in

ტური ტაილერ ელისის ლოს-ანჯელესის სახლში

Banner M2
Banner M2

ჩანთის დიზაინერი ტაილერ ელისი არის ამერიკელი მოდის ხატის, პერი ელისის და სატელევიზიო მწერალისა და პროდიუსერის, ბარბარა გალაჰერის ქალიშვილი. ისევე როგორც მის გარდაცვლილ მამას, მას აქვს ძალიან კარგი გემოვნება. ამ სტატიაში მის სახლზე უნდა გესაუბროთ, რომელიც მართალია, ლოს-ანჯელესში მდებარეობს, თუმცა, იგი ევროპულ სტილშია მოწყობილი.

სახლში ტაილერი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი ამ სახლის ფრანგული, კლასიკური არქიტექტურითა და უხვი, იტალიური კვიპაროსებით 5 წლის წინ მოიხიბლნენ და გადაწყვიტეს მისი შეძენა. შემდეგ წყვილი დაუკავშირდა არქიტექტორ უილიამ ჰეფნერს და ელისის დიდი ხნის ინტერიერის დიზაინერს, ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ AD100.

შედეგად შეიქმნა სახლი ევროპული სტილით, რომელიც გარედანაც ისეთივე ლამაზია, როგორც შიგნიდან. შეიძლება ითქვას, რომ სახლი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, რაც კარგ ამინდებში მის მაცხოვრებლებს უქმნის საშუალებას, განიტვირთონ აქ განთავსებულ დივნებზე.

სახლის შესასვლელიც კი უკვე შთამბეჭდავია, რადგან აქ პაოლა პივის პოლარული დათვების ქანდაკებას ვხვდებით, რომელიც ერთგვარად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან, თუმცა, ალბათ, დიზაინერის ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო.

რაც შეეხება სამზარეულოს, ის საკმაოდ ორიგინალურია – მართალია, კარადებს შორის გამოყენებულია საკმაოდ ტენდენციური მეტროს ფილები, თუმცა, აქ არსებული მაგიდა და სკამები სრულიადაც არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ სამზარეულოში ვართ.

მისაღები ოთახის ნეიტრალურ თეთრ ფერს იდეალურად ავსებს რბილი და კომფორტული კაკაოსფერი დივანი, კოქტეილის ვერცხლისფერი მაგიდა, ჭრელი ხალიჩა, ოთახის გამყოფი და ფერადი სკამები.

საკმაოდ მუქი და, ამავდროულად, ფერადია ბიბლიოთეკის ოთახი, სადაც მისაღების მსგავსადვეა განთავსებული ბუხარი და ჭრელი ხალიჩა. აქ განწყობის მთავარი შემომტანი სწორედ ეს ხალიჩა, ლურჯი დივანი და წიგნის თაროებია.

არქიტექტორი: უილიამ ჰეფნერი

დიზაინ სტუდია: AD100

ფოტოგრაფი:

ძველ ყაიდაზე შექმნილი ახალი სახლი – ზურაბ შევარდნაძის კარ-მიდამო გურიაში

#სადვიცხოვრო: ჯორჯ გერშვინის “Rhapsody in Blue”-ს ინსპირაციით შექმნილი ბინა ვერცხლის ქუჩაზე