in ,

თამამი დიზაინ გადაწყვეტა ინტერიერში – 3 საინტერესო პროექტი თბილისიდან

სივრცის მოწყობა ხშირად პრაქტიკულ საჭიროებებზე დაფუძნებული პროცესია — ვიყენებთ მორგებულ გადაწყვეტებს, ვირჩევთ ნეიტრალურ ფერებს, მინიმალისტურ ფორმებს და თითქოს ვიცავთ წესებს, რომლებიც კომფორტსა და ე.წ. სწორ გემოვნებას შორის დაბალანსებულ საზღვრებში გვამყოფებს. თუმცა ზოგჯერ დიზაინში გაბედული ნაბიჯი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სილამაზე ან ფუნქციურობა. თამამი დეტალი ინტერიერს არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახეს ანიჭებს, არამედ მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს — გვიყვება მაცხოვრებელზე, მის ხედვებზე და სურვილზე, რომ იცხოვროს ისეთი სივრცეში, რომელიც ეხმიანება კონკრეტულად მის პიროვნებას.

თუმცა თამამი დიზაინი ყოველთვის რისკთან ასოცირდება. ხშირად ის, რაც არქიტექტორს შთაგონებად ეჩვენება, კლიენტს შეიძლება ზედმეტად მკვეთრად, ან არასაიმედოდ მოეჩვენოს. დღეს ვისაუბრებთ 3 საინტერესო პროექტზე საქართველოდან, სადაც რისკმა გაამართლა და თამამი შტრიხები ინტერიერის ცენტრალურ ელემენტად იქცა და სივრცეს განსაკუთრებული ხასიათი მიანიჭა.

ფრესკის ტიპის შპალერი, როგორც სივრცის არქიტექტურული ფონი

მარიამ დემეტრაშვილის ამ პროექტში ბოჰემური თავისუფლება და ვიზუალური სიმდიდრე ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. თუმცა მთავარი აქცენტი, რომელიც სივრცეს დამახასიათებელ იდენტობას ანიჭებს, არის შერჩეული ფრესკის ტიპის შპალერი, რომელიც არა მხოლოდ კედლის უბრალო გაფორმებაა, არამედ ქმნის მასზე დაყრდნობილ მთელი ინტერიერის კონცეფციას. ტყის პეიზაჟი, რომელიც ფერწერული ტექსტურითა და რბილი სიღრმით გამოირჩევა, უჩვეულო ელემენტად ჩნდება დერეფანში. ეს დეტალი ფუნქციურ ელემენტს გადააქცევს მხატვრულ ობიექტად და ქმნის ილუზიას, რომ ბინა დიდ სივრცეში აგრძელებს თავის არსებობას.

ნახეთ პროექტი დეტალურად.

ზონირება ფარდებით — სივრცის სცენარების ცვლილება

როგორც წესი, სივრცის ზონირება მყარი ტიხრებით ან კედლებით ხორციელდება, თუმცა ამ პროექტის ავტორებმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩიეს: ფარდების გამოყენება როგორც ფიზიკური, ასევე ვიზუალური გამყოფი. პროექტის ძირითადი იდეაა ადაპტირებადი სივრცე, რომელიც ცვალებადია დროის, განწყობისა და საჭიროებების შესაბამისად. ფარდები ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექსტილური დეკორი არ არის — ისინი სავსებით ცვლის ოთახის ატმოსფეროს. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ თამამია, არამედ ფუნქციურადაც ჭკვიანურად მუშაობს — სივრცე ხდება მორგებადი, ცოცხალი, მგრძნობიარე.

ნახეთ პროექტი დეტალურად.

მკვეთრი ცისფერი როგორც დიზაინის გემოვნებიანი პროვოკაცია

ირმა გოგიაშვილის მთავარი გამოწვევა ამ პროექტში სივრცის სწორად დაგეგმვა და მისი შინაგანი ენერგიის გაღვიძება იყო. თუმცა ის, რაც ამ ბინას დაუვიწყარ სახეს ანიჭებს, ერთ–ერთი ყველაზე თამამი შტრიხია — მკვეთრი ცისფერი ელემენტების აქტიური გამოყენება. ცისფერი აქ არღვევს ბალანსს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ თავადვე აღადგინოს ის — თავისი კონტრასტით, სიხალასით და ენერგიით. ასეთი დიზაინი ვიზუალურად გამორჩეულია, თუმცა ამავდროულად ინტელექტუალური — სწორედ ისეთია, როგორადაც თანამედროვე თბილისური ინტერიერი წარმოგვიდგენია.

ნახეთ პროექტი დეტალურად.

იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m

ნაზ ტონებში შესრულებული ინტერიერი ბაგებში – სტუდია Due-ს ნამუშევარი