in

თანამედროვე დიზაინის “Wi-fi” როუტერები, რომლებიც ინტერიერს არ დაგიმახინჯებენ

თანამედროვე ტექნოლოგიურმა სისტემებმა, განსაკუთრებით კი პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა ინტერნეტზე ჩვენი მიჯაჭვულობა კიდევ უფრო გაზარდა და ამ კავშირის უზრუნველმყოფი ხელსაწყოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა. ექსპერტების მტკიცებით, დედამიწის ორ მესამედს, სახლში ინტერნეტის გამანაწილებელი (როუტერი) აქვს. მათი უმეტესობა ინტერიერში არ ჯდება, ამიტომაც ვცდილობთ მათ გადამალვას და გვავიწყდება, რომ რაც მეტი წინააღმდეგობაა როუტერის გზაზე, მით უარესია ინტერნეტის ხარისხი. ასეთი დილემის გადაჭრა მხოლოდ შემოქმედებითი მიდგომით გახდა შესაძლებელი.

ფორმებსა და ფუნციურობას შორის არსებული კონფლიქტის ფონზე ჩვენ თქვენთვის როუტერების მწარმოებელი ისეთი კომპანიების დიზაინერული გადაწყვეტილებები შევაგროვეთ, როგორიცაა „Google“, „Amplifi“ და „Huawei“. მათი ნაწარმი ესთეტიურობისა და ფუნქციურობის ბრწყვინვალე ბალანსს ქმნის.

Onhub“ როუტერი „Google“-ის ბაზაზე – 69$

ამ „OnHub Makers „-ის როუტერების დიზაინს მკაფიოდ ეტყობა დიზაინერებისა და მხატვრების ხელი. „TP-LINK OnHub“-ის ნიჟარები შეზღუდული ტირაჟისაა და შექმნილია თქვენი სახლის  დეკორის ელემენტად. აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია სხვადასხვა ფერსა და სტილში.

Google Nest Wifi  – 165 $

სახლის როუტერი და დამხმარე ერთ გაჯეტში. „Google Nest Wifi“ -ის მინიმალისტური დიზაინი კერამიკული ნივთებითაა შთაგონებული და ის თანამედროვე ინტერიერს ბრწყინვალედ ერწყმის.

Asus-ის “ცისფერი გამოქვაბული” – 118$

მისი შემუშავების დროს ანტენის განლაგება და ორიენტაცია ზედმიწევნითაა გათვლილი, სწორედ ამიტომ, საუკეთესო სიგნალი ყველა მიმართულებითაა უზრუნველყოფილი.

SEJESS როუტერი – 49€

უკაბელო და მარტივი ექსპლუატაციაში, ის სახასიათო ფუტურისტული დიზაინით გამახსოვრდებათ. ფლობს გაფართოებულ ფუნქციებს, აქვს სტაბილური სიგნალი და კომპაქტური გეომეტრიული ფორმები.

HUAWEI WiFi Q2 Pro – 110 $

ის ცვლად გარემოში ყოველდღიურად სწავლობს და ადაპტირდება. ხარვეზების არიდების მიზნით „Wi-Fi“-ის ოპტიმიზაციას ავტომატურად ახორციელებს. როუტერი მფლობელის ინტერნეტთან მუშაობის ჩვევებს იმახსოვრებს და ინდივიდუალური მიდგომით ყოველდღიურ ამოცანებს ეფექტურად წყვეტს.

Amazon eero 6 – 80$

მას შეუძლია 75 – ზე მეტი მოწყობილობის ერთდროულად მომსახურება და მფლობელთან „Alexa“-ს მეშვეობით ურთიერთობა. აქვს კარგი დაფარვა. მის ნაკრებში ასევე „USB „-ს პორტში დასაერთებელი სიგნალის გამაძლიერებელიც შედის.

Netgear Nighthawk AX12 – 350$

აღნიშნული მოდელი მაღალმწარმოებლურ აქტიურ ანტენებს იყენებს და ამგვარად კარგ დაფარვას უზრუნველყოფს. მისი ფუტურისტული გარეგნობა ზესწრაფ სიჩქარეებს იდეალურად შეესაბამება, რომელიც ნაკადური გადაცემისთვის, თამაშებისა და ვიდეოკონფერენციებისთვისაა იდეალური.

SuperPods“ -ები  „Plume“-თვის – 100$

ეს პროდუქტი პროექტირებისა და შემუშავების მჭიდრო კავშირის შედეგია. ის ადაპტირებად „Wi-Fi“-ის იყენებს, ანუ ყოველთვის გებულობს როგორ იყენებთ ინტერნეტს და დაერთებულ მოწყობილობებს შორის სიხშირეებს შესაბამისად ანაწილებს.

The Collected Works – 150$

ეს გახლავთ საკმაოდ მძლავრი სენსორული როუტერი. ის საკმაოდ ლამაზი და მოხერხებულია, შეგიძლიათ მაგიდაზე მოათავსოთ. როუტერის დიზაინის ენა მოცურავე ფერადი სფეროებისგან შედგება, რომლებიც ქსელთან დაერთების მოწყობილობებია.

Linksys AX5300 Smart Mesh Wi-Fi 6“-ის სისტემა – 675$

მინიმალისტური დიზაინის მქონე ახალი როუტერი ფუნქციურობასა და ესთეტიკას მოხდენილად ითავსებს. ის საშუალებას იძლევა სახლის ძნელად მისაწვდომ ადგილებშიც კი მიიღოთ ინტერნეტი. ულტრათანამედროვე ტექნიკური მახასიათებლების წყალობით როუტერი „CES 2021 Innovation Awards“-ის პრემიის ლაურეატი გახდა.

Norton Core“ როუტერი – 244$

მოცემული მოდელი თქვენი ინტერნეტ მოწყობილობების უსაფრთხოებას ზრდის. გაჯეტი თაღური სკულპტურული ნაკეთობაა, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორის ელემენტად.

პამელა ანდერსონის მალიბუს სახლი, რომელიც $15 მილიონად იყიდება

დიზაინის მუზეუმად ქცეული ლობი ბიზნეს ცენტრ Vake Plaza-ში