in

2025 წელი კომპანია IPS-ისთვის — მასშტაბური პროექტები და გაფართოებული შესაძლებლობები

2025 წელი აიპიესისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო — როგორც განხორციელებული პროექტების მასშტაბით, ისე კომპანიის შიდა განვითარებისა და საპარტნიორო ქსელის გაფართოვების თვალსაზრისით. ეს იყო წელი, როდესაც აქამდე დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ შედეგებში აისახა დასრულებული პროექტების, გაზრდილი გუნდისა და სრულიად ახალი მიმართულებების დამატების სახით.

აიპიესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფასადო სისტემები მისთვის მხოლოდ ტექნიკური ამოცანა არ არის — ეს არის კომპლექსური არქიტექტურული და საინჟინრო ხედვა.

ინფორმაციას IPS-ის ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა მიქელაძე გვიზიარებს.

რა ძირითადი პროექტები განხორციელდა 2025 წელს?

2025 წლის განმავლობაში აიპიესმა წარმატებით დაასრულა კიდევ 10 მასშტაბური პროექტი, რომლებიც მოიცავდა როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და მრავალფუნქციურ შენობებს. თითოეული პროექტი გამოირჩეოდა განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნებით, არქიტექტურული გადაწყვეტებითა და შესრულების პირობებით.

გამოვყოფდი პროექტს Hampton by Hilton რომელიც ბათუმში შევასრულეთ. საერთაშორისო ქსელებთან აქამდეც გვითანამშრომლია, თუმცა ამ შემთხვევაში ვენტილირებადი ფასადის გარდა, ჩვენმა გუნდმა მინის მოაჯირებისა და ვიტრაჟების მიწოდება და მონტაჟიც უზრუნველყო. კერამოგრანიტის ფასადი იტალიური Atlas Concorde-ის ფილებით შესრულდა, მინის სამუშაოებისთვის კი Sisecam-ისა და Guardian Glass-ის მასალა გამოვიყენეთ.

არანაკლებ საინტერესო გამოცდილება იყო აჭარაში საბავშვო ბაღებზე მუშაობა, სადაც ალუმინის კომპოზიტური პანელებით ჩვენმა გუნდმა სრულად განაახლა 4 ბაღის ფასადი. გამძლე, ფერადი და ეკო-მეგობრული მასალით შევძელით ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეგვექმნა.

HPL პანელებით ვიმუშავეთ ბათუმის ყინულის მოედანზე, სადაც IPS-მა უზრუნველყო ვენტილირებადი ფასადის სისტემის სრული მიწოდება და მონტაჟი. შედეგად მივიღეთ თანამედროვე, გამძლე და ენერგოეფექტური ფასადი, რომელიც სრულად პასუხობს როგორც ტექნიკურ, ისე ესთეტიკურ მოთხოვნებს და მორგებულია სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციფიკაზე.

მასშტაბურ პროექტებთან ერთად, ვიმუშავეთ ინდივიდუალურ ობიექტებზეც — განსაკუთრებით გვახარებს, როდესაც საცხოვრებელ სივრცეებზე მუშაობისას ნდობას გვიცხადებენ და დამკვეთებთან თანამშრომლობით უნიკალურ გარემოს ვქმნით.

ჯამურად, წლის განმავლობაში შესრულდა 24 000 კვადრატულ მეტრზე მეტი სამუშაო, რაც ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

როგორ აისახა 2025 წელი აიპიესის გუნდზე?

კომპანიის განვითარება შეუძლებელია ძლიერი გუნდის გარეშე. 2025 წელს აიპიესის გუნდს 19 ახალი თანამშრომელი შეუერთდა.

გუნდის გაფართოება შეეხო როგორც საინჟინრო მიმართულებებს, ასევე პროექტების მართვისა და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას. ახალი კადრების ინტეგრაცია მიზნად ისახავდა კომპანიის მზარდი პორტფელის ეფექტურ მართვას და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

2025 წელს აიპიესმა მონაწილეობა მიიღო 5 საერთაშორისო გამოფენაში, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გლობალურ ბაზართან უფრო აქტიური კავშირის დასამყარებლად.

გამოფენებზე მიღებული გამოცდილება და კონტაქტები საშუალებას აძლევს ჩვენს გუნდს მუდმივად ეცნობოდეს უახლეს ტექნოლოგიებს, მასალებსა და ტენდენციებს, რაც შემდგომ აისახება როგორც პროექტების ხარისხზე, ისე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ გადაწყვეტილებებზე.

როგორ გაფართოვდა საპარტნიორო ქსელი?

2025 წელი გამოირჩეოდა სტრატეგიული პარტნიორობების გაფართოებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის შესაძლებლობებს.

ჩვენი ახალი პარტნიორები არიან:

  • AL CAM SAN. VE TİC. LTD. ŞTİ. — მინა-პაკეტების მომწოდებელი
  • Ardıç Cam — მინა-პაკეტების მომწოდებელი
  • Cortizo — შემინული საფასადე სისტემების მომწოდებელი, მათ შორის ალუმინის კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, სლაიდ სისტემები და მოაჯირები
  • Stac — კარ-ფანჯრის, ვიტრაჟებისა და სლაიდ სისტემების მექანიზმები და ფურნიტურა

ჩვენი ახალი პარტნიორები სრულად პასუხობენ თანამედროვე არქიტექტურის მოთხოვნებს — ენერგოეფექტურობას, გამძლეობას და დიზაინის მოქნილობას. ეს ნაბიჯი საშუალებას გვაძლევს დამკვეთებს უკვე შემინული და კარ-ფანჯრის სისტემებიც შევთავაზოთ.

რას ნიშნავს 2025 წლის შედეგები აიპიესის მომავლისთვის?

2026 წლისთვის უფრო მეტი სიახლე გვაქვს დაგეგმილი – ძალიან მალე კიდევ ერთ შოურუმს გავხსნით თბილისში, სადაც ჩვენი მთავარი პარტნიორის – Atlas Concorde-ს პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გვიხარია, რომ განახლებული სივრცე საშუალებას მოგვცემს უფრო ხშირად ვუმასპინძლოთ მეგობარ დიზაინერებს, არქიტექტორებსა და სფეროს ექსპერტებს გამოცდილების გასაზიარებლად.

სრული დატვირთვით ამუშავდება ჩვენი საწარმოც – ადგილზე შევძლებთ ბევრი ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაზეც აქამდე მეტი დრო და რესურსი გვეხარჯებოდა, ეს კი ჩვენს პროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის.

აიპიესის მიზანი უცვლელი რჩება – ვიყოთ სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე საფასადო სამუშაოს ან ინტერიერის მასალების მიწოდებას ეხება. ჩვენი თითოეული პროექტის უკან დგას გააზრებული პროცესი, გამოცდილება და ტექნიკური პასუხისმგებლობა. აიპიესში ყოველთვის ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით.

[R]

ინდუსტრიული პროექტებიდან კერძო სახლებამდე – „ლიმ გრუფის“ 20-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ბაზარზე