გახდა სანდო არჩევანი მათთვის, ვინც სახლის ფარგლებს სცდება და ღია სივრცეში ყოფნას ახალ გამოცდილებად აქცევს. იქნება ეს ეზო, მცირე ზომის აივანი ქალაქში, თუ ტერასა აგარაკზე — Naterial გეხმარებათ თქვენი გარე სივრცე აქციოთ საოცნებო თავშესაფრად.
და ახლა, როცა ნანატრი ზაფხული დადგა, დროა ამ სივრცეებს სიცოცხლე შთაბეროთ. ავეჯის, დეკორისა და განათების მულტიბრენდულ ჰაბში — ICR HOME — წლის ყველაზე დიდი, საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო. “Summer Sale” არის შეთავაზება, რომლისთვისაც ICR-ის ავეჯის მიმართულება მთელი წელი ემზადება და მისი არსი მარტივია: ზაფხულის ხასიათი ფასდაკლებებში და სიახლეში უნდა აისახოს.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შოურუმში დახვდება:
- 30%-იანი ფასდაკლება ავეჯის, დეკორისა და განათების სრულ კოლექციაზე ICR HOME-ში შემავალ ყველა ბრენდზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, Naterial-ის შთამბეჭდავ არჩევანზე;
- 60%-მდე ფასდაკლება გასული სეზონის კოლექციებზე — შესანიშნავი შესაძლებლობა, იპოვოთ საჭირო ნივთები სასურველ ფასად და მოაწყოთ თქვენი სივრცე ისე, როგორც გსურთ.
შესაბამისად, ეს არის საუკეთესო დრო, დაიწყოთ სივრცის მოწყობა, ან განახლება, შექმნათ გარემო, რომელიც თქვენზეა მორგებული და გააცოცხლოთ ზაფხულის განწყობა თითოეულ დეტალში. ეს არის ზაფხული, რომელიც უნდა გაატაროთ გარეთ — ქოლგის ჩრდილში, კომფორტულ სავარძელში, ან შეზლონგზე, სურნელოვანი მცენარეებით გარშემორტყმულ სივრცეში. ICR HOME-ში, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ბრენდის სივრცეები და ტრენდული კოლექციები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი – ნატერიალი დაგხვდებათ.
სწორედ ამ ზაფხულის ყველაზე დიდი ფასდაკლება გელით — შანსი, შექმნათ ისეთი სივრცე, სადაც მთელი სეზონი იცხოვრებთ.
[R]