წარმოიდგინე სახლი, რომელიც შენზე ზრუნავს — რთავს განათებას, როცა ოთახში შედიხარ, არეგულირებს ტემპერატურას ისე, როგორც გსიამოვნებს და უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას, მაშინაც კი თუ სრულიად სხვა ქვეყანაში ხარ. ჯერ კიდევ ორი-სამი ათწლეულის წინ, ეს ფანტასტიკური ფილმის სცენარი შეიძლება ყოფილიყო.დღეს კი ჭკვიანი სახლის რეალობაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც ყველაზე მარტივად აშორებს მფლობელს რუტინულ საზრუნავს და საშუალებას აძლევს ძვირფასი და დეფიციტური დრო იმაზე დახარჯოს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ჭკვიანი სახლის სისტემა, თავისი არსით, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობების ქსელია, რომელიც შენი ყოველდღიური რუტინის ავტომატიზაციას ახდენს. მფლობელი სახლს მარტივად, სმარტფონიდან ან ხმოვანი ბრძანებით მართავს.
მაგალითად, ჭკვიანი განათების სისტემა თან ენერგიასაც ზოგავს (ავტომატურად აქრობს იქ, სადაც საჭიროება არაა) და პარალელურად ატმოსფეროსაც მართავს — მფლობელს შეუძლია არა მხოლოდ ფერი და სიკაშკაშე, არამედ სინათლის ტემპერატურაც კი აკონტროლოს, რათა შექმნას განსაკუთრებულად მყუდრო გარემო ფილმის საყურებლად ან პირიქით, უფრო ენერგიული ატმოსფერო პროდუქტიულად სამუშაოდ. ჭკვიანი როზეტების დახმარებით აღარ დაგჭირდება იმაზე ნერვიულობა გამორთე თუ არა უთო სახლიდან გამოსვლისას, ყავის აპარატი კი საწოლიდან ადგომამდე ჩართო, რათა სამზარეულოში შესულს უკვე დაგხვდეს ახლად მოდუღებული ყავა.
დაცულობა და უსაფრთხოება ჭკვიანი სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. Wi-Fi კამერები საშუალებას მოგცემს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლო სახლის პერიმეტრი, ხოლო ჭკვიანი საკეტები დაგეხმარება, გაუღო კარი სტუმარს, ოჯახის წევრებს ან ახლობლებს მაშინაც კი, როცა თავად სახლში არ ხარ. ჭკვიანი სახლის მფლობელმა ყოველთვის იცის, რომ მისი სივრცე დაცულია.
ამას ემატება უშუალოდ შიდა სივრცის უსაფრთხოებაც — მოძრაობის, კვამლისა თუ წყლის გაჟონვის სენსორები, რომლებსაც სხვა მოწყობილობების გააქტიურებაც შეუძლიათ. მაგალითად, კვამლის დეტექტორმა შეიძლება ავტომატურად გამორთოს ვენტილაცია და ჩართოს განგაშის განათება.
ისეთი მოწყობილობები კი, როგორიცაა რობოტი მტვერსასრუტი ან ხმოვანი ასისტენტი, დამატებითი კომფორტისთვისაა. რობოტი მტვერსასრუტი შენს ნაცვლად დაასუფთავებს სახლს, ხოლო ხმოვანი ასისტენტი მცირე რუტინას ახალისებს: პასუხობს კითხვებს ისე, რომ არ გჭირდება დაგუგვლა, რთავს სასურველ მუსიკას და ა.შ.
ამ ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა კი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუკი სანდო პარტნიორს აირჩევ, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და ხარისხის გარანტიას შემოგთავაზებს.
ტექნიკის მაღაზია ალტაში ჭკვიანი სახლის მოსაწყობად საჭირო ყველა მოწყობილობას ერთ სივრცეში აღმოაჩენ. ალტაში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელიც ნებისმიერ ბიუჯეტსა და საჭიროებას ერგება. ხელსაყრელი ფასები, განვადების მოქნილი პირობები და ოფიციალური გარანტია კი უზრუნველყოფს შენი სახლის „გაჭკვიანების“ მარტივ, სასიამოვნო და სანდო პროცესს.
ჭკვიანი სახლი აღარ არის ფუფუნება — ის კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრების თანამედროვე სტანდარტია. ეწვიე Alta.ge-ს, აღმოაჩინე ჭკვიანი მოწყობილობების სამყარო და დღესვე დაიწყე შენი მომავლის სახლის შექმნა.
#განახლებისდროა
[R]






