in

34 კვ/მ სტუდიო ლურჯი კედლებით

Banner M2
Banner M2

ეს უმშვენიერესი სტუდიოს ტიპის ბინა შვედეთში მდებარეობს და ის სკანდინავიური დიზაინის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. გარდა ესთეტიკური ნაწილისა, ბინა ყურადღებას იქცევს საინტერესო დიზაინ ტექნიკებითა და იდეალური ზონირებით.

ამ საცხოვრებელი სივრცის ფართი სულ რაღაც 34 კვადრატული მეტრია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბინაში ყველა ფუნქციური ზონა გვხვდება – სამზარეულო, სასადილო და საძინებელი. ისინი ერთ სივრცეშია მოქცეული, მაგრამ გონიერი ზონირების წყალობით, ერთმანეთისგან უხილავად არის გამოყოფილი.

ბინის ერთ ერთ-ერთი ღირსება კედლების საოცარი ღია ლურჯი ფერია. ის იდეალურად ერწყმის თეთრი ფერის ჭერსა და ავეჯის ელემენტებს. დამატებითი სითბო კი ხის დეტალებით არის შემოტანილი. აქვეა ულამაზესი მოლდინგები და ვინტაჟური კარები, რაც სივრცეს კიდევ უფრო უნიკალურ ხასიათს სძენს.

საინტერესოა საძინებლის ზონა. საწოლი ნიშაშია მოთავსებული, რაც საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტაა მსგავსი ტიპის პატარა ზომის სივრცეში. სავარაუდოდ ადრე აქ საგარდერობე სივრცე იყო, მაგრამ ახალმა მეპატრონეებმა მას ახლებური დანიშნულება მოუძებნეს. საბოლოო ჯამში, ეს არის იდეალური მყუდრო და ლამაზი საცხოვრებელი მარტოხელა ადამიანისთვის ან ახალგაზრდა წყვილისთვის.

#Homeisინსპირაცია: იდეები გენდერულად ნეიტრალური დიზაინის საბავშვო ოთახისთვის

#Homeisინსპირაცია: საინტერესო იდეები სტუდიოს ტიპის ინტერიერის მოსაწყობად